გაეროს ოპერაციები მოზამბიკში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაეროს დროშა

გაეროს ოპერაციები მოზამბიკში (ONUMOZ)გაეროს სამშვიდობო მისია მოზამბიკში, რომელიც დაფუძნდა 1992 წლის დეკემბერში[1] გაეროს უშიშროების საბჭოს 797-ე რეზოლუციის საფუძველზე; რომის საერთო სამშვიდობო შეთანხმებაზე მისიის მონიტორინგი პრეზიდენტ ჟოაკიმ ჩისანოსა (ფრელიმო) და ალფონსო დლაკამას (რენამო) დაევალათ. მისიის მანდატი 1994 წლის დეკემბერში ამოიწურა.

მანდატი და ძალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მონიტორინგი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეგულაცია, შეიარაღებული ძალების სეპარაცია და მათი დემობილიზაცია, იარაღის მოგროვება და განადგურება ;
  • საგარეო ძალების მონიტორინგი და უსაფრთხოების სატრანსპორტო დერეფნების უზრუნველყოფა;
  • კერძო და არარეგულარული შეიარაღებული ჯგუფების მონიტორინგი და შემოწმება;
  • გაეროს და სხვა ორგანიზაციების სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერა და უსაფრთხობის უზრუნველყოფა;
  • საარჩევნო პროცესების ტექნიკური დახმარება და მონიტორინგი;
  • ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების კოორდინაცია და მონიტორინგი, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა, დემობილიზებული სამხედრო პერსონალისა და ადგილობრივ დაზარალებულ მოსახლეობაში.

მისიის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ONUMOZ-ში მსახურობდა 6,625 ჯარისკაცი და სამხედრო პერსონალი, 354 სამხედრო დამკვირვებელი, 1,144 სამოქალაქო პოლიციის ოფიცერი, 355 საერთაშორისო მოსამსახურე, 506 ადგილობრივი პერსონალი და 900 საარჩევნო დამკვირვებელი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]