ახალი ირლანდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ახალი ირლანდია
მშობ. სახელი: ინგლ. New Ireland
NewIrelandOMC.png
კუნძულ ახალი ირლანდიის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ბისმარკის არქიპელაგი
კოორდინატები 3°20′S 152°00′E / 3.33° ს. გ. 152° ა. გ. / -3.33; 152
ფართობი 7404,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 2379 მ
ტარონი
ქვეყანა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია ახალი ირლანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 118 350 (2002)
სიმჭიდროვე 15,984 ად. /კმ²
ეთნიკური ჯგუფები პაპუასები და მელანეზიელები

ახალი ირლანდია (ინგლ. New Ireland) — კუნძული ბისმარკის არქიპელაგის შემადგენლობაში, ეკუთვნის სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეას. კუნძულის ფართობი შეადგენს 7404,5 კმ²-ს[1], მოსახლეობა — 118 350[2] ადამიანი (2002). კუნძული არის აილენდსის რეგიონის ახალი ირლანდიის პროვინციის ნაწილი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კავიენგი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია ახალი ირლანდიის ადგილმდებარეობა

ახალი ირლანდია — სიდიდის მიხედვით მეორე კუნძულია ბისმარკის არქიპელაგში კუნძულ ახალი ბრიტანეთის შემდეგ. თვითონ არქიპელაგი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ახალი გვინეიდან. ახალი ირლანდია მდებარეობს არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში და გადაჭიმულია 400 კმ-ზე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. კუნძულს აქვს საკმაოდ ვიწრო ფორმა და მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის დაბოლოებაში ის განიერია 10 კმ-ით. ახალი ირლანდია დაფარულია ტროპიკული ტყით და საკმაოდ მთიანია. მწვერვალი ტარონი ჰანს მაიერის მთებში კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილია — 2379 მეტრი. ახალი ირლანდია განლაგებულია ბისმარკის ზღვასა და წყნარ ოკეანეს შორის. სამხრეთ-აღმოსავლეთში ის გამოყოფილია წმინდა გიორგის სრუტით კუნძულ ახალი ბრიტანეთისგან, სრუტეში განლაგებულია დიუკ-ოფ-იორკის კუნძულები. ახალი ირლანდიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი კავიენგი მდებარეობს ჩრდილოეთით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ახალი ირლანდიის ადამიანებით დასახლება მოხდა დაახლოებით 30 ათასი წლის წინ.

1616 წელს ნიდერლანდელი მეზღვაურები იაკობ ლემერი და ვილემ კორნელის სხაუტენი გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებიც გადავიდნენ კუნძულზე. შემდგომში ახალი ირლანდიის სამხრეთი ნაწილი გახდა პოპულარული გასაჩერებელი ადგილი ესპანური და ნიდერლანდური გემებისათვის სასმელი წყლის მარაგის შევსების მიზნით. მაგრამ ის, რომ ახალი ირლანდია და ახალი ბრიტანეთი — ორი სხვადასხვა კუნძულია, აღმოაჩინა მხოლოდ 1767 წელს ფილიპ კარტერეტმა. ზუსტად მან უწოდა კუნძულს სახელი Nova Hibernia, რაც ლათინურად ნიშნავს ახალი ირლანდია.

1870-იან წლებში ახალი ირლანდია გახდა ვაჭრების ინტერესის სფერო, რომლებსაც მიჰყავდათ კუნძულის მკვიდრი მოსახლეობა ავსტრალიაში და სამოაში შაქრის ლერწმის პლანტაციებში სამუშაოდ. 1879 წელს ახალი ირლანდია გახდა ავანტიურისტ მარკიზ დე რეას დიდი ტყუილების არენა. მან კუნძულზე ცრუ დაპირებებით შემოიტყუა თეთრკანიანი კოლონისტები, მიჰყიდა მათ ასობით ჰექტარი უსარგებლო მიწები. ბევრი დაიღუპა მალარიისაგან და შიმშილისაგან, სანამ კოლონისტების ცოცხლად გადარჩენილი ნაწილი არ გადააგზავნეს ავსტრალიაში. თვითონ მარკიზი მოგვიანებით გარდაიცვალა საგიჟეთში საფრანგეთში.

1885 წლიდან 1899 წლამდე ახალი ირლანდია იყო გერმანიის იმპერიის პროტექტორატის (გერმანული ახალგვინეური კომპანიის) ნაწილი, ხოლო 1899 წლიდან 1914 წლამდე კოლონია გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელსაც ამ პერიოდში ერქვა «ახალი მეკლენბურგი». გერმანიის ბატონობის დროიდან ახალ ირლანდიაში ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ არსებობს გზა სიგრძით 250 კმ, რომელიც აერთებს დასახლებულ პუნქტებს სამო, ნამატანაი, კანამი, მალომი, ლოგია და მანგაი ადმინისტრაციულ ცენტრ კავიენგთან. ავტოგზის მშენებლობის მიზეზი გახდა გერმანელების დაარსებული კოპრის პლანტაციებთან მიახლოების აუცილებლობა, რომლებიც საკმაოდ მომგებიანი იყო. 1975 წლიდან გზას ჰქვია Boluminski Highway, კუნძულის მაშინდელი მმართველის პატივსაცემად.

მეორე მსოფლიო ომის დროს ახალი ირლანდია დაიკავა იაპონიის საიმპერატორო არმიამ. 1945 წლის 18 სექტემბერს იაპონიის სამხედრო ნაწილებმა ამერიკულ გემ HMS Swan-ზე ხელი მოაწერეს კაპიტულაციის აქტს.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაპუასურ ენა ტოკ-პისინზე კუნძულის დასახელებაა Niu Ailan. კუნძულ ახალ ირლანდიაზე მოიხმარება 19 ენა, რომელთაგან ყველა ერთის გამოკლებით — ავსტრონეზიული წარმოშობისაა და ერთმანეთის ნათესავებია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. United Nations Environment Program, "Islands by land area: New Ireland, " islands.unep.ch (1988).
  2. New Ireland Province