შინაარსზე გადასვლა

ასუნსიონი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასუნსიონი
მშობ. სახელი: ინგლ. Asuncion
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 19°41′33″ ჩ. გ. 145°24′13″ ა. გ. / 19.69250° ჩ. გ. 145.40361° ა. გ. / 19.69250; 145.40361
ფართობი 7,31 კმ²
სიგრძე 3,4 კმ
სიგანე 2,6 კმ
უმაღლესი წერტილი 891 მ
მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)
ასუნსიონი (კუნძული) — წყნარი ოკეანე
ასუნსიონი (კუნძული)

ასუნსიონი (ინგლ. Asuncion) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

კუნძული ასუნსიონი მდებარეობს მარიანას არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 101 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული აგრიხანი, 37 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით — კუნძული მაუგი[1]. უახლოესი მატერიკიაზია, მდებარეობს 2500 კმ-ში[2].

კუნძულ ასუნსიონს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა[2] და წარმოადგენს ასუნსიონის ვულკანის კონუსს[2]. ვულკანი ფორმით ასიმეტრიულია: ჩრდილო-აღმოსავლეთი ფერდოები უფრო ციცაბოა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით დახრა თანდათანობითია და ნაკლებად შესამჩნევი[1][3]. სამხრეთი და დასავლეთი ფერდოები დაფარულია ვულკანური ფერფლით[3]. კუნძულის რელიეფი მთიანია, ციცაბო ფერდოებით და ღრმა ხეობებით. ასუნსიონის კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 3,4 კმ-ს, სიგანე — 2,6 კმ-ს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 891 მეტრს[2]. ასუნსიონის კუნძულის ფართობი შეადგენს 7,31 კმ²-ს.

კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ციკლონები[2].

ვულკანების ზედა ფერდოებზე მდებარეობს მინდვრები და გვიმრების ნარგავები, ხოლო ხეობებში — ტროპიკული ტყეები[2]. კუნძულის ნაწილი დაფარულია ქოქოსის პალმებით (ქოქოსის პლანტაციების კვალი), ნესვის ხეებით, პანდანუსებით[1].

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1668 წელს[4]. შემდგომში კუნძული შევიდა ესპანეთის მფლობელობაში.

1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[5]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[5]. 1909 წლიდან 1912 წლის ჩათვლით ასუნსიონის კუნძულზე ხდებოდა ადგილობრივი ჩიტების დაჭერა ფრთების მოსაპოვებლად, რომელიც შემდგომში გამოიყენებოდა იაპონელთა და ევროპელთა ქუდების მორთულებისათვის[6].

1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[5].

1980 წელს კუნძული ასუნსიონი გამოცხადდა ნაკრძალად[6].

დღეისათვის კუნძული ასუნსიონი დაუსახლებელია. იგი დასახლებული იყო 1695 წლამდე, როდესაც ყველა მოსახლე გადაასახლეს ჯერ კუნძულ საიპანზე, ხოლო შემდეგ, 1698 წელს, კუნძულ გუამზე[4].