ბუმბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუმბული
კონტურული ბუმბული: 1. ღერო 2. ღეპეპი 3. მარაო 4. ქვემო ნაწილი 5.კალამი

ბუმბულიფრინველის კანის რქოვანი წარმონაქმნი, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს სხეულს. ბუმბული ასრულებს თერმორეგულაციის ფუნქციას, იცავს ორგანიზმს მექანიკური დაზიანებისაგან, განსაზღვრავს სხეულის ფორმას. არჩევენ შემდეგი სახის ბუმბულს: კონტურულს, ძაფისებრს, ყურთუკს, ღინღლს და ჯაგარს. ყველაზე რთული აგებულებისაა კონტურული ბუმბული. იგი შედგება ღეროსა და მარაოსაგან. ღეროს იმ ნაწილს, რომელზედაც მარაოა, ღეპეპი ეწოდება. კონტურული ბუმბული ქმნის პირველი და მეორე რიგის მომქნევ ბუმბულს, საჭის ბუმბულს და სხვა. ბუმბული ხუნდება და ცვდება, ფრინველი პერიოდულად იცვლის მას. ბუმბულის შეფერილობა დამოკიდებულია მასში არსებულ პიგმენტებზე ან ბუმბულის მიკროსკოპულ სტრუქტურაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]