ხულიან კასტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხულიან კასტრო
ხულიან კასტრო
ვენესუელის მე-15 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მარტი, 1858 – 2 აგვისტო, 1859
წინამორბედიპედრო გუალ ესკანდონი
მემკვიდრეპედრო გუალ ესკანდონი

დაბადებული1810
პეტარე, მირანდა, ვენესუელა
გარდაცვლილი12 ივნისი, 1875
ვალენსია, ვენესუელა
მეუღლემარია ნიევეს ბრისენიო
რელიგიაკათოლიციზმი
ხელმოწერაSignature of Julián Castro.jpg

ხულიან კასტრო კონტრერასი (ესპ. Julián Castro Contreras; დ. 1810, პეტარე, მირანდა, ვენესუელა — გ. 12 ივნისი, 1875, ვალენსია, ვენესუელა) — ვენესუელელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ვენესუელის პრეზიდენტი 1858–1859 წლებში.

1858 წლის მარტში მან დაიწყო პრეზიდენტ პედრო გუალ ესკანდონის საწინააღმდეგო გამოსვლები და აიძულა იგი 15 მარტს თანამდებობა დაეტოვებინა. ხულიან კასტრო პრეზიდენტი გახდა 18 მარტს. მისი პრეზიდენტობა მშფოთვარე იყო, 1859 წლის 20 იანვარს დაიწყო ფედერალური ომი, ეზეკიელ სამორასა და ხუან კრისოსტომო ფალკონს შორის.

1859 წლის 2 აგვისტოს სამხედრო პირებმა დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. 1860 წელს გაათავისუფლეს და კასტრო ვენესუელიდან წავიდა. 1870 წელს დაბრუნდა ვენესუელაში ანტონიო გუსმან ბლანკოს წინააღმდეგ მოწყობილი აპრილის რევოლუციის დროს და გარდაცვალებამდე დარჩა არმიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Straka, Tomás (2007), Julián Castro, Biblioteca Biográfica Venezolana, ISBN 980-395-106-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]