სტივენ ჰოკინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტივენ ჰოკინგი
Stephen Hawking.StarChild.jpg
დაბ. თარიღი 8 იანვარი 1942(1942-01-08)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ოქსფორდი[1]
გარდ. თარიღი 14 მარტი 2018(2018-03-14)[5] [7] [8] (76 წელი)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[7]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[9]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო[10]
ეროვნება ბრიტანელები
სამეცნიერო სფერო ფარდობითობის ზოგადი თეორია, კვანტური გრავიტაცია, თეორეტიკული ფიზიკა და კოსმოლოგია
მუშაობის ადგილი გონვილი და კაიუსის კოლეჯი[11] , კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი[11] , Perimeter Institute for Theoretical Physics[12] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[13] [14]
ალმა-მატერი საუნივერსიტეტო კოლეჯი, ტრინიტი-ჰოლი[15] , სენტ-ოლბანსის სკოლა და სენტ-ოლბანსის ქალთა უმაღლესი სკოლა
განთქმული მოსწავლეები ბრიუს ალენი, რაფაელ ბუსო, ბერნარდ კარი, ფეი დოუკერი, გარი გიბონსი, რაიმონდ ლაფლამი, დონ პეიჯი, მალკოლმ პერი და ვუ ჯონგჩაო
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი და დოქტორის ხარისხი
მეუღლე ჯეინ უაილდ ჰოკინგი და ელაინ მესონი
შვილ(ებ)ი ლუსი ჰოკინგი, რობერტ ჰოკინგი და ტიმ ჰოკინგი
ჯილდოები ალბერტ აინშტაინის მედალი[16] , ვოლფის პრიზი ფიზიკაში[17] , კოპლის მედალი[18] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[19], ფუნდამენტური ფიზიკის პრიზი[20] , ღირსების კავალერის ორდენი[21] , ედინგტონის მედალი[22] , დენი ჰაინემანის პრიზი მათემატიკურ ფიზიკაში[23] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი[24] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[21] , ნეილორის პრემია[25] , ოსკარ კლაინის მედალი[26] , ჰიუზის მედალი[27] , სამეფო საზოგადოების სამეცნიერო წიგნების პრემია[28] , ალბერტის მედალი[29] , ლილიენფელდის პრემია[30] , მიჩელსონ-მორლის ჯილდო[31] , ფონსეკას პრემია[32] , პიუს XI-ის მედალი[33] , მაქსველის მედალი და პრემია[34] , დირაკის მედალი[35] , ადამსის პრემია, ენდრიუ გემანტის პრემია[36] , The James Smithson Bicentennial Medal[37] , რობერტ ჰაინლაინის მემორიალური პრემია[38] , Princess of Asturias Award for Concord[39] , ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[21] , ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[40] , Marcel Grossmann Award[41] , ფრანკლინის მედალი[42] , BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო[43] , ბოდლის მედალი[44] , Gold medal of the Spanish National Research Council[45] , ალბერტ აინშტაინის პრემია, ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი, პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[46]
ხელმოწერა Hawkingsig.svg
საიტი hawking.org.uk

სტივენ უილიამ ჰოკინგი (ინგლ. Stephen William Hawking; დ. 8 იანვარი, 1942, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი — გ. 14 მარტი, 2018) — ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი. ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივენ ჰოკინგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს ინტელექტუალურ ოჯახში, მამა ექიმი იყო, დედა — ლიბერალური პარტიის აქტივისტი. სანტ ალბანსის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მამის მსგავსად გააგრძელა ოქსფორდის უნივერსიტეტში. მამის სურვილის მიუხედავად და მისაგან განსხვავებით, მედიცინის ნაცვლად, მათემატიკის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ რადგან უნივერსიტეტში მათემატიკური განათლების მიღება შეუძლებელი იყო, იგი ფიზიკით დაინტერესდა. 21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი — მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნერვკუნთოვანი ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის — რომელმაც საბოლოოდ 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. უნივერსიტეტი 1962 წელს დაამთავრა. იმ დროისთვის ოქსფორდში თეორიული ფიზიკის შესწავლით არავინ იყო დაკავებული, ამიტომ ჰოკინგი კოსმოლოგიის შესასწავლად კემბრიჯში გადავიდა. 1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე. წყვილს მოგვიანებით შეეძინა ერთი გოგო და ორი ბიჭი. კემბრიჯში მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და 1968 წელს კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორის ადგილი მიიღო.

1973 წელს იგი გადავიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემეტიკისა და თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე. 1974 წელს იგი გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1979 წელს კი ლუკასის მათემატიკის პროფესორის პოსტი დაიკავა. ეს თანამდებობა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1669 წელს შემოიღო ღირსმა სერ ჰენრი ლუკასმა და 300 წლის წინ იგი ისააკ ნიუტონს ეჭირა.

1985 წელს მან ყელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაკარგა მეტყველების უნარი. მეგობრებმა ფიზიკოსს აჩუქეს მეტყველების სინთეზატორი. მას შეუძლია მხოლოდ მარჯვენა ხელის თითების მოძრაობა, რის ხარჯზეც იგი მართავს კომპიუტერს. კომპიუტერის საშუალებით იგი მიმართავს საზოგადოებასაც. მოგვიანებით ჰოკინგს მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1995 წელს ჰოკინგი ხელმეორედ დაქორწინდა, თუმცა 2006 წელს ერთმანეთს გაშორდნენ.[48]

არის 12 საპატიო სამეცნიერო წოდების და მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჰოკინგი ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას. იგი აგრეთვე მოღვაწეობდა, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი. იგი გარდაიცვალა 2018 წლის 14 მარტს, კემბრიჯში.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ამ შედეგებმა მოითხოვა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზი. ჰოკინგი იმედოვნებს, რომ ფიზიკის ამ ორი დიდი თეორიის გაერთიანებით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს XX საუკუნის ფიზიკოსთა მისწრაფება შეიქმნას ბუნების ძალთა დიდი გაერთიანების თეორია.

ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივენ ჰოკინგის საუბარი ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერებში „Keep Talking“ (ალბომიდან The Division Bell) და „Talkin Hawkin'“ (ალბომიდან The Endless River).

2014 წელს გამოვიდა ბრიტანული ბიოგრაფიული ფილმი „ყველაფრის თეორია“. ჰოკინგის როლს ედი რედმეინი ასრულებს.[49]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118761285 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. MacTutor History of Mathematics archive
  3. SNAC
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 Stephen Hawking dies aged 76 BBC, 2018.
  6. Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 Stephen Hawking, modern cosmology's brightest star, dies aged 76 The Guardian, 2018.
  8. Prajavani
  9. https://www.francetvinfo.fr/monde/royaume-uni/stephen-hawking-sera-enterre-au-cote-de-newton-et-darwin-a-l-abbaye-de-westminster_2666542.html
  10. https://web.archive.org/web/20170324032948/http://jeugdliteratuur.org/auteurs/stephen-hawking
  11. 11.0 11.1 Professor Stephen Hawking კემბრიჯის უნივერსიტეტი.
  12. Physicist Stephen Hawking accepts post at Waterloo institute Toronto Star, 2008.
  13. http://news.bbc.co.uk/1/hi/england/cambridgeshire/8282358.stm
  14. http://www.damtp.cam.ac.uk/people/s.w.hawking/
  15. Hawking S. Properties of expanding universes — 1966. — 117 p. — doi:10.17863/CAM.11283
  16. http://www.einstein-bern.ch/index.php?lang=en&show=medaille
  17. http://www.wolffund.org.il/index.php?dir=site&page=winners&cs=341
  18. https://royalsociety.org/awards/copley-medal/
  19. http://www.senate.gov/pagelayout/reference/two_column_table/Presidential_Medal_of_Freedom_Recipients.htm
  20. https://breakthroughprize.org/Ceremonies/1
  21. 21.0 21.1 21.2 https://books.google.com/books?id=nZLMWpujVUcC
  22. http://articles.adsabs.harvard.edu/full/seri/QJRAS/0016/0000359.000.html
  23. http://www.aps.org/programs/honors/prizes/prizerecipient.cfm?last_nm=Hawking&first_nm=Stephen&year=1976
  24. https://www.ras.org.uk/awards-and-grants/awards/268
  25. http://archive.is/Nbs8
  26. http://cops.physto.se/klein/2003.html
  27. https://royalsociety.org/awards/hughes-medal/
  28. https://royalsociety.org/awards/science-books/stephen-hawking/
  29. https://web.archive.org/web/20111001064139/http://www.thersa.org/about-us/history-and-archive/medals/albert-medal
  30. http://www.aps.org/programs/honors/prizes/prizerecipient.cfm?last_nm=Hawking&first_nm=Stephen&year=1999
  31. http://www.phys.cwru.edu/events/mmal.php
  32. http://www.usc.es/en/cursos/conciencia/premio_fonseca2008.html
  33. http://www.casinapioiv.va/content/dam/accademia/pdf/vari/hawking_piusximedalbooklet.pdf
  34. http://www.iop.org/about/awards/career/maxwell/medallists/page_38660.html
  35. http://www.iop.org/about/awards/gold/dirac/medallists/page_38431.html
  36. http://www.aip.org/aip/awards/gemant-award/stephen-hawking
  37. http://newsdesk.si.edu/about/awards
  38. http://www.nss.org/awards/heinlein_award.html
  39. http://www.fpa.es/en/prince-of-asturias-awards/awards/1989-stephen-hawking.html?especifica=0&identificador=350&
  40. https://books.google.com/books?id=YuVgogxtdB4C&lpg=PT596&dq=%22oxford%20honorary%22%20inauthor%3A%22Kitty%20Ferguson%22&pg=PT187#v=onepage&q=honorary&f=false
  41. http://www.icra.it/MG/awards/Welcome.htm
  42. https://www.fi.edu/laureates/stephen-w-hawking
  43. http://www.fbbva.es/TLFU/tlfu/ing/microsites/premios/fronteras/galardonados/2015/ciencias.jsp
  44. http://www.bodleian.ox.ac.uk/news/2015/mar-20
  45. http://elpais.com/diario/1989/10/10/sociedad/623977210_850215.html
  46. https://www.cambridge-news.co.uk/news/cambridge-news/stephen-hawking-dead-cambridge-university-14408677
  47. 47.0 47.1 47.2 47.3 http://old.elementy.ru/nauchno-populyarnaya_biblioteka/434041/Put_v_nebesa
  48. Hawking and second wife agree to divorce — Telegraph
  49. The Theory of Everything (2014). IMDb