უინსტონ რიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უინსტონ რიდი
Winston Reid in September 2014.JPG
რიდი ვესტ ჰემ იუნაიტედში 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
უინსტონ უირემუ რიდი
დაბადების
თარიღი
3 ივლისი, 1988 (1988-07-03) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ნორს შორი, ოკლენდი, ახალი ზელანდია
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ჰემ იუნაიტედი
ნომერი 2
ახალგაზრდული კარიერა
სიონდერბორგი
მიდტიულანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005-2010 მიდტიულანი 84 (2)
2010- ვესტ ჰემ იუნაიტედი 136 (6)
ეროვნული ნაკრები
2007 დანია 19 წლ. 4 (0)
2008 დანია 20 წლ. 1 (0)
2008–2010 დანია 21 წლ. 10 (0)
2010– ახალი ზელანდია 19 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 იანვარი, 2016 (UTC)
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 ოქტომბერი, 2013 (UTC)

უინსტონ უირემუ რიდი (დ. 3 ივლისი, 1988) — ახალზელანდიელი ფეხბურთელი, მცველი, რომელიც თამაშობს „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ და კაპიტნობს ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებს.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიდის მშობლები მაორის ტომის შთამომავლები არიან. ის ოკლენდში დაიბადა, მაგრამ 10 წლის ასაკში ახალი ზელანდიიდან საცხოვრებლად დანიაში გადაბარგდა დედასთან და მამინაცვალთან ერთად. ახალ ზელანდიაში მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან კონტაქტს ის დღემდე ინარჩუნებს.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიდტიულანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობაში რიდი სონდერბორგის საფეხბურთო სკოლაში დადიოდა, საიდანაც სათამაშოდ დანიის სუპერლიგის კლუბ „მიდტიულანში“ გადავიდა. ის იესპერ ვინკუფთან, კრისტიან სივებაეკთან და სიმონ კიაერთან ერთად „მიდტიულანის“ საფეხბურთო სკოლის ერთ–ერთი პირველი კურსდამთავრებული იყო. 2005 წლის ნოემბერში მან „მიდტიულანთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა და ნორვეგიულ „ვალერენგასთან“ 4–0 მოგებულ მატჩში მისი დებიუტიც შედგა. 2008–09 წლების სეზონამდე რიდმა სულ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ზემოთხსენებულ სეზონში მან „მიდტიულანის“ მაისური 28–ჯერ მოირგო და 2009 წლის 23 მარტს თავისი პირველი გოლიც გაიტანა ფოდბოლდთან 3–2 წაგებულ შეხვედრაში.

ვესტ ჰემ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 5 აგვისტოს რიდი ლონდონის ვესტ ჰემში გადავიდა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი მან 14 აგვისტოს ასტონ ვილას წინააღმდეგ 3-0 წაგებულ შეხვედრაში ჩაატარა. პირველი გოლი კი რიდმა ვესტ ჰემის მაისურით 2011 წლის 21 თებერვალს ასოციაციის თასის ეგიდით გამართულ მატჩში, ბარნლის წინააღმდეგ შეაგდო და ის შეხვედრა "ჩაქუჩებმა" 5-1 მოიგეს. პირველი სეზონი ვესტ ჰემში რიდისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. ყველა ტურნირზე ჯამში მან მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგ, 2011-12 წლების სეზონში რიდი ვესტ ჰემში დარჩა და 2011 წლის 28 აგვისტოს ნოტინგემ ფორესტთან 4-1 მოგებულ შეხვედრაში ლიგაში თავისი პირველი გოლიც შეაგდო. 2012 წლის 4 თებერვალს კი მან თავი ვესტ ჰემის მოსისხლე მტრის, მილუოლის კარში გატანილი გოლით გამოიჩინა და საკუთარ გუნდს 2-1 მოაგებინა.

2012-13 წლების სეზონის სტარტზე რიდმა ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებაზე უარი თქვა და მომავალი სეზონისათვის ვესტ ჰემთან ერთად მზადება დაიწყო. 2012 წლის 1 სექტემბერს მან თავისი პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში, დაამწუხრა რა ფულემი. 2013 წლის 8 მაისს რიდი ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონის გამო ვესტ ჰემის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და "წლის ჩაქუჩის" პრიზიც გადასცეს. ის მხოლოდ მესამე არაევროპელი ფეხბურთელი იყო, ვინც ეს წოდება მოიპოვა. 2013-14 წლების სეზონი მან კარგად დაიწყო და ოქტომბერში ტოტენჰემ ჰოთსპურთან 3-0 მოგებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, თუმცა ნოემბერში კოჭის ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. გუნდს ის 1 თებერვალს სვონსი სიტის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაუბრუნდა და ვესტ ჰემს დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 გამარჯვებაში დაეხმარა. 2015 წლის მარტში უინსტონმა ვესტ ჰემთან კონტრაქტი ექვწლინახევრით გაახანგრძლივა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]