ანატაჰანი
მშობ. სახელი: ინგლ. Anatahan | |
---|---|
გეოგრაფია | |
16°21′05″ ჩ. გ. 145°40′43″ ა. გ. / 16.35139° ჩ. გ. 145.67861° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 31,21 კმ² |
სიგრძე | 9 კმ |
სიგანე | 3 კმ |
უმაღლესი წერტილი | 787 მ |
მუნიციპალიტეტი | ჩრდილოეთის კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
ანატაჰანი (ინგლ. Anatahan) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანატაჰანის კუნძული მდებარეობს მარიანას არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 53 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული სარიგანი, 53 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით — კუნძული ფარალიონ-დე-მედინილია[1]. უახლოესი მატერიკი — აზია, მდებარეობს 2700 კმ-ში[2].
ანატაჰანის კუნძულს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა[2] და შედგება ორი პარალელური ანატაჰანის ვულკანისგან[1]. კუნძულის ცენტრალური ნაწილი უფრო ვაკიანია, ვიდრე გვერდითი ნაწილები, რომლებიც წარმოადგენენ ვულკანების კალდერებს. მათ შორის ყველაზე დიდია ანატაჰანის დასავლეთ ნაწილში მდებარე, რომლის ზომებია 2,3×3 კმ[1]. პირველი დარეგისტრირებული ამოფრქვევა მოხდა 2003 წლის 11 მაისს[1] და მან შედეგად მოიტანა ახალი ვულკანური კრატერის წარმოქმნა აღმოსავლეთ კალდერაზე[3]. 2005 წლის 6 აპრილის ამოფრქვევის დროს ატმოსფეროში გაიფანტა 50 მილიონი კმ³ მტვერი 15 კმ სიმაღლემდე[1]. კუნძულის რელიეფი მთიანია ციცაბო ფერდოებით და ღრმა ხეობებით. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 9 კმ-ს, სიგანე — 3 კმ-ს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 787 მეტრს[2]. ანატაჰანის კუნძულის ფართობი შეადგენს 31,21 კმ²-ს.
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ციკლონები[2].
ვულკანების ზედა ფერდოებზე და ზოგიერთი კრატერების ფსკერზე მდებარეობს მინდვრები და დროებითი ტბები, ხოლო ხეობებში — ტროპიკული ტყეები[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1668 წელს[4]. შემდგომში კუნძული შევიდა ესპანეთის მფლობელობაში.
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[5]. 1902 წელს, გერმანელი ადმინისტრატორის გეორგ ფრიტცის (გერმ. Georg Fritz) მიერ კუნძულის გამოკვლევის დროს ნაპოვნი იქნა რამდენიმე ქოხი, რომელიც ეკუთვნოდა კაროლინელებს, რომლებიც ანატაჰანის კუნძულზე აწარმოებდნენ კოპრას; ჩამოროელი ხალხის წარმომადგენლების კუნძულზე ყოფნის კვალი კუნძულზე არ აღმოჩნდა[6]. გერმანელების პერიოდში აგრიხანის კუნძულზე მოსახლეობა აწარმოებდა კოპრას[4]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[5].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[5]. 1914 წლიდან 1944 წლამდე კუნძულზე დაასახლეს კაროლინელების და იაპონელების მცირე ჯგუფი, რომლებიც მუშაობდნენ ქოქოსის პალმის პლანტაციებში. 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონიის ჩაძირული გემიდან კუნძულზე გადმოსხდა 32 ადამიანი, რომლებიც გაანთავისუფლეს მხოლოდ 1951 წელს[6].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი — 23 ადამიანი, ევაკუირებული იქნა ვულკანის მოსალოდნელი ამოფრქვევის გამო[7].
დღეისათვის კუნძული დაუსახლებელია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Oceandots.com. კუნძული ანატაჰანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ Global Volcanism Program. ანატაჰანის ვულკანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 4.0 4.1 [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული ანატაჰანი. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული ანატაჰანი. (გერმანული)]
- ↑ 5.0 5.1 5.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)
- ↑ 6.0 6.1 PIBHMC. კუნძული ალამაგანი. (ინგლისური)
- ↑ [ანატაჰანის ვულკანი, მარიანას არქიპელაგი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-10. ციტირების თარიღი: 2014-11-29. ანატაჰანის ვულკანი, მარიანას არქიპელაგი. (ინგლისური)]