შინაარსზე გადასვლა

სტარო-ნიკოლსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტარო-ნიკოლსკის ხიდი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიგრძე 24,3 მ კმ
სიგანე 20,2 მ კმ
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გახსნა 1720-იანი წლები
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
Map

სტარო-ნიკოლსკის ხიდი (რუს. Старо-Никольский мост) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. კრიუკოვის არხზე. აკავშირებს სპასკისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 24,3 მეტრი, სიგანე - 20,2 მ.

ხიდი მდებარეობს სადოვის ქუჩის გაგრძელებაზე. იქ სადაც ერთმანეთს კვეთს კრიუკოვისა და გრიბოედოვის არხები. ქმნის ანსამბლს ახლოს მდებარე პიკალოვისა და წითელარმიელების ხიდებთან.

ხიდთან ახლოს მდებარეობს ნიკოლსკის ბაზარი და სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი.

დინების ზემოთში მდებარეობს მოსაზღვრე ხიდი, ხოლო ქვემოთ კაშინის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „სადოვაია“, „სენის მეოდანი“ და „სპასკაია“.

ხიდს სახელი ეწოდა ახლოს მდებარე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძრის გამო. სახელწოდება ცნობილია 1793 წლიდან. თავდაპირველად ეწოდებოდა ნიკოლსკის ხიდი. 1849 წელს ეკატერინეს არხზე ხიდის აშენების შემდეგ, რომელსაც ეწოდა ნოვო-ნიკოლსკის ხიდი, კრიუკოვის არხზე მდებარე ხიდს უწოდეს სტარო-ნიკოლსკი.

1717-1720-იან წლებშ ამ ადგილზე მოქმედებდა ხის ხიდი. 1784-1786 წლებში ხიდი გადააკეთეს კრიუკოვის არხის ხიდების ტიპური პროექტის მიხედვით. პროექტის ავტორი უცნობია. XIX საუკუნის განმავლობაში ხიდი არაერთხელ გადააკეთეს. ცენტრალური გასახსნელი მალა შეცვალეს მუდმივი მალით. 1842 წელს დაამონტაჟეს ახალი მოაჯირები.

1905-1906 წლებში ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებთ ხიდი გადააკეთეს ინჟინრების ა. პ. პშენიცკის, კ. ვ. ეფიმოვისა და ვ. ა. ბერსის პროექტის მიხედვით.

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 335. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]