ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა
დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი ერლომ ახვლედიანი,
გიორგი შენგელაია
კომპოზიტორი გუსტავ მალერი
ხმის ოპერატორი ვილჰელმ გოგიჩაიშვილი
ოპერატორი ლევან პაატაშვილი
მონტაჟი სოფიო მაჩაიძე
მხატვარი ბორის ცხაკაია,
ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1984
ხანგრძლივობა 98 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ — რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1984 წლის ისტორიულ–რევოლუციური ფილმი. ფილმის მოქმედება ხდება 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, როცა რეაქციული ძალები თარეშობენ და სპობენ პროგრესულისა და თავისუფალი სულის გამოვლინების ყოველივე ცდას. ადამიანებს სურთ თავი დააღწიონ ჩიხს, მაგრამ შიშით დათრგუნულთ თვით ხელის განძრევა არ ძალუძთ და გამუდმებით ვიღაცის მოლოდინში არიან. ამიტომაც არის, რომ ხალხური სიმღერების შესაკრებად ჩამოსული კომპოზიტორი შეთქმულების ორგანიზატორი გონიათ.[1] ფილმი 1986 წელს საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდა „ვერცხლის დათვით“ დასავლეთ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე; 1987 წელს კი მიენიჭა ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრიზი წლის საუკეთესო ფილმისათვის.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა მუსიკოს ნიკუშა ჩაჩანიძეს(ლევან აბაშიძე) მისი მასწავლებელი ერთ–ერთ სოფელში გააგზავნის ექიმთან წერილის მისატანად. მუსიკოსიც დათანხმდება და სოფელში გაემგზავრება. გზაზე წყაროსთან შეჩერდება და წააწყდება ნაცემ კაცს, რომელიც შემდგომ ექიმის მეგობარი აღმოჩნდება. ექიმი ელიზბარ ხეთეველი(ზურაბ ყიფშიძე) ნიკუშას უმასპინძლებს და დააბინავებს. თან წერილის შინაარს გაუმხელს. წერილის ავტორის თქმით ნიკუშას მისწრაფებები და სურვილები იმ დროისთვის არახელსაყრელი და ძლიერ სახიფათოა, ამიტომ ის თავის მეგობარს, ხეთეველს სთხოვს შეაცვლევინოს კომპოზიტორს აზრი. ექიმი ვერას გახდება ნიკუშას აზრის წინააღმდეგ. ამავდროულად მისი ძმა შალვა(რუსლან მიქაბერიძე) გადაეკიდება ნიკუშას და მუდმუვად ეკითხება, თუ რა დააბარა მისმა მასწავლებელმა. გაკვირვებული ნიკუშა პასუხს შუაღამეს გასცემს, რის შემდეგაც შალვა ცხენით სოფელს დატოვებს.

მეორე დილას დაღუპულ შალვას ჟანდარმები მოიყვანენ. დატირების დროს ოთახში შემოვა ლეკო თათაშელი(გია ფერაძე), რომელსაც ექიმი დაავალებს ნიკუშას უსაფრთხო ადგილას წაყვანას. ლეკო მოქმედი რევოლუციონერი დაიჯერებს, რომ ნიკუშა თბილისელი მეამბოხეა და ასე აცნობს მის თავს მთელს სოფელს. ამის გამო მათ ჟანდარმები დაუწყებენ დევნას. რამდენიმე სახლის გამოცვლის შემდეგ ისინი ქალბატონის გურანდუხტის(ქეთევან ორახელაშვილი) მამულს მიადგებიან, სადაც ლეკო თათაშელი გამოთვრება და ორი დღით გაითიშება. გურანდუხტი ლეკოს აღარ მიენდობა და და თავის მოურავს უბრძანებს ნიკუშას თავად იტარიელთან მიყვანას. ლეკო გამოიღვიძებს და წინააღმდეგობას გაუწევს, თუმცა თოკით დააბამენ და დატოვებენ.

დავით იტრიელი(ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი) და მისი შვილები ნიკუშას თბილად მიიღებენ, დააპურებენ და შეპირდებიან, რომ მოსავლის აღების შემდეგ თბილისს გაამგზავრებენ. ამავე დღეს მათ ჟანდარმები ესტუმრებიან და სუფრის გაშლას უბრძანებენ. მეორე დღეს ნიკუშა სახლში მარტო დარჩება. მთელი ოჯახი მუშაობს, სოფლელები კი ფერისცვალებას აღნიშნავენ. ეზოში ახალგაზრდა მუსიკოსს კვლავ ლეკო დახვდება, რომელიც შესთავაზებს დღესასწაულზე წასვლას. ნიკუშა მოქეიფეების სიმღერის ჩაწერას დაიწყებს, როდესაც ხანძარი გაჩნდება და ჟანდარმები გამოჩნდებიან. ორივე მათგანს დაიჭერენ და დაკითხავენ. ლეკო თავს ჩამოიხრჩობს. თუმცა ვინც კი მათ ინახულეს, უკლებლივ ყველას დაიჭერენ და დასახვრეტად წაიყვანენ. ერთ–ერთი იტრიელის თხოვნით ნიკუშას გააპარებენ, თუმცა მის ადგილას უბრალო გლეხი აღმოჩნდება, რომელსაც დასახვრეტად წასული ჟანდარმები გზაზე წააწყდებიან.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]