მეგი წულუკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წულუკიძე.
მეგი წულუკიძე
დაბ. სახელი მეგი წულუკიძე
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1921
გარდ. თარიღი 6 ნოემბერი, 1993 (72 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი

მეგი სიმონის ასული წულუკიძე (დ. 1 იანვარი, 1921, თბილისი — გ. 6 ნოემბერი, 1993, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი. რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა. 1939–1941 წლებში ცხოვრობდა ხაბაროვსკში და აქვე სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში. 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში. 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948–1949 წლებში ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.

1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი ფილმი იყო „ქართველი ბალეტის ოსტატები“. მან ასევე ითამაშა ფილმებში: „ეთერის სიმღერა“, „სხვისი შვილები“, „ფატიმა“, „მე ვიტყვი სიმართლეს“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბესალომ და ეთერი“, „პალიასტომი“, „გაქცევა განთიადისას“, „ჭიაკოკონა“ და სხვები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 406, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]