მადათოვის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მადათოვის კუნძული. 1870-იანი წლები

მადათოვის კუნძული — ყოფილი კუნძული მდინარე მტკვარზე, თბილისში, იქ, სადაც ახლანდელ მშრალ ხიდებს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი 2 განშტოებას ქმნიდა. მადათოვის კუნძულის ძველი სახელწოდებებია „ახალი ბაღი მეიდნისა“ (ვახუშტი, XVIII ს.) და ორბელიანების კუნძული. XIX საუკუნეში კუნძული გენერალ ვ. მადათოვმა შეიძინა, ამიტომ ეწოდა მადათოვის კუნძული. XX საუკუნის 20-30-იან წლებში, მტკვრის მარჯვენა ნაპირის საყრდენი კედლის ამოყვანის შემდეგ, მადათოვის კუნძული ქალაქის სახმელეთო ნაწილს შეუერთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]