სტიპე მესიჩი
| სტიპე მესიჩი | |
| ხორვატიის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 18 თებერვალი, 2000 – 18 თებერვალი, 2010 | |
| წინამორბედი | ზლატკო ტომჩიჩი |
| მემკვიდრე | ივო იოსიპოვიჩი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 30 მაისი, 1990 – 24 აგვისტო, 1990 | |
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
| მემკვიდრე | იოსიპ მანოლიჩი |
იუგოსლავიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 ივლისი, 1991 – 3 ოქტომბერი, 1991 | |
| წინამორბედი | სეიდო ბაირამოვიჩი |
| მემკვიდრე | ბრანკო კოსტიჩი |
| დაბადებული | 24 დეკემბერი, 1934 ორახოვიცა, იუგოსლავიის სამეფო |
| პოლიტიკური პარტია | ხორვატიის სახალხო პარტია |
| მამა | იოსიპ მესიჩი |
| დედა | მაგდალენა მესიჩი |
| მეუღლე | მილკა დუდუნდიჩი |
| შვილები | 2 |
| ხელმოწერა | |
სტიპე მესიჩი ან სტეპან მესიჩი (ხორ. Stjepan Mesić. დ. 24 დეკემბერი 1934, ორახოვიცა, ხორვატია) — იუგოსლავიისა და ხორვატიის პოლიტიკური მოღვაწე. იუგოსლავიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1991 წლის ივლის-ოქტომბერში, ხორვატიის პრეზიდენტი 2000-2010 წლებში.
დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს სლავონიის ქალაქ ორახოვიცაში. წარმოშობით ასიმილირებული ბოშაა. 1961 წელს დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1970-იან წლებში მონაწილეობდა ხორვატიაში ანტისამთავრობო გამოსვლებში, რს გამოც დააპატიმრეს და მიუსაჯეს ორი წელი, ციხეში იჯდა 1 წელი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მუშაობდა იურისტად, ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1989 წელს აქტიურად მონაწილეობდა ხორვატიის ეროვნულ მოძრაობაში. 1990 წელს გახდა ხორვატიის პირველი პრემიერ-მინისტრი. აქტიურად მონაწილეობდა იუგოსლავიის დაშლის პროცესში. 2000 წელს აირჩიეს იუგოსლავიის პრეზიდენტად, რომელი თანამდებობაც ეკავა 2 ვადით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტიპე მესიჩი - ბიოგრაფია დაარქივებული 2005-01-31 საიტზე Wayback Machine.