მოზამბიკის წყალდიდობა (2000)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

2000 წლის მოზამბიკის წყალდიდობა2000 წლის თებერვალსა და მარტში, მოზამბიკში დაფიქსირებული წყალდიდობა. სტიქიური მოვლენა გამოიწვია უხვმა ნალექებმა, რომელიც ხუთ კვირას გარძელდა და ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ. დაახლოებით 800 კაცი დაიღუპა. 1400 კმ² ფართობი სახნავი-სათესი მიწა დაიტბორა და 20 000-ზე მეტი პირუტყვი დაიხრჩო. ეს იყო ყველაზე საშინელი წყალდიდობა, მოზამბიკი ისტორიის უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში[1].

Mozambique preflood.jpg Mozambique flood.jpg
მოზამბიკი, 1999 წლის აგვისტო მოზამბიკი წყალდიდობის დროს, 2000 წლის მარტი

წყალდიდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალდიდობა დაიწყო 8 თებერვალს მთელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბოტსვანასა და სვაზილენდში კოკისპირული წვიმების შემდეგ. მოზამბიკშიც უხვი ნალექი მოვიდა და დედაქალაქი მაპუტუ დაიტბორა. წვიმები გაგრძელდა 11 თებერვლამდე. მდინარე ლიმპოპო საზღვრებიდან გადმოვიდა და მოსახლეობაში დიზენტერია გავრცელდა. 22 თებერვალს მოზამბიკის საზღვაო ქალაქ ბეირას ტროპიკული ციკლონი ლეონ-ელინე დაატყდა თავს.

კატასტროფის დროს, ხელისუფლების მხრიდან ქმედებები და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება იყო შენელებული. მნიშვნელოვანი სამაშველო აღჭურვილობა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან წყალდიდობის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგღა ჩამოვიდა.

წყალდიდობამ მოზამბიკის სოფლის მეურნეობაზე უზარმაზარ გავლენა იქონია. კუნძულებზე ოჯახების იზოლირების შემდეგ, ბავშვები შიმშილით დაიხოცა. ქვეყნის სარწყავი ინფრასტრუქტურის 90 % განადგურდა, რამაც ისედაც მოშლილი სოფლის მეურნეობის სისტემა უარეს მდგომარეობაში ჩააყენა. 1400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი კულტივირებული მიწა დაზიანდა, რამაც 113 000-მდე მცირე ფერმერული მეურნეობა დააზარალა. 20 000-ზე მეტი პირუტყვი დაიკარგა. ყველაზე მეტად ბეირა და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაზარალდა.

დაიხურა 630-ზე მეტი სკოლა. 214 000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი საკლასო ოთახებს გარეშე დარჩა. 42 სამედიცინო მომსახურების პუნქტი განადგურდა, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე, ბეირას ცენტრალური საავადმყოფო.

2000 წლის მაისში, რომში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოზამბიკის მთავრობამ $450 მილიონი დოლარის საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Floods take a serious economic toll, Africa Recovery, 14(3):13