რიურიკ ბიომე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რიურიკ ბიომე
დაბ. თარიღი 25 აგვისტო 1927(1927-08-25)
დაბ. ადგილი ვლადიკავკაზი
გარდ. თარიღი 5 ივნისი 2000(2000-06-05) (72 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ზოოლოგია
მუშაობის ადგილი MSU Faculty of Biology
ალმა-მატერი Q50324985?
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

რიურიკ ლევის ძე ბიომე (რუს. Рюрик Львович Бёме; დ. 25 აგვისტო, 1927, ვლადიკავკაზი — გ. 5 ივნისი, 2000, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა ორნითოლოგი. ცნობილ ორნითოლოგ — ლევ ბიომეს (1895–1954) ვაჟი. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი. 1953–1964 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიური მუზეუმის უფროსი მკვლევარის თანაშემწედ მუშაობდა. 1958 წელს მიიღო ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. კანდიდატობის დისერტაციის თემად აირჩია „ცენტრალური კავკასიის ფრინველები“. 1972 წელს გახდა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ზოოლოგიის სპეციალობით. დისერტაციის თემა იყო „პალეარქტიკის მთების ფრინველები“. 1990 წელს მიიღო პროფესორის წოდება. 1976–2000 წლებში ხელმძღვანელობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორნითოლოგიურ ლაბორატორიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Памяти профессора Р. Л. Бёме: к 80-летию со дня рождения // Орнитологические исследования в зоопарках и питомниках. Вып. 2: Межвед. сб. науч. и науч.-метод. тр.. — М.: Московский зоопарк, 2007. — С. 117-199. — 200 с. — 500 экз.