ომურტაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ომურტაგი

ომურტაგი, ცნობილი, როგორც აღმაშენებელი, მართავდა ბულგარეთს 814 - 831 წლებში, როგორც დიდი ხანი (ბულგ. Кана субиги). თავისი მმართველობის დასაწყისში მან ხელი მოაწერა 30-წლიან ზავს აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან, რომელიც ძალაში დარჩა მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში. ომურტაგმა წარმატებით შეძლო სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ მიწების დაცვა, რომლის წართმევასაც ფრანკთა იმპერია ლამობდა. ის აგრეთვე გაუმკლავდა არეულობას რამდენიმე სლავურ ტომს შორის. მან გაატარა ადმინისტრაციული რეფორმები, რამაც გააძლიერა ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება და ავტორიტეტი. მისი მმართველობის პერიოდი აგრეთვე აღსანიშნავია ბულგარული არქიტექტურის განვითარებით და მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Д. Овчаров, Омортаг кана сюбиги от Бога владетел на българите, С., 116 с. (Българска вечност, 32).
  • Джордан Андреев, Иван Лазаров, Пламен Павлов, Koj koj e v srednovekovna Bălgarija, С., 1999.
  • John V.A. Fine Jr., The Early Medieval Balkans, Ann Arbor, 1983.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: