გრიგოლ ტყაბლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ ტყაბლაძე
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1907
ოზურგეთი
გარდ. თარიღი 28 მარტი, 1980 (72 წლის)
ჭიათურა
საქმიანობა თეატრის მსახიობი, კინომსახიობი
აქტიური 1925-1978

გრიგოლ ტყაბლაძე (დ. 20 ნოემბერი, 1907, ოზურგეთი, — გ. 28 მარტი, 1980, ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ტყაბლაძე დაიბადა ოზურგეთში 1907 წელს, ხოლო სკოლა ჭიათურაში დაამთავრა, რადგან მისი ოჯახი საცხოვრებლად იქ გადავიდა. 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობი იყო, გარდა 1951–1952 წლები სეზონისა, როდესაც მიწვეული იყო ქუთაისის თეატრში. შესრულებილი როლები პიესებში: კოწია (შალვა დადიანის „გუშინდელნი“); სულეიმანი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“); მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“; შმაგა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“); მწერალი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“); სანდრო (ოთარ ჩიჯავაძის „თხუნელა“), მეფე ერეკლე (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“);. ასევე მონაწილეობდა პიესებში „თამარ ცბიერი“, „ორი ობოლი“, „პატარა კახი“ და სხვა.

მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გიორგი შატბერაშვილის „ფიქრის გორა“, კონსტანტინე სიმონოვის „უცხო აჩრდილი“, ვსევოლოდსკისა და რუდნევის „მკაცრი დღეები“ და სხვ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიათურის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1950: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1961: საქართველოს სახალხო არტისტი
  • ჭიათურის საუკუნის საუკეთესო მსახიობის წოდება

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცუცქირიძე შ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 83, თბ., 1986 წელი.
  • ბუხნიკაშვილი გ. „ჭიათურის თეატრი“ თბ., 1970

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]