ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი
ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი (ფრანგ. Joseph Louis Lagrange; დ. 25 იანვარი, 1736, ტურინი — გ. 10 აპრილი, 1813, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]19 წლის ლაგრანჟი უკვე ტურინის საარტილერიო სკოლის პროფესორი იყო. 1759 წელს აირჩიეს ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1766–1787 წლებში მისი პრეზიდენტი იყო. 1787 წელს გადავიდა პარიზში, 1795 წლიდან ნორმალური სკოლის პროფესორი იყო, 1797 წლიდან კი პოლიტექნიკური სკოლისა. ლაგრანჟის მნიშვნელოვანი შრომები ეძღვნება ვარიაციათა აღრიცხვის, ანალიზური და თეორიული მექანიკის საკითხებს. კლასიკურ ტრაქტატში „ანალიზური მექანიკა“ (1788) ლაგრანჟმა მთელი სტატიკის საფუძვლად მიიღო „ზოგადი ფორმულა“, რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპს, ხოლო დინამიკის საფუძვლად — „ზოგადი ფორმულა“, რომელიც წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპისა და დ'ალამბერის პრინციპის შერწყმას. ლაგრანჟმა შემოიღო განზოგადებულ კოორდინატთა ცნება და ჩამოაყალიბა მოძრაობის განტოლებები, რომლებიც მის სახელს ატარებს (ლაგრანჟის განტოლებები). ლაგრანჟს აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები მათემატიკური ანალიზისს სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა თეორიაში, ალგებრაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, ინტერპოლირების თეორიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 99.
- Maria Teresa Borgato, Luigi Pepe (1990), Lagrange, appunti per una biografia scientifica, Torino: La Rosa
- Columbia Encyclopedia, 6th ed., 2005, "Lagrange, Joseph Louis."
- W. W. Rouse Ball, 1908, "Joseph Louis Lagrange (1736–1813)" A Short Account of the History of Mathematics, 4th ed. also on Gutenberg
- Chanson, Hubert, 2007, "Velocity Potential in Real Fluid Flows: Joseph-Louis Lagrange's Contribution," La Houille Blanche 5: 127–31.
- Fraser, Craig G., 2005, "Théorie des fonctions analytiques" in Grattan-Guinness, I., ed., Landmark Writings in Western Mathematics. Elsevier: 258–76.
- Lagrange, Joseph-Louis. (1811). Mécanique Analytique. Courcier (reissued by Cambridge University Press, 2009; ISBN 978-1-108-00174-8)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118568698 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 3 Find a Grave — 1996.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- 1 2 3 4 www.accademiadellescienze.it
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- 1 2 Joseph-Louis de dit (en italien Giuseppe Lodovico Lagrangia) Lagrange / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- 1 2 Лагранж Жозеф Луи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1995.
- ↑ ZKM Zentrum für Kunst und Medien Karlsruhe — 1997.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Národní autority České republiky
- ↑ https://raco.cat/index.php/ButlletiSCM/article/view/86989 — გვ. 140.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Revue d'Histoire des Sciences: la revue pluridisciplinaire de l'histoire des sciences, Revue d'histoire des sciences et de leurs applications, Revue d'histoire des sciences et de leurs applications — Presses universitaires de France. — ISSN 0151-4105; 1969-6582; 0048-7996
- ↑ https://www.google.cat/books?id=ZOfuAAAAMAAJ — გვ. 50.
- ↑ https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences
