საადმირალოს კუნძულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საადმირალოს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Admiralty Islands
Papua new guinea manus province.png
გეოგრაფია
საადმირალოს კუნძულები (პაპუა-ახალი გვინეა)
Red pog.png
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 2°05′00″ ს. გ. 146°57′00″ ა. გ. / 2.08333° ს. გ. 146.95000° ა. გ. / -2.08333; 146.95000
კუნძულთა რაოდენობა 18
მთავარი კუნძული მანუსი
ფართობი 2170 კმ²
უმაღლესი წერტილი 720 მ
დრემსელი
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია მანუსი
დემოგრაფია
მოსახლეობა 60 485 (2011)
სიმჭიდროვე 27,87 ად. /კმ²

საადმირალოს კუნძულები (ინგლ. Admiralty Islands) — კუნძულთა ჯგუფი ბისმარკის არქიპელაგში, შეიცავს 18 კუნძულს. მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, აილენდსის რეგიონის მანუსის პროვინციაში, პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. საერთო ფართობი შეადგენს 2170 კმ²-ს. ყველაზე დიდი კუნძულებია — მანუსი, ლოს-ნეგროსი, ტონგი, პაკი, რამბუტიო, ლოუ. კუნძულების უმრავლესობა — დაბალი ატოლებია.

2011 წლის აღწერის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 60 485 კაცს შეადგენდა[1]. უდიდესი ქალაქია მანუსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი ლორენგაუ.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 2170 კმ²-ს. ჯგუფში სულ 18 კუნძულია. ზოგიერთ მათგანს აქვს ვულკანური წარმოშობა, დანარჩენებს — მარჯნული. კუნძულების ჯგუფის ყველაზე მაღალი წერტილია — მთა დრემსელი (ინგლ. Mount Dremsel) — 720 მეტრი.

კუნძულებზე ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს უმნიშვნელოდ. დღის მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 30—32 °C-ს, ღამის— 20-24 °C-ს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა — დაახლოებით 3382 მმ. ყველაზე წვიმიანი თვეებია — ივნისი-აგვისტო.

ისტორია[რედაქტირება]

ახალ გვინეასთან ერთად, ბისმარკის არქიპელაგში, სოლომონის კუნძულებსა და საადმირალოს კუნძულებში, დაახლოებით 40 000 წლის წინ გაჩნდა პირველი დასახლებები სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან ხალხთა მიგრაციის დროს. პირველ მაცხოვრებლებს სავარაუდოდ მოჰყავდათ ტარო, ახალი გვინეის კუნძულიდან შეიყვანეს ისეთი ძუძუმწოვარი, როგორიცაა ჩანთოსანი მაჩვი. ადგილობრივი მაცხოვრებლები აგროვებდნენ და ცვლიდნენ ობსიდიანს.

დაახლოებით 3500 წლის წინ წარმოიშვა ლაპიტას კულტურა, რომელიც არეალსაც წარმოადგენდა სივრცე საადმირალოს კუნძულებიდან სამოამდე. ამ დროს გაჩნდა თიხით ძერწვის ხელოვნება, სახლები ბოძებზე, ღორები, ძაღლები და ქათმები. ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა და მეზღვაურობა, რამაც ხალხს შეაძლებინა გადაელახათ მნიშვნელოვანი მანძილი კუნძულებს შორის.

პირველი ევროპელი, რომელიც ეწვია კუნძულებს 1616 წელს, იყო ჰოლანდიელი მოგზაური ვილემ სხაუტენი. თანამედროვე სახელი კუნძულებს დაარქვა ინგლისელმა ფილიპ კარტერეტმა, რომელმაც ხელმეორედ აღმოაჩინა კუნძულები 1767 წელს[2].

1884 წლიდან 1914 წლამდე საადმირალოს კუნძულები იმყოფებოდნენ გერმანიის იმპერიის მმართველობის ქვეშ და შედიოდნენ გერმანიის ახალი გვინეის შემადგენლობაში. 1914 წლის ნოემბერში კუნძულები დაიკავა ავსტრალიის ჯარმა. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კუნძულები გადავიდა ავსტრალიის მმართველობის ქვეშ ერთა ლიგის მანდატით[3].

1942 წლის 7 აპრილს კუნძულებზე გადავიდა იაპონიის ჯარი, რომლებიც იქიდან გამოდევნეს მხოლოდ 1944 წელს[4].

დღეისათვის საადმირალოს კუნძულები შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Census Results of Papua-Newguinea.
  2. Morison, Samuel Eliot (1958). Breaking the Bismarcks Barrier,. Boston: Little, Brown and Company, გვ. p. 433. ISBN 0-78581-307-1. 
  3. Mackenzie, S.S.. (1927)Volume X – The Australians at Rabaul: The Capture and Administration of the German Possessions in the Southern Pacific. Australia in the War of 1914-1918 pp. pp. 2, 178, 345-366. Australian War Memorial. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-03-02-ში.
  4. Frierson, Major William C.. (1946)The Admiralties: Operations of the 1st Cavalry Division, 29 February - 18 May 1944. American Forces in Action. U.S. Government Printing Office. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-03-02-ში.