ბულგარეთის გაქრისტიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბულგარელების გაქრისტიანება, XIV საუკუნის მინიატურა

ბულგარეთის გაქრისტიანება — ბულგარეთში ქრისტიანობის გავრცელების პროცესი, რომელიც დაიწყო 864 წელს.

ბულგარეთის სახელმწიფო დაარსდა 618 წელს ბიზანტიის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვართან. სამეფოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იყვნენ ფეოდალიზმის პროცესში მყოფი მომთაბარე ბულგარელები და სლავები. საზოგადოების ინტეგრაციისათვის საჭირო იყო ახალი იდეოლოგია. ბულგარელების გაერთიანების ინიციატორი გახდა მთავარი ბორის I, რომელმაც გაქრისტიანების შემდეგ ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ III-ის პატივსაცემად მიიღო მეორე სახელი მიხეილი.

გაქრისტიანების უშუალო საბაბი გახდა 863 წლის შიმშილობა და ბულგარეთში ბიზანტიელი სარდლის ბარდას შეჭრა. თავდაპირველად მოინათლა ბულგარული ელიტა, რომელთა ნათლობა განახორციელა პატრიარქმა ფოტიოს I-მა. მომთაბარე არისტოკრატია ანტიქრისტიანულად განეწყო. მოაწყეს აჯანყება, თუმცა დამარცხდნენ. ბორის I-მა სიკვდილით დასაჯა ოჯახის 52 წევრი, მათ შორის თავისი შვილი. ბორის I ხელს უწყობდა კირილე და მეთოდეს მიერ სლავების განათლებას. ბულგარეთში საბოლოოდ დამკვიდრდა კირილური დამწერლობა, დაიწყო ეკლესიების მშენებლობა. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი წმინდანია კლიმენტ ოჰრიდელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]