ტაბო მბეკი
ტაბო მბეკი | |
Thabo Mvuyelwa Mbeki | |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ივნისი 1999 – 24 სექტემბერი 2008 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯეიკობ ზუმა |
წინამორბედი | ნელსონ მანდელა |
მემკვიდრე | კგალემა მოტლანტე |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 1-ლი ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი 1994 – 30 ივნისი 1996 | |
პრეზიდენტი | ფრედერიკ დე კლერკი ნელსონ მანდელა |
წინამორბედი | თანამდებობა დამტკიცებულია (1981—1984 წლებში — ელვინ შლებუში იკავებდა სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს) |
მემკვიდრე | თავად ვიცე-პრეზიდენტი |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მე-2 ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ივნისი 1996 – 16 ივნისი 1999 | |
პრეზიდენტი | ნელსონ მანდელა |
წინამორბედი | ტაბო მბეკი თავად იკავებდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, ხოლო ფრედერიკ დე კლერკი — მე-2 ვიცე-პრეზიდენტის. |
მემკვიდრე | ჯეიკობ ზუმა |
აფრიკის ეროვნული კონგრესის 11-ე პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 დეკემბერი 1997 – 18 დეკემბერი 2007 | |
წინამორბედი | ნელსონ მანდელა |
მემკვიდრე | ჯეიკობ ზუმა |
აფრიკის კავშირის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ივლისი 2002 – 10 ივლისი 2003 | |
წინამორბედი | ლევი მვანავასა |
მემკვიდრე | ჟოაკიმ ჩისანო |
დაბადებული | 18 ივნისი 1942 (81 წლის) მბევულენი, სამხრეთ აფრიკის კავშირი |
მოქალაქეობა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
პოლიტიკური პარტია | აფრიკის ეროვნული კონგრესი |
მამა | გოვან მბეკი |
დედა | იპანეთ მბეკი |
მეუღლე | ზანელე დლამინი |
შვილები | მონვაზიბე კვანდა |
განათლება | სასექსის უნივერსიტეტი (1962) სასექსის უნივერსიტეტი (1966) |
ხელმოწერა |
ტაბო მვუელვა მბეკი [1] (კოისანური Thabo Mvuyelwa Mbeki ; დ. 18 ივნისი, 1942, აღმოსავლეთ კეიპი, სამხრეთ აფრიკა ) — სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1999 წლის 14 ივნისიდან 2008 წლის 24 სექტემბრამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაბო მბეკი აფრიკის ეროვნული კონგრესისა და სამხრეთ აფრიკის კომუნისტური პარტიის გამოჩენილი წევრის გოვან მბეკის ვაჟია. მომავალი პოლიტიკოსი 14 წლის ასაკში შეუერთდა აფრიკის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდულ ლიგას. დატოვა მშობლიური პროვინცია, გადავიდა იოჰანესბურგში და აქტიურად მონაწილეობდა აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვალტერ სისულუს ხელმძღვანელობით მუშაობდა აფრიკის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდულ ლიგაში.
1959 წელს ის გარიცხეს ქალაქ ალისაში ლავდეილის პანსიონატში გაფიცვის ორგანიზების გამო.
დაუსწრებლად სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტში.
როდესაც აფრიკის ეროვნული კონგრესი უკანონოდ გამოაცხადეს, დატოვა ქვეყანა და ჩაირიცხა სასექსის უნივერსიტეტში ბრაიტონში (დიდი ბრიტანეთი), სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში.
1961 წლის დეკემბერში გახდა აფრიკის სტუდენტთა ასოციაციის მდივანი.
1970 წლიდან სწავლობდა სსრკ-ში, მიიღო სამხედრო განათლება.მოგვიანებით აფრიკის ეროვნული კონგრესის ფუნქციონერის რანგში მუშაობდა ზამბიაში, ნიგერიაში, ბოტსვანაში, მოზამბიკსა და სვაზილენდში .
1990 წელს დაბრუნდა სამხრეთ აფრიკაში, დატოვა კომუნისტური პარტიის რიგები, მაგრამ შეინარჩუნა აფრიკის ეროვნული კონგრესის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი.
1994 წლიდან 1999 წლამდე პრეზიდენტ ნელსონ მანდელას მმართველობის პერიოდში იკავებდა სამხრეთ აფრიკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს.
1997-2007 წლებში იყო აფრიკის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე.
1999 წლის 14 ივნისიდან გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მან ორაზროვანი რეპუტაცია მოიპოვა, აქტიურად გამოდიოდა აივ/შიდსის დისიდენციის — შიდსის ვირუსული ბუნების უარყოფის პოზიციიდან და თანამდებობებიდან ათავისუფლებდა მათ, ვინც არ ეთანხმებოდა ამ თვალსაზრისს. [2] მბეკის პროტეჟე, ჯანდაცვის მინისტრი მანტო ჩაბალალა-მსიმანგი, ღიად ეწინააღმდეგებოდა ანტირეტროვირუსული პრეპარატების გავრცელებას, აკრიტიკებდა „დასავლურ მედიცინას“, თვლიდა, რომ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს სამხრეთ აფრიკულ მედიცინას. [3] ამ პოლიტიკამ გამოიწვია დაახლოებით 333 000 -დან 365 000 მდე პირის ნაადრევი სიკვდილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა [4]
2008 წლის 21 სექტემბერს მან განცხადება გაგზავნა ქვეყნის პარლამენტში გადადგომის შესახებ. [5] ტაბო მბეკის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 22 სექტემბერს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბანის ორდენის დიდი ჯვრის საპატიო რაინდი ( დიდი ბრიტანეთი, 2001 წ.)
- იტალიის რესპუბლიკის დიდი ჯვრის ღირსების ორდენის რაინდი ( იტალია, 2002) [6]
- წმინდა იოანე იერუსალიმის ორდენის კავალერი (დიდი ბრიტანეთი), 2007 წ.
- წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი(დიდი ბრიტანეთი)
- ხოსე მარტის ორდენი (2001 წლის 27 მარტი, კუბა ). [7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Office of the Deputy Executive President. (13 September 1996) Biography of Thabo Mbeki. ANC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2007. ციტირების თარიღი: 21 July 2007.
- ↑ Harvard Study Finds Heavy Costs for South Africas Misguided AIDS Policies - NYTimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-17. ციტირების თარიღი: 2013-04-16.
- ↑ en:Manto Tshabalala-Msimang#cite_note-12
- ↑ Study Cites Toll of AIDS Policy in South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-29. ციტირების თარიღი: 2014-03-23.
- ↑ BBC. ციტირების თარიღი: 2008-09-21
- ↑ Cavaliere di Gran Croce decorato di Gran Cordone Ordine al Merito della Repubblica Italiana S.E. Thabo M. Mbeki, Presidente Repubblica Sud Africa.(იტალიური)
- ↑ Орден "Хосе Maрти" - Forum FALERISTIKA.info. ციტირების თარიღი: 2021-09-15