მანუსი
მშობ. სახელი: ინგლ. Manus Island | |
---|---|
კუნძული მანუსი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 2°05′00″ ს. გ. 147°00′00″ ა. გ. / 2.08333° ს. გ. 147.00000° ა. გ. |
ფართობი | 1940,2 კმ² |
სიგრძე | 103 კმ |
სიგანე | 28 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 361,3 კმ |
უმაღლესი წერტილი |
718 მ მთა დრემსელი |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | აილენდსი |
პროვინცია | მანუსი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 32 713 (2000) |
სიმჭიდროვე | 16,861 ად. /კმ² |
მანუსის კუნძული (ინგლ. Manus Island) — კუნძული მანუსის პროვინციაში, ჩრდილოეთ პაპუა-ახალ გვინეაში. წარმოადგენს საადმირალოს კუნძულების უდიდეს კუნძულს. საერთო ფართობი შეადგენს 1940,2 კმ²-ს. [1], სანაპირო ზოლის სიგრძეა 361,3 კმ. სიდიდით მეხუთე კუნძულია პაპუა-ახალ გვინეაში. 2000 წლის აღწერის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 32 713 კაცს შეადგენდა. სიმჭიდროვე — 16,861 კაცი/კმ². ადმინისტრაციულად ეკუთვნის აილენდსის რეგიონის მანუსის პროვინციას. ლორენგაუ, რომელიც წარმოადგენს მანუსის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს, მდებარეობს სწორედ მანუსის კუნძულზე.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული შედის საადმირალოს კუნძულების შემადგენლობაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე. ხოლო სამხრეთიდან ბისმარკის ზღვა. კუნძული მდებარეობს 274 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ახალი გვინეიდან და 285 კმ-ში დასავლეთით კუნძულ ახალი ჰანოვერიდან[2]. უშუალო სიახლოვეს მდებარეობენ კუნძულები ლოს-ნეგროსი და ტონგი (აღმოსავლეთით), ლოუ და ბალუანი (სამხრეთ-აღმოსავლეთით) და მრავალრიცხოვანი რიფები და მომცრო ქვიშოვანი კუნძულები. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია მდებარეობს დაახლოებით 1050 კმ-ში. კუნძულის სიგრძე დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულებაზე შეადგენს 103 კმ-ს, მაქსიმალური სიგანე — 28 კმ-ს, ფართობი — 1940,2 კმ². კუნძული თავისი სიდიდით მეხუთე (ახალი გვინეის, ახალი ბრიტანეთის, ახალი ირლანდიის და ბუგენვილის შემდეგ) კუნძულია პაპუა-ახალ გვინეაში[2]. კუნძულის შიდა ნაწილი მთიანია, დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით. ყველაზე მაღალი წერტილია — მთა დრემსელი, სიმაღლით 718 მეტრი. კუნძულის დიდი ნაწილი გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით (გასასვლელები მხოლოდ სამხრეთიდანაა).
გეოლოგიური თვალსაზრისით მანუსის კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა. მის ქვეშ მიწის ქერქის სისქე შეადგენს 25 კმ-ს. კუნძული სავარაუდოდ წარმოიშვა მიოცენის პერიოდში, 8 — 10 მილიონი წლის წინ. ვულკანური აქტივობა შენარჩუნებულია კუნძულის შორიახლოს სენტ-ენდრიუს ყურეში (ვულკანები ბალუანი და ტალუმანი[3][4], ბოლო ამოფრქვევა მოხდა 1957 წელს).
კუნძულის კლიმატი სუბეკვატორულია[5]. თვის საშუალო ტემპერატურაა 22 — 32 °С[6]. კუნძულის ფლორა და ფაუნა საკმაოდ სხვადასხვანაირია. არსებობს რამდენიმე ენდემური სახეობა, კერძოდ ზურმუხტოვანი მწვანე მოლუსკი და ნიჟარა, რომელიც იყიდება როგორც ძვირფასეულობა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარაუდოდ კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი ზღვაოსანი ალვარო დე საავედრა, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1528 წელს.[7] 1616 წელს მანუსის კუნძულის გვერდით გაცურეს ნიდერლანდელმა მოგზაურებმა ვილემ სხაუტენმა და იაკობ ლემერმა.[8] შემდგომში 1875 წლამდე კუნძულს ევროპელები არ სტუმრობდნენ. 1912 წელს დაარსდა გერმანული კოლონია ლორენგაუ, 1914 წელს კუნძული გადავიდა ავსტრალიის იურისდიქციის ქვეშ[9]. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, იაპონიამ კუნძულებზე განათავსა სამხედრო ბაზა. 1944 წლის თებერვალ-მარტში ის ამერიკულმა ძალებმა გაანადგურეს[10]. შემდეგ სიადლერის უბეში აშენდა ამერიკული სამხედრო ბაზა[11]. მაგრამ, ჯერ კიდევ 1950-51 წლებში ავსტრალიის მთავრობა აწარმოებდა კუნძულის გასუფთავებას იაპონური კრიმინალური ელემენტებისგან.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულზე ცხოვრობდა 32 713 ადამიანი 127 დასახლებულ პუნქტში[12]. კუნძულის მთავარი ქალაქია ლორენგაუ, 5829 მოსახლით.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. უმეტესად აწარმოებენ კოპრას, კაკაოს, ყავას და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს, რომელთა დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე.[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United Nations Environment Program, "Islands by land area: Manus დაარქივებული 2012-07-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links,"islands.unep.ch (1988).
- ↑ 2.0 2.1 Manus. www.oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Baluan Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Tuluman Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ The Beautiful West Coast of Manus - travel-distinations profile. ManusIsland.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiv, ISBN 0810853957.
- ↑ 8.0 8.1 Manus Island. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
- ↑ Manus Island. A&E Television Networks. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Video: Americans Win New Airbases In South Pacific Etc. (1944). Universal Newsreel. http://www.archive.org/details/gov.archives.arc.39003.
- ↑ Manus Island. pacificwrecks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
- ↑ Admirality Islands (Manus Island). pacificislandtravel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.