პერსილესისა და სიგიზმუნდას ყარიბობა
იერსახე
„პერსილესისა და სიზიგმუნდას ყარიბობა“ | |
---|---|
Los trabajos de Persiles y Sigismunda | |
პირველი გამოცემის სატიტულო გვერდი | |
ავტორი | მიგელ დე სერვანტესი |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
გამოცემის თარიღი | 1617 |
მთარგმნელი | ნიკა აგიაშვილი (1986 წლის გამოცემა) |
ქართულად გამოიცა | 1986 (გამომცემლობა „ნაკადული“) |
პერსილესისა და სიზიგმუნდას ყარიბობა — მიგელ დე სერვანტესის ეპიკური რომანი, გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1617 წელს.[1] მასში მოთხრობილია ისლანდიის უფლისწული პერსილესისა და ფრისლანდსიის მეფის ასული სიგიზმუნდას ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება და თავგადასავალი მრავალ უცხო მხარესა და ქვეყანაში. რომანი უხვადაა გაჯერებული ფანტასტიკური ელემენტებით.[2] მიუხედავად იმისა, რომ სერვანტესი ყველაზე მეტად „დონ კიხოტითაა“ ცნობილი და მის მაგნუმ ოპუსადაც ეს რომანი ითვლება, თავად მას „პერსილესი“საუკეთესოდ მიაჩნდა თავის თხზულებათა შორის.[3] რომანი სერვანტესის უკანასკნელი ნაწარმოებია, მასზე მუშაობა მძიმედ ავადმყოფმა ავტორმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე დაასრულა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Canavaggio, Jean. Miguel de Cervantes (1547-1616): Life and Portrait. The Cervantes Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-12. ციტირების თარიღი: 2011-05-21
- ↑ Sacchetti, Maria (2001). Cervantes' Los trabajos de Persiles y Sigismunda: A Study of Genre. Tamesis Books. ISBN 978-1-85566-077-9.
- ↑ Early Modern Spain: Persiles y Sigismunda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-29. ციტირების თარიღი: 2023-01-04.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიგელ დე სერვანტეს საავედრა, პერსილესისა და სიზიგმუნდას ყარიბობა — „ნაკადული“, 1986