მოზამბიკის გერბი
მოზამბიკის გერბი | |
---|---|
![]() | |
დეტალები | |
დამტკიცდა | 1990 |
საჩაფხუტე | წითელი ვარსკვლავი |
ფარი | მოზამბიკის რესპუბლიკის გერბის ცენტრში გამოსახულია წიგნი, იარაღი და თოხი. ეს ელემენტები გამოსახულია ქვეყნის დროშაზეც. . ცენტრში არის ამომავალი მზე. ამ ყელაფერს თან ერთვის კბილანა, რომელსაც მარჯვნიდან და მარცხნიდან შემორტყმული აქვს სიმინდი და შაქრის ლერწამი. ქვემოთა მხარეს გამოსახულია ოკეანე და სანაპირო და დევიზი: „მოზამბიკის რესბუბლიკა” |
დევიზი |
República de Moçambique „მოზამბიკის რესპუბლიკა“ |
მოზამბიკის გერბი — მოზამბიკის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა მოზამბიკის კონსტიტუციის 194-ე მუხლის საფუძველზე, 1991 წელს. გერბის ცენტრში გამოსახულია წიგნი, იარაღი (აკ-47 — კალაშნიკოვი) და თოხი. ეს ელემენტები გამოსახულია ქვეყნის დროშაზეც. ცენტრში არის ამომავალი მზე. ამ ყელაფერს თან ერთვის კბილანა, რომელსაც მარჯვნიდან და მარცხნიდან შემორტყმული აქვს სიმინდი და შაქრის ლერწამი. ქვემოთა მხარეს გამოსახულია ოკეანე და სანაპირო, ოდნავ ქვემოთ კი დევიზი: „მოზამბიკის რესბუბლიკა” გერბის ჩაფხუტს წითელი ვარსკვლავი წარმოადგენს.
მოზამბიკის რესპუბლიკის კონსტიტურციის 194-ე მუხლის მიხედვით[1] გერბზე გამოსახულ ელემენტებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს:
- სიმინდის ღერო და შაქრის ლერწამი სოფლის მეურნეობის სიმდიდრეზე მიუთითებს
- კბილანა შრომისა და მრეწველობის სიმბოლოა
- წიგნი აღნიშნავს განათლებას
- თოხი „გლეხობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის” სიმბოლოა
- აკ-47 „თავდაცვისა და სიფხიზლისთვის”
- წითელი ვარსკვლავი აღნიშნავს სოციალიზმს, თუმცა მოზამბიკის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ვარსკვლავი აღნიშნავს „მოზამბიკელი ხალხის საერთაშორისო სოლიდარობის სულს”.
- წითელი მზე ახალი სიცოცხლის სიმობოლოა
ისტორიული გერბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პორტუგალიური აღმოსავლეთი აფრიკის დროებითი გერბი 1930 წელს.
პორტუგალიური აღმოსავლეთი აფრიკის გერბი 1935 წლის 8 მაისიდან - 1951 წლის 11 ივნისამდე.
პორტუგალიური აღმოსავლეთი აფრიკის გერბი 1951 წლის 11 ივნისიდან - 1975 წლის 25 ივნისამდე.
მცირე გერბი 1935 წლის 8 მაისამდე - 1975 წლის 25 ივნისამდე.
მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკის გერბი 1975 წლიდან - 1982 წლამდე.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 'მოზამბიკის რესპუბლიკის კონსტიტუცია'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 2013-03-14.
|