შინაარსზე გადასვლა

ისააკ ნიუტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიუტონი, ისააკ)
ისააკ ნიუტონი
ინგლ. Isaac Newton[1]
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1642 (4 იანვარი, 1643)[2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Woolsthorpe Manor, Lincolnshire, ინგლისის სამეფო[6]
გარდ. თარიღი 20 (31) მარტი, 1727[7] [8] [4] [5] (84 წლის)
გარდ. ადგილი კენსინგტონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო[9]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[10]
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო[11] [1]
 დიდი ბრიტანეთის სამეფო[12] [1]
ეროვნება ინგლისელები[1]
საქმიანობა მათემატიკოსი[1] [4] [13] და ფილოსოფოსი[14] [15] [16]
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი The King's School, Grantham[1] , ტრინიტის კოლეჯი[2] [1] , ტრინიტის კოლეჯი[1] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[17]
განთქმული მოსწავლეები როჯერ კოტსი[17] , John Flamsteed[17] და უილიამ უისტონი[17]
მამა ისააკ ნიუტონი[18] [1] [19]
დედა ჰანა ეისკოუ[1] [19]
ნათესავ(ებ)ი Catherine Barton[20]
ჯილდოები რაინდი-ბაკალავრი[2] [1]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

სერ ისააკ ნიუტონი (ინგლ. Isaac Newton; დ. 25 დეკემბერი, 1642 (4 იანვარი, 1643), სულსთორპი, გრემთემის მახლობლად — გ. 20 (31) მარტი1727, კენსინგტონი) — ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.

ნიუტონი დაიბადა ფერმერის ოჯახში. მამამისი გარდაიცვალა შვილის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე. 12 წლის ნიუტონმა სწავლა დაიწყო გრენთემის სკოლაში. 1661 წელს შევიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯში, 1665 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი.

მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილი ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო ვინც ჩამოაყალიბა დედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის კონუსურ კვეთებს (როგორიცაა ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა).

ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც როჯერ ბეკონი ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში), და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა ასევე განავითარა თბოგამტარობის კანონი, დაამტკიცა ბინომიალური თეორემა, ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.

ნიუტონს მათემატიკის გენიად მიიჩნევენ. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: „ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი“.

სერ ისააკ ნიუტონი იულიუსის კალენდრის მიხედვით დაიბადა შობის დღეს, 1642 წლის 25 დეკემბერს (4 იანვარი, 1643) ვულსტორპის სასახლეში. მამა, ასევე ისააკ ნიუტონი შვილის დაბადებამდე სამი თვით ადრე გარდაიცვალა. როდესაც ნიუტონი სამი წლის იყო, დედამისი ჰანა აისკოფი (ინგლ. Hannah Ayscough) ხელახლა დაქორწინდა და საცხოვრებლად თავის ახალ ქმართან, ბარნაბა სმიტთან (ინგლ. Barnabas Smith) გადავიდა. შვილი კი დედამისს მარჯერი აისკოფს (ინგლ. Margery Ayscough ) მიაბარა. ნიუტონს არ მოსწონდა მამინაცვალი და მტრობა გაუჩნდა დედის მიმართ მასზე დაქორწინების გამო. [წყარო არ არის მითითებული 697 დღე]

12 წლიდან 18 წლამდე ისააკ ნიუტონი გრენთემის სკოლა „კინგს სქულში" (ინგლ. The King's School) სწავლობდა, სადაც ასწავლიდნენ ლათინურსა და ძველ ბერძნულს და, სავარაუდოდ, მათემატიკის მნიშვნელოვან საფუძვლებსაც. მოგვიანებით, 1659 წელს ნიუტონი სკოლიდან დედამისმა გამოიყვანა და გადაწყვიტა, შვილი ფერმერი ყოფილიყო. ჰენრი სტოუკსმა (ინგლ. Henry Stokes) „კინგს სქულის" ოსტატმა დაარწმუნა დედა, რომ შვილი სკოლაში დაებრუნებინა. ნიუტონი გახდა კლასის ყველაზე ძლიერი მოსწავლე, იგი გამოირჩეოდა მზის საათებისა და ქარის წისქვილების მოდელების აგებით. [წყარო არ არის მითითებული 697 დღე]

1661 წლის ივნისში ნიუტონი ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯში. იმ დროს კებრიჯის სწავლებები ეფუძნებოდა არისტოტელეს სწავლებას, რომელსაც ნიუტონი კითხულობდა მაშინდელ უფრო თანამედროვე ფილოსოფოსებთან და ასტრონომებთან ერთად, მათ შორისაა გალილეო გალილეი და თომას სტრიტი. [წყარო არ არის მითითებული 697 დღე]

სერ ისააკ ნიუტონი გარდაიცვალა 1727 წლის 20 (31) მარტს. მის პანაშვიდს ესწრებოდნენ გამორჩეული ფილოსოფოსები და მეცნიერები. იგი დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოში. [წყარო არ არის მითითებული 697 დღე]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 https://www.biography.com/people/isaac-newton-9422656
  2. 2.0 2.1 2.2 Berry A. A Short History of AstronomyLondon: John Murray, 1898.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 The Fine Art Archive
  5. 5.0 5.1 Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  6. http://www.nationaltrustcollections.org.uk/place/woolsthorpe-manor
  7. http://www.bbc.co.uk/timelines/zwwgcdm
  8. http://westminster-abbey.org/our-history/people/sir-isaac-newton
  9. Ньютон Исаак // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1974. — Т. 18 : Никко — Отолиты. — С. 164–166.
  10. https://www.francetvinfo.fr/monde/royaume-uni/stephen-hawking-sera-enterre-au-cote-de-newton-et-darwin-a-l-abbaye-de-westminster_2666542.html
  11. http://www.humanistictexts.org/newton.htm
  12. http://db.stevealbum.com/php/chap_auc.php?site=2&lang=1&sale=4&chapter=17&page=3
  13. Catalog of the German National Library
  14. http://www.infoplease.com/biography/science-mathematicians.html
  15. http://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/10926480903028094
  16. Isaac NewtonBiography.com.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Mathematics Genealogy Project — 1997.
  18. Geni.com — 2006.
  19. 19.0 19.1 Kindred Britain
  20. https://books.google.co.uk/books?id=h3KgCgAAQBAJ&pg=PT149&dq=catherine+barton&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwimjfLe_5jlAhU0QxUIHe5ICYkQ6AEIUDAF#v=onepage&q=catherine%20barton&f=true