მოზამბიკის დემოგრაფია აღწერს მოზამბიკის მოსახლეობის კანონზომიერებებს, სოციალურ-ეკონომიკურ და ბუნებრივ პირობებს, მოსახლეობის ეთნიკურ, ენობრივ და რელიგიურ შემადგენლობას.
მოზამბიკის დემოგრაფია, სსმო-ის მონაცემები, 2005; წერტილები - მოსახლეობა ათასებში
1950 წელს მოზამბიკის მოსახლეობა 6 442 000 შეადგენდა, 2010 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით კი - მოზამბიკის საერთო მოსახლეობა 23 391 000-მდე გაიზარდა. პოპულაციაში 15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 44,1 %-ია. 15 წლიდან 65 წლამდე ასაკის ადამიანები 52,6 %-ია, ხოლო 65 წელს ზემოთ სულ 3,3 %.[1]