თენგრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|თენგრი}}
თენგრიზმის სიმბოლო

თენგრი — ადრეულ თურქულ და მონღოლურ ხალხთა პირველადი მთავარი ღვთაების ერთ-ერთი სახელი. თენგრის თაყვანისმცემელ რწმენას თენგრიზმი ეწოდება. . თენგრიზმში ძირითადი არსებები არიან მამაზეციური (თენგრი/თენგერ ეცეგი) და დედამიწის დედა. თენგრიზმი მოიცავს შამანიზმს, ანიმიზმს, ტოტემიზმს და წინაპართა თაყვანისცემას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„თენგრის“ წარმოთქმა ძველ თურქულ დამწერლობაში
ბეჭედი გიუგ ხანის პაპ ინოკენტი IV-ისადმი მიწერილი წერილიდან, 1246. პირველი ოთხი სიტყვა, ზემოდან ქვემოდან, მარცხნიდან მარჯვნივ, იკითხება როგორც „möngke ṭngri-yin küčündür“ – „მარადიული ზეციური ძალის ქვეშ“.

თენგრი იყო გოქთურქების ეროვნული ღმერთი, მოხსენიებული როგორც „თურქების ღმერთი“ (Türük Tängrisi).[1] გოქთურქი ხანები თავის ძალაუფლებას თენგრის „მანდატზე აფუძნებდნენ“. მმართველებს ხალხი აღიქვამდა როგორც თენგრის შვილებს, მის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილს (მის წარმომადგენელს).ისინი ატარებდნენ ტიტულებს, როგორიცაა თენგრიქუთი, კიუთლუგი და ქუთალმიში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მათ მიაღწიეს კუტს, ძლევამოსილ სულს, რომელიც თენგრიმ მიანიჭა მმართველებს.[2]

თენგრი იყო მთავარი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ შუა აზიის სტეპების მმართველი კლასი მე-VI-მე-IX-ე საუკუნეებში (თურქები, მონღოლები და მადიარების ტომები)..[3] თენგრის თაყვანისცემა აღმოსავლეთ ევროპაში ჰუნებმა და ადრეულმა ბულგარებმა შემოიტანეს.

თენგრიითვლება მთავარ ღმერთად, რომელმაც შექმნა ყველაფერი. ამ ციური ღმერთის გარდა, მათი წარმოდგენით ასევე არსებოდნენ მცირე ღვთაებები (ალპები), რომლებიც თენგრის მიზნებს ასრულებდნენ.[4] როგორც გიოქ თანრი, ის იყო მზის (კოიაშის) და მთვარის (აი ტანრი) მამა, ასევე იხსენიებოდ როგორც უმაი, ერლიკი და ზოგჯერ ულგენი.

მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგრი იყო თურქული პანთეონის მთავარი ღმერთი, რომელიც აკონტროლებდა ციურ სფეროს.[5] თენგრი მიჩნეულია ინდოევროპული ცის ღმერთის, *Dyeus მსგავსებად, ხოლო აღდგენილი პროტო-ინდო-ევროპული რელიგიის სტრუქტურა უფრო ახლოსაა ადრეულ თურქებთან, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის ან ანტიკური ხმელთაშუა ზღვის ნებისმიერი ხალხის რელიგია.[6] თენგრის თაყვანისცემის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლანდელი პერიოდის შემთხვევა გვხვდება ძველ თურქულში ორხონის წარწერებში (კულ ტიგინის სტელაზე), დათარიღებული VIII საუკუნის დასაწყისით. ე. წ. კულ ტიგინის სტელაზე შესრულებული ეს წარწერები ასახავს თურქების მითოლოგიურ წარმომავლობას. კულ ტინიგზე შესრულებული წარწერა მოიცავს პასაჟებს (ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს ენის კომიტეტის მიერ მოწოდებულ თარგმანში): „როცა ცისფერი ცა [თენგრი] ზემოთ და ყავისფერი დედამიწა შეიქმნა, მათ შორის. შეიქმნა ადამიანი. ადამიანებზე ჩემი წინაპრები ბუმინ ყაენი და ისტემი ყაენიმართავდნენ. ისინი მართავდნენ ხალხს თურქული კანონებით, მეთაურობდნენ მათ და მიაღწიეს წარმატებას“; „თენგრი ქმნის სიკვდილს. ყველა ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ მოკვდეს“ (ძველი თურქული: Öd Teŋri yasar kisi oγlu qop ölgeli törürmis); „შენ“ გარდაიცვალე, (განათ.: „გაფრინდა“) მანამ სანამ თენგრი არ მოგცემს ხელახლა სიცოცხლეს"; თენგრის ნებით მართული ხაგანები ძველ თურქ ხალხს ეგონათ და ეს აზრები ორხონის წარწერების ტექსტებში შემდეგნაირად შემოინახეს: „ამ დროს ტახტზე ავედი მე, თენგრისმაგვარი და თენგრიში დაბადებული თურქი ბილგე ყაენი“. (ძველი თურქული: Teŋiriteg Teŋiride bolmuš Türük Bilge Qaγan bü ödüke olurtum). [7]

ერთ თურქულ მითში თენგრი არის სუფთა, თეთრი ბატი, რომელიც გამუდმებით დაფრინავს წყლის გაუთავებელ სივრცეზე, რომელიც წარმოადგენს დროს. ამ წყლის ქვეშ აკ ანა („თეთრი დედა“) უხმობს მას და ეძახის „შექმენი“. მარტოობის დასაძლევად თენგრი ქმნის „ერ კიშის“, რომელიც არც ისე სუფთაა და არც თეთრი, როგორც თენგრი, ისინი ერთად ქმნიან სამყაროს. ერ კიში ხდება დემონური პერსონაჟი და ცდილობს ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, ჩაითრიოს თავის სიბნელეში. თენგრი ატარებს სახელს „Tengri Ülgen“ და გადადის სამოთხეში, საიდანაც ცდილობს ხალხს ხელმძღვანელობით მიაწოდოს წმინდა ცხოველების მეშვეობით, რომლებიც მათ შორის გაგზავნის. „Ak Tengris“ იკავებს სამოთხის მეხუთე დონეს. შამანი მღვდლები, რომელთაც სურთ მიაღწიონ „Tengri Ülgen“-ს, არასდროს სცილდებიან ამ დონეს, სადაც ისინი თავიანთ სურვილებს ღვთაებრივ მეგზურებს გადასცემენ. დედამიწაზე ან ფიზიკურ დონეზე დაბრუნება ხდება ბატის ფორმის ჭურჭელში.[8]

გეოგრაფიული სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხან-თენგრი
  • ტიან შანის ქედის პირამიდულ მწვერვალს ჩინეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის ეწოდება „ხან თენგრი“. თავად თიან შანი უიღურში ცნობილია როგორც ტანრი ტაგი.
  • თანგრას მთები ლივინგსტონის კუნძულზე, ანტარქტიდის სამხრეთ შეტლანდიურ კუნძულებზე, ასევე ღვთაების სახელს ატარებს.
  • ბულგარელებმა რილას ქედის დიდ მთას ტანგრას სახელი უწოდეს,საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! თუმცა მას მე-15 საუკუნეში თურქმა ოსმალებმა დაარქვეს მუსალა („ალაჰის მთა“).
  • ოტგონტენგერი, ხანგაის მთების უმაღლესი მთა მონღოლეთში.
  • ტენგერის უდაბნო, უდაბნო შიდა მონღოლეთში, ჩინეთი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jean-Paul Roux, Die alttürkische Mythologie, p. 255
  2. Käthe Uray-Kőhalmi, Jean-Paul Roux, Pertev N. Boratav, Edith Vertes. "Götter und Mythen in Zentralasien und Nordeurasien"; section: Jean-Paul Roux: "Die alttürkische Mythologie" ("Old Turkic Mythology") ISBN 3-12-909870-4
  3. Buddhist studies review, Volumes 6–8, 1989, p. 164.
  4. Kaya, Polat. "Search For the Origin of the Crescent and Star Motif in the Turkish Flag", 1997. [1]
  5. Abazov, Rafis. "Culture and Customs of the Central Asian Republics". Greenwood Press, 2006. page 62
  6. Mircea Eliade, John C. Holt, Patterns in comparative religion, 1958, p. 94.
  7. Ayanovna, Nakhanova Lyazzat (2014). „The Role of Old Turkic Place Names in Teaching History“ (PDF). Procedia - Social and Behavioral Sciences. 141: 1054–1061. doi:10.1016/j.sbspro.2014.05.177.
  8. Göknil, Can. "Creation myths from Central Asia to Anatolia". Yapı Kredi Art Galleries, 1997. [2] დაარქივებული 2009-12-03 საიტზე Wayback Machine.