პრესლავის ლიტერატურული სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრესლავის ლიტერატურული სკოლა — პირველი სლავური ლიტერატურული სკოლა მსოფლიოში. 886 წელს სკოლა დააარსა ნაუმ ოჰრიდელმა პლისკაში. ნაუმი იყო კირილესა და მეთოდეს ერთ-ერთი მოსწავლე. სკოლის დაარსება მოხდა ბორის I-ის ბრძანებით, რომელიც შეხვდა კირილესა და მეთოდეს სამ მოსწავლეს ნაუმს, კლიმენტსა და ანგელარიას, რომლებიც დევნილები იყვნენ გერმანელი კათოლიკე სასულიერო პირებისაგან რადგან სლავური წარმოშობის მოსახლეობაში სლავურ ენაზე ქადაგებდნენ. 893 წელს სიმეონ I-მა სკოლა გადაიტანა ბულგარეთის ახალ დედაქალაქ პრესლავში.

კირილიცაზე დაწერილი ყველაზე უძველესი ტექსტი აღმოჩენილია პრესლავთან ახლოს, რომელიც ადასტურებს პრესლავის ლიტერატურული სკოლის მთავარ მიღწევას, შექმნეს თანამედროვე სლავური დამწერლობის ნიმუში კირილიცა. არსებობს ალტერნატიული ვერსიაც, რომლის თანახმადაც კირილიცა შექმნა კირილესა და მეთოდეს მოსწავლემ კლიმენტ ოჰრიდელმა ოჰრიდის ლიტერატურულ სკოლაში.

პრესლავის ლიტერატურული სკოლა წარმოადგენდა IX-X საუკუნეების ბულგარეთის პირველი სამეფოსა და მთელი სლავური სამყაროს უმთავრეს კულტურულ და ლიტერატურულ ცენტრს. სკოლის ძირითადი საქმიანობა იყო თარგმნა. მათ ძველ სლავურ ენაზე თარგმნეს ბიბლია და სხვა წმინდა წიგნები. გარდა მთარგმნელობითი სამუშაოებისა სკოლაში მიმდინარეობდა აქტიური შემოქმედებითი, შემეცნებითი და მხატვრული სამუშაოები. იწერებოდა ორიგინალური ნაწარმოებები, ასწავლიდნენ მოსწავლეებს, ამზადებდნენ კერამიკის ნაკეთობებს. პრესლავის სკოლის მოსწავლეთაგან ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად ითვლება კონსტანტინე პრესლაველი, რომელმაც დაწერა ანბანთქება. ლიტერატურული სკოლის სხვა ცნობილ წარმომადგენლებს შორის გვხვდებიან ჩერნორიზეც ხრაბირი, იოანე ეგზარქოსი და სხვები.

პრესლავის ლიტერატურულმა სკოლამ მუშაობა შეწყვიტა 972 წელს, როდესაც იგი მთლიანად გადაწვა ბიზანტიის იმპერატორმა იოანე I ციმისკემ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]