სოხუმის დრამატული თეატრი (ქართული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი — სახელმწიფო ქართული თეატრი სოხუმში. ქართველ სცენის მოყვარეთა სპექტაკლები სოხუმში იმართება 1885 წლიდან. ორგანიზატორი და მონაწილენი იყვნენ მ. დადიანი-ანჩაბაძე, შ. დადიანი, ძ. ლოლია და სხვები.

1922 წელს შეიქმნა სცენისმოყვარეთა ქართული დრამატული კოლექტივი (ხელმძღვანელი მ. ხერხეულიძე), სადაც პროფესიონალი მსახიობებიც მოღვაწეობდნენ. რეპერტუარში იყო ე. ნინოშვილის „ქრისტინე“, ა. წერეთლის „პატარა კახი“, ა. ცაგარელის „ხანუმა“ და სხვები. 1928 წელს გაიხსნა სოხუმის თეატრი თავისი მუდმივი პროფესიული ქართული და აფხაზური დასებით (ქართულ დასის ხელმძღვანელი დ. ძნელაძე). ამავე წლიდან ქართული დასის სამხატვრო ხელმძღვანელად მოწველ იქნა რეჟისორი ვ. გარიკი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სოხუმის ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალივებაში. ქართული დასის პირველი წარმოდგენა იყო ს. შანშიაშვილის „ჰერეთის გმირები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]