რომულო გალიეგოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომულო გალიეგოსი

რომულო გალიეგოსი (ესპ. Rómulo Ángel del Monte Carmelo Gallegos Freire) (დ. 2 აგვისტო, 1884 — გ. 7 აპრილი, 1969) — ვენესუელელი მწერალი და პოლიტიკოსი. 1948 წელს იგი გახდა პირველი არჩეული პრეზიდენტი მისი ქვეყნის ისტორიაში. გალიეგოსი დაიბადა კარაკასში, მოკრძალებულ ოჯახში. მუშაობა დაიწყო მასწავლებლად, მწერლად და ჟურნალისტად 1963 წელს. მისი პირველი წიგნი „დონა ბარბარა“ გამოიცა 1929 წელს (ქართული თარგმანი 1974). ამ წიგნს იმდროინდელი დიქტატორი ხუან ვისენტე გომესი აკრიტიკებდა, რის გამოც გალიეგოსი იძულებილი გახდა დაეტოვებინა ვენესუელა. მან თავი შეაფარა ესპანეთს, სადაც განაგრძო მისი ცნობილი ნოველების „კანტაკლერო“ (1934) და „კანაიმა“ (1935) წერა. 1936 წელს იგი დაბრუნდა ვენესუელაში და დაინიშნა განათლების მინისტრად. 1945 წელს იგი ჩართული იყო სახელმწიფო გადატრიალებაში. 1948 წელს გალიეგოსმა პირველ დემოკრატიოულ არჩევნებში გაიმარჯვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]