ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია
ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°24′25″ ჩ. გ. 40°05′12″ ა. გ. / 47.40694° ჩ. გ. 40.08667° ა. გ. / 47.40694; 40.08667
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1908

ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — ყოფილი მართლმადიდებლური (სტაროობრიადცები) ტაძარი ნოვოჩერკასკში. ააგეს 1908 წელს. მდებარეობდა ფოსტის ქუჩაზე (ამჟამად პუშკინის ქუჩა 41).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ნოვოჩერკასკელ სტაროობრიადცებსა და მართლმადიდებლებს შორის იგრძნობოდა დათბობა, რაც გამოიწვია იმპერატორის 1905 წლის ბრძანებულებამ, რომლის მიხედვითაც რუსეთის იმპერიის მოქალაქეებს მიენიჭათ სინდისის, სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანებების თავისუფლება. სტაროობრიადცებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ ეკლესია. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო შეამსუბუქა 1906 წლის კანონმა რელიგიის თავისუფლების შესახებ[1].

ამასთან დაკავშირებით ნოვოჩერკასკელმა კაზაკმა დიმიტრი ბაიდალაკოვმა ეკლესიის მშენებლობისათვის ფოსტის ქუჩაზე მდებარე საკუთარი ეზოს ორი ქვის სახლი დაუთმო სტაროობრიადცებს. ეკლესიის მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 1907 წელს. ეკლესია შიგნიდან მოხატა მხატვარმა ივან პოპოვმა[2], რომელიც მონაწილეობდა დონის საკათედრო ტაძრის მოხატვაშიც[3]. ეკლესიის შიგნით, თანამედროვეების გადმოცემით, აღმართული იყო მოოქროვილი ლურჯი, ლამაზი კანკელი. 1908 წლის 26 ოქტომბერს, მოსკოვიდან გამოგზავნილმა სტაროობრიადცების მთავარეპისკოპოსმა იოანე კარტუშინმა ეკლესია აკურთხა, მას ეხმარებოდა ეპისკოპოსი თეოდოსი.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია დაანგრიეს. საინტერესოა, რომ ამავე ფოსტის ქუჩაზე ღვთისმშობლის საფარველის ეკლესიიდან 300 მეტრში მდებარეობდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ორი ეკლესია. ერთ-ერთი მართლმადიდებლური იყო, ხოლო მეორე სტაროობრიადცებს ეკუთვნოდა[1]. აღნიშნული ეკლესიებიც შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]