აგრიხანი
მშობ. სახელი: ინგლ. Agrihan | |
---|---|
![]() | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 18°46′42″ ჩ. გ. 139°40′17″ ა. გ. / 18.77833° ჩ. გ. 139.67139° ა. გ. |
ფართობი | 43,51 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 965 მ |
მუნიციპალიტეტი | ჩრდილოეთის კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
აგრიხანი (ინგლ. Agrihan) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული აგრიხანი მდებარეობს მარიანას არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 102 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ასუნსიონი, 62 კმ-ში სამხრეთით — კუნძული პაგანი[1]. უახლოესი მატერიკი, აზია, მდებარეობს 2600 კმ-ში[2].
კუნძულ აგრიხანს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა და წარმოადგენს არქიპელაგში ყველაზე დიდ ოვალურ ვულკანურ კონუსს[2][1] და მდებარეობს 4000-მეტრიან წყალქვეშა ვულკანის მწვერვალზე, რომელიც სიმაღლის მიხედვით მეორეა მარიანის არქიპელაგში[3]. წაგრძელებულ კალდერას, რომლის სიგანე შეადგენს 1×2 კმ-ს, აქვს ბზარი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საიდანაც ლავა მიედინება ოკეანისკენ და ქმნის ლავის დელტას[3]. ვულკანის ბოლო ამოფრქვევა მოხდა 1917 წელს[3]. რელიეფი მთიანია. ერთადერთი ვაკე ადგილი მდებარეობს ვულკანის კალდერის ჩრდილოეთ ნაწილში და აგრიხანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე[1]. კუნძულის უმაღლესი წერტილი აღწევს 965 მეტრს[2] და შედეგად ვულკანი აგრიხანი ყველაზე მაღალია მარიანას არქიპელაგზე[1]. კუნძულის ფართობი შეადგენს 43,51 კმ²-ს.
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ციკლონები[2].
ადგილობრივი ფლორა წარმოდგენილია უპირატესად მისკანტუსით (ლათ. Miscánthus), რომელიც იზრდება ვულკანის ფერდოების მინდვრებზე, ქოქოსის პალმით, პურის ხით და ნესვის ხით. ხეობებში მდებარეობს ტროპიკული ტყეები[2]. ნიადაგი ნაყოფიერია, არსებობს ფოსფორიტების დანალექები[4].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აგრიხანის კუნძულს აქვს მდიდარი ისტორია და იყო საიპანის ჩრდილოეთით მდებარე ერთადერთი კუნძული, რომელზეც მუდმივად ცხოვრობდა მოსახლეობა[5]. კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1669 წელს[6].
კუნძული იყო მარიანის არქიპელაგის მკვიდრი მოსახლეობის ჩამოროელების და ესპანელების წინააღმდეგობის ბოლო ადგილი, რის შედეგადაც ესპანელებმა დაიკავეს არქიპელაგი XVII საუკუნეში[7]. 1810 წელს ამერიკელმა და ჰავაელმა კოლონისტებმა კუნძულზე დააარსეს კოლონია და დაიწყეს ქოქოსის პალმის მოყვანა კოპრის წარმოებისათვის. მაგრამ მალე ესპანურმა ადმინისტრაციამ ისინი კუნძულიდან გააგდო[7].
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[8]. გერმანელების პერიოდში აგრიხანის კუნძულზე მოსახლეობა აწარმოებდა კოპრას. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[8]. 1909 წლიდან 1912 წლამდე პერიოდში გუგუანის კუნძულზე მიმდინარეობდა ადგილობრივი ჩიტების დაჭერა ფრთების შესაგროვებლად, რომლებიც შემდგომში გამოიყენებოდა იაპონელთა და ევროპელთა ქუდების მორთულობისთვის[4].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[8]. მეორე მსოფლიო ომის წლებში აგრიხანის კუნძულზე აშენდა ამერიკული სამხედრო ბაზა[5].
1990 წელს მოსახლეობა აგრიხანის კუნძულიდან ევაკუირებული იქნა, მაგრამ შემდგომში მათი ნაწილი უკან დაბრუნდა.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1990 წელს აგრიხანის მოსახლეობა ევაკუირებული იქნა ვულკანის ამოფრქვევის მაღალი ალბათობის გამო, რომელიც მაინც არ მოხდა. ამიტომ მალე კუნძულზე მოსახლეობა ისევ გამოჩნდა (აქამდე ისინი ოთხნი იყვნენ) და მოსახლეობის რიცხვი შეადგენდა სულ 9 ადამიანს[2].
ადგილობრივი მოსახლეობა ლაპარაკობდა მიკრონეზიული ენების ერთ-ერთ ენაზე — კაროლინურზე[9].
2010 წლისთვის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის ყველა კუნძული, მათ შორის კუნძული აგრიხანიც, დაუსახლებელია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- http://sio.ucsd.edu/marianas/journal/0421/ დაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Oceandots.com. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Global Volcanism Program. აგრიხანის ვულკანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-26. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 4.0 4.1 PIBHMC. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური)
- ↑ 5.0 5.1 [Marianas Archipelago Reef Assessment and Monitoring Program. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-30. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Marianas Archipelago Reef Assessment and Monitoring Program. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური)]
- ↑ [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული ალამაგანი. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული ალამაგანი. (გერმანული)]
- ↑ 7.0 7.1 [მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული] ენციკლოპედია ბრიტანიკა. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური)[მკვდარი ბმული]
- ↑ 8.0 8.1 8.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)
- ↑ Etnologue. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ენები. (ინგლისური)
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მაისი 2022
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2022
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - დეკემბერი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - ოქტომბერი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - სექტემბერი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - ივლისი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - ივნისი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მაისი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აპრილი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მარტი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - თებერვალი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - დეკემბერი 2020
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - ოქტომბერი 2022
- ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
- წყნარი ოკეანის კუნძულები
- ოკეანეთის კუნძულები