ახალი არკადია
იერსახე
| „ახალი არკადია“ | |
|---|---|
| დამდგმელი რეჟისორი | თემურ ფალავანდიშვილი |
| რეჟისორი |
ზურაბ ქაფიანიძე კარლო საკანდელიძე ლია გუდაძე |
| სცენარის ავტორი | სულიკო ჟღენტი |
| კომპოზიტორი | ჯანსუღ კახიძე |
| ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
| ოპერატორი | გივი რაჭველიშვილი |
| მონტაჟი | ჯულიეტა ჭეიშვილი-წოწონავა |
| მხატვარი | მალხაზ დეკანოსიძე |
| სტუდია | ქართული ფილმი |
| გამოსვლის თარიღი | 1986 |
| ხანგრძლივობა | 119 წთ. |
| ქვეყანა |
|
| ენა | ქართული |
„ახალი არკადია“ — 1986 წლის ქართული ორსერიიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია თემურ ფალავანდიშვილი. ფილმში მონაწილეობენ: ზურაბ ქაფიანიძე, კარლო საკანდელიძე, ლია გუდაძე და სხვები.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი მოგვითხრობს ორ მოხუც თანასოფლელზე, რომლებიც გარკვეული ცხოვრებისეული პირობების გამო ქალაქში ცხოვრობენ. ქალაქის განაპირას ისინი პოულობენ ძროხას და მის მოვლა-პატრონობას კისრულობენ. ცოცხალი ძროხის შენახვა მაღალსართულიან შენობაში დაკავშირებულია მრავალ სირთულესთან და ამ ისტორიის პერიპეტიები, მისი კომიკური და ზოგჯერ დრამატული სიტუაციები შეადგენენ ამ ფილმის სიუჟეტურ ხაზს.[1]