ბონდო გოგინავა
ბონდო გოგინავა | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
3 აპრილი, 1930 ცხაკაიას რაიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთი |
გარდაცვალების თარიღი | 17 აპრილი, 1994 (64 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს დამსახურებული არტისტი |
ბონდო გოგინავა (დ. 3 აპრილი, 1930 — გ. 17 აპრილი, 1994) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980).[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა სოფელ ბერთემში, ცხაკაიას რაიონი (სენაკი). 1949 წელს დაამთავრა ცხაკაიას რკინიგზის 26-ე საშუალო სკოლა.
1953-1957 წლებში სწავლობდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში (თეატრალური განყოფილება).
1957 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუბიელი (ბერნარდ შოუს „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“), ქარიყლაპია (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ბაბილო (ნოდარ დუმბაძის, გიგა ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), იესე (მ. ჯაფარიძის „ბუღარა“), სავლე (აკაკი გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“), ბონდო მილიციელი (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), შერმაზან ჩოლოყაშვილი (ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“), სერგო (ი. გარუჩავას და პეტრე ხოტიანოვსკის „შენი მიწა“), ჯო (ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“), ფილე, აქილევსი (ფრიდრიხ დიურენმატის „ავარია“, „რომულუს დიდი“), სერაფიონი (დავით კლდიაშვილის „უბედურება“), ვახუშტი (ალექსანდრე ჩხაიძის „ჩემი ეიფელის კოშკი“), ჰალენი (ჯ. სმიტისა და ნ. დუგლასის „გადაჯაჭულნი“), ბონდო დოლაბერიძე (გ. ჩარკვიანის, რ. ებრალიძის „ფეოლა“) და სხვა.
იგი წარმატებით მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაშიც. მას შესრულებული აქვს როლები: საულია („განძი“), გიორგი („ჯილდო“), გიორგი („წარსულის ფურცლები“), ართილაყვა („პალიასტომი“), ფრონტელი („ჯარისკაცის მამა“), თიყვა ძაძუა („დათა თუთაშხია“), ბონდოია („ნერგები“), მეეტლე („სინემა“) და სხვა. 1963 წლიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მონაწილეობას იღებდა ტელეგადაცემებშიც.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1961 — განძი — საულია
- 1965 — ჯილდო — გიორგი
- 1964 — ჯარისკაცის მამა — ფრონტელი
- 1966 — მაცი ხვიტია
- 1972 — ნერგები — ბონდოია
- 1973 — ვერის უბნის მელოდიები — პოლიციელი
- 1976 — გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)
- 1977 — სინემა — მეეტლე
- 1982 — ლომა, დავიწყებული მეგობარი
- 1983 — კუკარაჩა — გაბო
- 1982 — სევდიანი საყვირი
- 1982 — სიბრძნის კარავი
- 1984 — სანამ წვიმა გადივლიდეს
- 1984 — უკვდავების თეთრი ვარდი
- 1984 — ზოგი ჭირი მარგებელია
- 1985 — ლალე
- 1987 — ფესვები
- 1987 — პლიაჟის ავაზაკი
- 1975 — მოხეტიალე რაინდები
- 1988 — დანაშაული მოხდა
- 1978 — დათა თუთაშხია — თიყვა ძაძუა
- 2003 — 6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)
- 1991 — სიბრძნე სიცრუისა — ქილაერბოიანი გლეხი, უფროსი ძმა, ყრუ
- 1978 — ყვარყვარე
- 1991 — ლოლიტა — გოგი
- 1992 — ოქროს ობობა — პროფ. აფციაური
- 1963 — პალიასტომი — ართილაყვა
- 1992 — მეხუთე მოქმედება — გოგი
- 1967 — ხევსურული ბალადა
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1990. — გვ. 23.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბონდო გოგინავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია — ბონდო გოგინავა
- ბონდო გოგინავა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)