შინაარსზე გადასვლა

კაპის ფლორისტული რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაპის ფლორისტული დაცული არეალი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ქვეყნის დროშა2 | name = სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
რეგიონი აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 1007
გაფართოება 2015
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1007
ინგლ.რუს.ფრ.

კაპის ფლორისტული რეგიონიფლორისტული რეგიონი სამხრეთ აფრიკის უკიდურესი სამხრეთი ნაწილის სიახლოვეს. წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის ფლორისტული სამეფოს ერთადერთ ფლორისტულ რეგიონს და მოიცავს პროვინციას, რომელსაც კაპის ფლორისტულ პროვინციას უწოდებენ.

კაპის ფლორისტული რეგიონი უმცირესია მსოფლიოში სულ არსებული ექვსი ფლორის სამეფოდან და გამოირჩევა ენდემიზმის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, სულ გავრცელებულ მცენარეთა 9 000 სახეობიდან 69 % ენდემურია. ბიოლოგიურ ღირებულებასთან ერთად, განსაკუთრებით დიდია რეგიონის ეკონომიკური მნიშვნელობა — აქ საკმაოდ წარმატებითაა განვითარებული ეკოტურიზმი.

რეგიონი მოიცავს სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კაპის ხმელთაშუაზღვიური კლიმატის რეგიონს, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთ კაპამდე. ესაა გარდამავალი ზონა ზამთრის ნალექიან რეგიონს (დასავლეთით) და ზაფხულის ნალექიან რეგიონს შორის (აღმოსავლეთით).

2004 წლიდან, კაპის ფლორისტული რეგიონი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]