რევაზ ანდრონიკაშვილი (გენერალი)
რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი (გ. 1814, სოფ. ფხოველი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 დეკემბერი, 1878, თბილისი) — ქართველი თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენატი (1860), გენერალ-ადიუტანტი (1871).
სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში. მსახურობდა სამოგიტიის გრენადერთა პოლკში, შემდეგ — ფინეთის ლაიბგვარდიის პოლკში. იყო მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი. მონაწილეობდა მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ყირიმის ომში (1853–1856). 1854–1856 წლებში მეთაურობდა თბილისის ეგერთა პოლკს, 1853 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
1856–1858 წლებში იყო კავკასიის გრენადერთა დივიზის მე-2 ბრიგადის მეთაური, 1858–1859 წლებში — ლეკებთან სასაზღვრო ხაზის ჯარების სარდლის თანაშენწე, 1859–1860 წლებში — სარდალი. 1860 წლიდან კავკასიის არმიის მთავარსარდალთან ასრულებდა განსაკუთრებულ დავალებათა გენერლის მოვალეობას. იყო გლეხთა საქმეების დარგში თბილისის გუბერნიის საკრებულოს წევრი, 1870–1877 წლებში — თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი. 1877 წელს დანიშნეს ალაზნის ველზე განლაგებული ჯარების სარდლად სამხედრო გუბერნატორის უფლებებით. დაკრძალულია თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Дворянские роды Российской Империи, т.4, М., 1998;
- დოლიძე ლ. გენერლები საქვართველოდან, თბ., 2002.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. გოგიტიძე მ..
|