ჭიები
იერსახე
ჭიები (ლათ. vermes) — უხერხემლო ცხოველების ჯგუფი, რომელიც შეიცავს 46 ათასამდე სახეობას. აქვთ მოგრძო სხეული, რომლის კედლები შედგება კანის საფარვლისა და კუნთებისაგან (კან-კუნთოვანი პარკი). მოძრაობენ უმთავრესად სხეულის პერისტალტიკური შეკუმშვის მეშვეობით. განეკუთვნებიან პირველადპირიან ცხოველებს. მე-19 საუკუნეში ჭიებს ცალკე ტიპად მიიჩნევდნენ. ამჟამად მასში გაერთიანებულია რამდენიმე დამოუკიდებელი ტიპი: ბრტყელი ჭიები, პირველადღრუიანი, ექიურიდები, სიპუნკულიდები, რგოლოვანი ჭიები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 298.