შინაარსზე გადასვლა

პორტალი:საქართველოს ისტორია/რჩეული სურათი/არქივი 2008

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს გვერდი, წარმოადგენს საქართველოს ისტორიის პორტალის რუბრიკა რჩეული სურათის არქივს 2007-2008 წლისთვის.
გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს!


ქართული ხალხური საკრავები საბჭოთა მარკაზე, 1990 წ.

ქართული ხალხური საკრავები — უძველესი დროიდანაა ცნობილი, უმრავლეს შემთხვევაში, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს. (მცხეთაში ნაპოვნი უენო სალამური). ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში შემონახულია საკრავთა 100-ზე მეტი დასახელება.

სურათზე: ქართული ხალხური საკრავები 10 კაპ. საფოსტო მარკაზე, სსსრკ ფოსტა 1990 წ.. ავტორი:
სხვა რჩეული სურათები...

დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე

ვარდების რევოლუცია2003 წლის ნოემბერში ქალაქ თბილისში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლები, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება.

სურათზე: დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე, კადრი მერიის შენობის სახურავიდან 2003. ავტორი:
სხვა რჩეული სურათები...

სექტემბერი-ოქტომბერი

[წყაროს რედაქტირება]
გორი

გორი - ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. 1950 წლიდან რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია. გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემართება ქალაქ ცხინვალისკენ.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქალქი გარკვეული ხნით რუსულმა არმია დაიკავა, რითაც სერიოზული ზიანიც მიაყენა არა მარტო ქალაქს, არამედ მთელ ქვეყანას.

სურათზე: გორი, ხედი ციხის უბანზე, 1886. ავტორი: დ. რუდნევი
სხვა რჩეული სურათები...

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა - VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ("გარდამავალი ხანის") უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. "ყველაწმინდა". ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში.

სურათზე: ტაძარი, ხედი სამხრეთიდან, 2008. ავტორი:ნინო ოზბეთელაშვილი
სხვა რჩეული სურათები...

სიღნაღი - ქალაქი კახეთში, სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 2,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი. სიღნაღში არის ბოდბის ეპარქიის რეზიდენცია.

სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak, აზერბ. sığınaq) და „თავშესაფარს“ ნიშნავს.

სურათზე: სიღნაღის ერთ–ერთი ქუჩა, ხედი დასაწყისიდან, 2007. ავტორი:Otiko
სხვა რჩეული სურათები...

აპრილი–ივლისი

[წყაროს რედაქტირება]
თბილისის ფილარმონია

თბილისის ფილარმონია - საქართველოში ფილარმონიული საზოგადოება შეიქმნა 1905 წელს.

სურათზე: თბილისის ფილარმონია, ხედი შადრევნიდან, 1989. ავტორი:
სხვა რჩეული სურათები...

ნარიყალა

გარეჯის მონასტერი – ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი.

ისტორიული კუხეთი, გარეჯის კლდოვანი მთები.


სურათზე: მონასტრის კელიები, ხედი ეზოდან. ავტორი: Wojciech Bijok
სხვა რჩეული სურათები...

ნარიყალა

ნარიყალათბილისის აკროპოლისი, უძველესი ციხესიმაგრე, რომლის გარშემოც ყალიბდება თბილისი. ციხესიმაგრე რომელსაც ის სოლოლაკის ქედიდან გადაჰყურებს. დაფუძნდა IV საუკუნეში, როგორც "შურისციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ეტიმოლოგია ბუნდოვანია : სპარს. „ნარიყალა-ნარიგ-ყალა“ – მიუვალი ციხე. მონღოლულად „ნარინ კალა“ – "მცირე ციხესიმაგრე".

სურათზე: ნარიყალა ღამით, ხედი კალადან. ავტორი: პაატა ვარდანაშვილი
სხვა რჩეული სურათები...

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველაქართველი პოეტი, რომელიც ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია.

სურათზე: ვაჟა-ფშაველა ოჯახითურთ. ავტორი: უცნობია
სხვა რჩეული სურათები...

უფლისციხე

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.

სურათზე: უფლისციხე. ავტორი: Kober–ი
სხვა რჩეული სურათები...

ჩაის საქართველოში ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

1847 წელს პირველად შემოიტანეს ჩაის კალმები, რომლებმაც კარგად იხარა ქ. ოზურგეთის საცდელ სადგურში. 1864 წ. მ. ერისთავმა სრულიად რუსეთის გამოფენაზე გაიტანა ოზურგეთის ქართული ჩაი. 1885 წელს ჩაქვში ა. სოლოვცევმა ჩინეთიდან მოიწვია მეჩაიე ლაუ-ძენ-ძაუ, რომელმაც გააშენა ჩაის პირველი სამრეწველო პლანტაცია საქართველოში.

სურათზე: ”ჩაის მეურნეობა ჩაქვში. ჩინელი ხელმძღვანელი–მეჩაიე ლაუ-ძენ-ძაუ”. ავტორი: სერგეი პროკუდინ-გორსკი
სხვა რჩეული სურათები...

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა ”საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:
  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.
  2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
  3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
  4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.


სურათზე: ”საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”
სხვა რჩეული სურათები...

ლებისკარის ციხე-კოშკი

ხევსურეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან იცავდა, რაზეც აქ მდებარე ციხე-სიმაგრეთა სიმრავლე მეტყველებს.

სურათზე: ლებისკარის ციხე-კოშკი. ავტორი: პაატა ვარდანაშვილი
სხვა რჩეული სურათები...