შინაარსზე გადასვლა

მარკ ნობლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკ ნობლი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 მაისი, 1987 (1987-05-08) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ჰემ იუნაიტედი
(სპორტული დირექტორი)
ახალგაზრდული კარიერა
2000–2004 ვესტ ჰემ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2022 ვესტ ჰემ იუნაიტედი 472 (55)
2006   ჰალ სიტი 5 (0)
2006   იფსვიჩ თაუნი 13 (1)
ეროვნული ნაკრები
2002 ინგლისი 16-წლ. 7 (0)
2003–2004 ინგლისი 17-წლ. 12 (0)
2004 ინგლისი 18-წლ. 1 (0)
2005 ინგლისი 19-წლ. 7 (0)
2007–2009 ინგლისი 21-წლ. 20 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მარკ ჯეიმზ ნობლი (ინგლ. Mark James Noble; დ. 8 მაისი 1987) — ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. 18 წლის განმავლობაში იცავდა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ღირსებას, რომლის გულშემატკივრებაც კლუბისადმი მრავალწლიანი ერთგულების გამო მას მეტსახელად „მისტერ ვესტ ჰემი“ შეარქვეს.[1][2] 2023 წლის 2 იანვრიდან დაიკავა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ სპორტული დირექტორის თანამდებობა.[3]

დაიბადა კენინგ-თაუნში, აღმოსავლეთ ლონდონში. 11 წლის ასაკში თამაშობდა „არსენალის“ აკადემიაში, მისი თქმით მამამისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ფეხბურთს და შვილს სწორედ ასე ზრდიდა. პირველი პროფესიონალური თამაში 2004 წელს ჩაატარა, ლიგის თასის 1/32 ფინალში, სადაც 2–0 გაიმარჯვეს „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ. ჩემპიონშიპში მისი დებიუტი 2005 შედგა, როდესაც „ვოლვისის“ წინააღმდეგ მისი გუნდი 4–2 დამარცხდა.

კარიერა „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ დაიწყო, მაგრამ იჯარის წესით განათხოვრებული იყო „ჰალ სითიში“ და „იფსვიჩ თაუნში“. 2014 წელს მოხვდა თერთმეტმეტრიანების შემსრულებელთა საუკეთესო ხუთეულში.

იცავდა ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. იყო ინგლისის 18-წლამდელთა გუნდის კაპიტანი და ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომელმაც 2005 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში სერბეთისა და მონტენეგროს 19-წლამდელთა ნაკრები 3–1 დაამარცხა, თუმცა შემდგომში ფინალი დათმო საფრანგეთთან.

შემდგომში იყო ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, რომლის შემადგენლობაშიც 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მარკ ნობლი აწვდის კუთხურს.

ვესტ ჰემ იუნაიტედი

ინგლისი 19-წლ.

  • ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტი: 2005[4]

ინგლისი 21-წლ.

  • ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტი: 2009[5]
  • ჩემპიონშიპის წლის გუნდის წევრი: 2011–12[6]
  • „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წლის ჩაქუჩი: 2011–12, 2013–14
  • „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წლის ახალგაზრდა ჩაქუჩი: 2004–05[7]
  • „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ათწლეულის ჩაქუჩი: 2010–19[8]
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და გათამაშების მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი სხვა ჯამში
დივიზიონიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
ვესტ ჰემ
იუნაიტედი
2004–05[9] ჩემპიონშიპი 13030203[]0210
2005–06[10] პრემიერ-ლიგა 50001060
2006–07[11] პრემიერ-ლიგა 102110000113
2007–08[12] პრემიერ-ლიგა 3132030363
2008–09[13] პრემიერ-ლიგა 2934210345
2009–10[14] პრემიერ-ლიგა 2720010282
2010–11[15] პრემიერ-ლიგა 2644051355
2011–12[16] ჩემპიონშიპი 45800003[]0488
2012–13[17] პრემიერ-ლიგა 2841010304
2013–14[18] პრემიერ-ლიგა 3830010393
2014–15[19] პრემიერ-ლიგა 2824010332
2015–16[20] პრემიერ-ლიგა 37750103[]0467
2016–17[21] პრემიერ-ლიგა 30310103[]2355
2017–18[22] პრემიერ-ლიგა 2941030334
2018–19[23] პრემიერ-ლიგა 3151000325
2019–20[24] პრემიერ-ლიგა 3342010354
2020–21[25] პრემიერ-ლიგა 2103010250
2021–22[26] პრემიერ-ლიგა 11110209[]1232
სულ 4725532325121355062
ჰალ სიტი   2005–06[10] ჩემპიონშიპი 50000050
იფსვიჩ თაუნი   2006–07[11] ჩემპიონშიპი 1310000131
სულ ჯამში 4905632325121356863
  1. 1 2 ჩემპიონშიპის პლეი-ოფების მატჩები
  2. 1 2 3 მატჩები უეფა-ს ევროპა ლიგაზე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: