მოზამბიკის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოზამბიკის ტოპოგრაფიული რუკა

მოზამბიკი — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. აღმოსავლეთიდან ის შემოსაზღვრულია ინდოეთის ოკეანით.

საზღვრების სიგრძე მალავისთან — 1569 კმ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან — 491 კმ, სვაზილენდთან — 105 კმ, ტანზანიასთან — 756 კმ, ზამბიასთან — 419 კმ, ზიმბაბვესთან — 1232 კმ.

ტერიტორიის ფართობი — 801 590 კმ².

ქვეყნის სანაპირო ზოლი — 2470 კმ.

ქვეყნის უმაღლესი წერტილი — მთა ბინგა (პორტ. Monte Binga) 2436 მ სიმაღლით.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზამბიკში არის ტროპიკული კლიმატი ორი სეზონით: ტენიანი სეზონი ოქტომბრიდან მარტამდე და მშრალი სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე. კლიმატის გარემოებები ძლიერ არის დამოკიდებული სიმაღლეზე. ნალექები მძიმეა სანაპირო ზოლში და მცირდება ჩრდილოეთსა და სამხრეთით. წლიური ნალექიანობა მერყეობს 500-დან 900 მმ-მდე და დამოკიდებულია რეგიონზე, საშუალოდ 590 მმ. ციკლონები ასევე დამახასიათებელია ტენიანი სეზონისთვის. საშუალო ტემპერატურა მაპუტუში ივლისში არის 13-24 °C, ხოლო თებერვალში — 22-31 °C.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]