როტა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როტა
მშობ. სახელი: ინგლ. Rota
Northern Mariana Islands-CIA WFB Map.png
გეოგრაფია
14°09′13″ ჩ. გ. 145°12′11″ ა. გ. / 14.15361° ჩ. გ. 145.20306° ა. გ. / 14.15361; 145.20306
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 85,39 კმ²
სიგრძე 19 კმ
სიგანე 8 კმ
უმაღლესი წერტილი 491 მ
ქვეყანა
მუნიციპალიტეტი როტა
დემოგრაფია
მოსახლეობა 2527 ად. (2010)
სიმჭიდროვე 29,594 ად. /კმ²

როტა (ინგლ. Rota) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის როტას მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როტას კუნძული მდებარეობს მარიანას არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 58 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კუნძული გუამი, 90 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული ტინიანი[1]. უახლოესი მატერიკიაზია მდებარეობს 3000 კმ-ში[2].

როტას კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა[2]. ნაპირები კლდოვანია, კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფით. კუნძულ როტას სიგრძე შეადგენს დაახლოებით 19 კმ-ს, სიგანე — 8 კმ-ს[1]. კუნძულ როტას უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა მანირა, რომელიც აღწევს 491 მეტრს[2]. კუნძულის ფართობი შეადგენს 85,39 კმ²-ს.

კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ციკლონები[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი ზღვაოსანი ფერნანდო მაგელანი, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1521 წელს[3]. XVII საუკუნის დასასრულს მარიანას არქიპელაგი გახდა ესპანეთის სამფლობელო.

1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[4]. 1907 წლიდან როტა იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[4].

1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[4]. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულ როტაზე რაიმე საომარი მოქმედებები არ წარმოებდა[5].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს როტას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 2527 ადამიანს[6] (მათ შორის დიდი უმრავლესობა — ჩამოროს ხალხის წარმომადგენლებია). ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — სოფელი სონგსონგი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე მოქმედებს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ყველაზე დიდი — როტას საერთაშორისო აეროპორტი. ვითარდება ტურიზმი[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]