მაიკლ ბუბლეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაიკლ ბუბლეი
MichaelBubleSmileeb2011.jpg
ბუბლეი 2011 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაიკლ სტივენ ბუბლეი
დაიბადა 9 სექტემბერი, 1975 (1975-09-09) (43 წლის)
ბერნაბი,
ბრიტანეთის კოლუმბია,
კანადა[1]
ჟანრ(ებ)ი ბიგ ბენდი,
ტრადიციული პოპი,
ჯაზი
საქმიანობა მომღერალი
და
კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1996-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Reprise Records,
143 Records
საიტი

მაიკლ სტივენ ბუბლეი (ინგლ. Michael Bublé; დ. 9 სექტემბერი, 1975) — კანადელი მუსიკოსი და მსახიობი. მას მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის ოთხი გრემი[2][3] და მრავალი ჯუნო. მისი პირველი ალბომი მოხვდა 10 საუკეთესო ალბომს შორის კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში. მსოფლიო აღიარება მოიპოვა თავისი 2005 წლის — „It's Time“ და 2007 წლის — „Call Me Irresponsible“ ალბომებით. „Call Me Irresponsible“ მოხვდა კანადური ალბომების ჩარტში, ბრიტანული ალბომების ჩარტში, ბილბორდ 200-ში, ავსტრალიური ARIA ალბომების ჩარტსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ჩარტში.

ბუბლეის 2009 წლის ალბომი „Crazy Love“ გამოსვლიდან სამ დღეში მოხვდა ბილბორდ 200-ში და იქ ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ხოლო 2011 წლის ალბომმა „Christmas“-მა ბილბორდ 200-ის პირველ პოზიციაზე ხუთი კვირა გაატარა. ბუბლეის მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.[4]

ადრეული ცხოვრება

ბერნაბი, ქალაქი, სადაც ბუბლეი დაიბადა

მაიკლ ბუბლეი დაიბადა ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ბერნაბიში მეთევზე ლუის ბუბლეისა და ამბერ სანტაგას ოჯახში.[5] მას ჰყავს ორი უმცროსი და: კრისტალი და ბრენდი. მაიკლი კათოლიკედაა მონათლული.[6] სწავლობდა სიფორდის დაწყებით და კარიბუს საშუალო სკოლებში.[7] როგორც ბუბლეიმ 2009 წლის 9 ოქტომბერს ოპრა უინფრისთან ინტერვიუში აღნიშნა, ის ვარსკვლავობაზე 2 წლიდან ოცნებობდა. თინეიჯერობისას, მაიკლს ბიბლიასთან ერთად ეძინა და ოცნებობდა, გამხდარიყო ცნობილი მომღერალი.[8][9] ბუბლეი ჯაზით ხუთი წლიდან დაინტერესდა[10], როდესაც მის ოჯახში საშობაოდ ბინგ კროსბის „White Christmas-ს“ მოუსმინეს.[10][11][12] მაიკლის მუსიკალური ნიჭი მისმა მშობლებმა პირველად 13 წლის ასაკში შობაზე შენიშნეს, როდესაც მანქანით მგზავრობისას მან გამორჩეულად კარგად წაიმღერა ფრაზა — "May your days be merry and bright" კვლავ ბინგ კროსბის „White Christmas-დან“.[8][13]

მაიკლს ძალიან იტაცებდა ყინულის ჰოკეი და სურდა, რომ გამხდარიყო პროფესიონალი ჰოკეისტი და ეთამაშა „ვანკუვერ კენაკსში“, თუმცა მას მიაჩნდა, რომ არ იყო საკმარისად კარგი ამ საქმისთვის.[14] ერთხელ ბუბლეიმ თქვა:

ვიკიციტატა
„მე ძალიან მინდოდა ჰოკეის მოთამაშე ვყოფილიყავი და ამის მცირედი ნიჭი მაინც რომ მქონოდა, შეიძლება დღეს არც ვყოფილიყავი მომღერალი.[15]

პატარაობაში ბუბლეი ხშირად თამაშობდა ჰოკეის[16][17] და მამასთან ერთად ყოველთვის უყურებდა „ვანკუვერ კენაკსის“ თამაშებს.[18] ამაზე მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„ბავშვობაში ყოველთვის დავდიოდი საშინაო შეხვედრებზე. მახსოვს, მინდოდა, ვყოფილიყავი გარი ლუპული, პატრიკ სუნდსტრემი და ივან ჰლინკა. ვფიქრობდი, რომ მაიკლ ბუბლეიდ ყოფნა მაგარი იყო, რადგან ის ჯირი ბუბლას ჰგავდა.[16]

14 წლის ასაკიდან, 6 წლის განმავლობაში, ბუბლეი ყოველ ზაფხულს მუშაობდა მეთევზედ მამამისთან და მისი ეკიპაჟის წევრებთან ერთად.[19][20] ბუბლეიმ თავისი გამოცდილება ასე აღწერა:

ვიკიციტატა
„ეს იყო ყველაზე მძიმე ფიზიკური სამუშაო ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ გვიხდებოდა ორი, ზოგჯერ კი 3 თვით გასვლა და ჩემზე ორჯერ უფროს კაცებთან ერთად ცხოვრების და მუშაობის გამოცდილებამ მასწავლა ძალიან ბევრი ჩემს მოვალეობებსა და იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო მამაკაცი.“

მისი სასცენო დებიუტი შედგა ღამის კლუბში, 16 წლის ასაკში, რომელსაც გაუძღვა მისი იტალიელი ბაბუა დემეტრიო სანტაგა, ხელოსანი, რომელიც წარმოშობით იყო ტრევიზოს ოლქის ქალაქ პრეგანციოლიდან. მან თავის შვილიშვილს სახელოსნოში დახმარება შესთავაზა სცენაზე გამოსვლის სანაცვლოდ. ბაბუამისი იხდიდა ასევე მისი სიმღერის გაკვეთილების საფასურს. მისი ვოკალის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ჯოზეფ შორი, ოპერის ბარიტონი.[13] ბუბლეი გაიზარდა ბაბუის ჯაზის კოლექციების მოსმენაში, რომელიც ხშირად ახალისებდა მას ჯაზის სიყვარულისთვის.

ვიკიციტატა
„ბაბუაჩემი ნამდვილად ჩემი საუკეთესო უფროსი მეგობარი იყო. ის იყო ადამიანი, რომელმაც მე მუსიკის მთელი სამყარო გადამიშალა, რომელიც ჩემი თაობისთვის უკვე ჩავლილად ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ აგრეთვე მიყვარს როკ-ენროლი და თანამედროვე მუსიკა, როდესაც ბაბუაჩემმა პირველად მაილს ბრაზერსი მომასმენინა, რაღაც საოცარი მოხდა. ტექსტი იყო ისეთი რომანტიკული, ისეთი ნამდვილი, რომ მივხვდი, სიმღერის ეს გზა ჩემთვის იყო. იქ თითქოს ჩემმა მომავალმა გამირბინა. მინდოდა ვყოფილიყავი მომღერალი და მე ვიცოდი, რომ ეს იყო ის მუსიკა, რომელიც მინდოდა მემღერა.[21]

ბუბლეის არასოდეს გაქრობია იმის რწმენა, რომ ვარსკვლავი გახდებოდა, თუმცა მან აღიარა, რომ ალბათ თვითონვე იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი წარმატების ეჯერა, მისი თქმით ბაბუამისიც კი ფიქრობდა, რომ მაიკლი აპირებდა გამხდარიყო „ვინმეს სანახაობის გამხსნელი ლას ვეგასში“.[22] ბუბლეის ბებია დედის მხრიდან ლოლანდა მასკონე ასევე იტალიელი იყო, ვილა სანტა ლუჩია დელი აბრუციდან.[23][23][24][25] ბუბლეის თქმით, მას არასოდეს უსწავლია სიმღერის წაკითხვა და წერა, ის მხოლოდ ფლობს თავისი მუსიკის წერის უნარს.[14][26][27]

18 წლის ასაკში ბუბლეიმ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ტალანტების კონკურსში და გაიმარჯვა. თუმცა, მოგების შემდეგ იგი კონკურსის ორგანიზატორმა, ბევ დელიჩმა, შეჯიბრიდან მოხსნა, რადგან ის დასაშვებზე უფროსი იყო. ამის შემდეგ დელიჩმა ბუბლეი ჩართო კანადის ახალგაზრდა ტალანტთა შეჯიბრში, რომელშიც მაიკლმა გაიმარჯვა. ამ წარმატების შემდეგ ბუბლეიმ დელიჩს სთხოვა, რომ მისი მენეჯერი გამხდარიყო. დელიჩი დათანხმდა ამ შეთავაზებას და წარმოადგენდა ბუბლეის შემდეგი 7, არც თუ ისე წარმატებული, წლის განმავლობაში. დელიჩს მიაჩნდა, რომ მაიკლს ყველა მუსიკალურ წარმოდგენაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მათ შორის: ტალანტ-შოუებში, შეკრებებზე, მუსიკალურ წარმოდგენებზე, რომლებიც იმართებოდა საკრუიზო გემებზე, სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, ბარებში, ღამის კლუბებში, კორპორატიულ შეკრებებსა და საესტრადო ღონისძიებაზე, მას უნდა ემღერა ტელე-გადაცემებში და სანტა კლაუსის ღონისძიებებშიც კი.[13][20][28][29]

1996 წელს ბუბლეიმ მონაწილეობა მიიღო ტელე-სერიალ „სასიკვდილო თამაშში“. ამავე წელს გადაიღეს ამერიკულ სერიალ „საიდუმლო მასალების“ ორ ეპიზოდში, სადაც მან წყალქვეშა ნავის მეზღვაურის როლი შეასრულა.[30]

1997 წელს ბუბლეის პირველი ტელე-სპექტაკლი „დიდი ბენდის ბუმი“ გავიდა კანადურ ტელე-არხ „ბრავოზე“.

1997 წლის დამდეგიდან ბუბლეი ცნობილი ტელეწამყვანის, ვიკი გაბეროს გადაცემის ხშირი სტუმარი გახდა. როდესაც წინასწარ შეთანხმებული სტუმარი ვერ ახერხებდა მოსვლას, გადაცემის მუსიკალური პროდიუსერი, მარკ ფულერი, სთხოვდა მაიკლს დაეკავებინა ეთერი რამდენიმე წუთით. ერთხელ, ბუბლეის სტუმრის ამპლუაში ყოფნა მოუწია ასევე ბრიტანეთის კოლუმბიელ მომღერალ, დაიანა კროლთან ერთად, რომელიც იმ დროს უკვე იყო ნომინირებული გრემზე, როგორც, საუკეთესო ჯაზ–შემსრულებელი. ფულერის თქმით, ბუბლეის შესრულებამ კროლზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გაბეროს გადაცემებში მონაწილეობამ ბუბლეის საქვეყნო ცნობადობა მოუტანა, ასევე ის დაეხმარა მომღერალს, დაეხვეწა სატელევიზიო ქცევები, როგორც შემსრულებელს და როგორც რესპონდენტს. მოგვიანებით, 2005 წელს, მაიკლმა, მადლობის ნიშნად, გაბეროს გადაცემაში ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა ჯენ არდენსა და ელვის კოსტელოსთან ერთად.

2000 წელს ბუბლეი ჯინის დაჯილდოების ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, იმ სიმღერებისთვის, რომელიც მან დაწერა ფილმისთვის „Here's to Life“.[31] ამ პერიოდში მან გამოუშვა 3 დამოუკიდებელი ალბომი (First Dance, 1996; Babalu, 2001; Dream, 2002).[32] თუმცა, 25 წლის ბუბლეი, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიიდან უკვე ტორონტოში იყო წასული, მზად იყო უარი ეთქვა თავის ოცნებაზე, გამხდარიყო ცნობილი მომღერალი, და დაბრუნებულიყო ვანკუვერში, რათა ჟურნალისტის კარიერას გაყოლოდა.[13][33]

მუსიკალური კარიერა

2000-2002: კარიერის დასაწყისი

2000 წელს ბუბლეის კარიერაში მოულოდნელი გარდატეხა მოხდა. კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბრაიან მალრუნის, თანაშემწემ, მაიკლ მაკსვინიმ ერთ-ერთ ბიზნეს-წვეულებაზე ბუბლეის შესრულებას მოუსმინა და ნახა მისი, საკუთარი ხარჯებით გამოშვებული, ალბომი.[13] მაკსვინიმ ალბომი მალრუნის და მის მეუღლეს აჩვენა. შედეგად, მაიკლი მიწვეულ იქნა მათი ქალიშვილის, კაროლინის, ქორწილის მთავარ შემსრულებლად, სადაც ბუბლეიმ კურტ ვაილის „Mack the Knife“ იმღერა.[13] ამ ქორწილში ბუბლეიმ გაიცნო ცნობილი პროდიუსერი და გრემის არაერთგზის გამარჯვებული, დევიდ ფოსტერი, რომელსაც მანამდე ისეთ მუსიკოსებთან ჰქონდა ნამუშევარი, როგორებიც არიან მადონა, ბრენდი ნორვუდი, უიტნი ჰიუსტონი, მაიკლ ჯექსონი, სელინ დიონი, ბარბრა სტრეიზანდი, კენი ჯი, შერი, ჯოშ გრობანი და ანდრეა ბოჩელი.[13][34]

თავდაპირველად, ფოსტერი თავს იკავებდა, მის 143 Records-ს ხელშეკრულება დაედო ბუბლეისთან, რადგან, მისი თქმით არ იცოდა, როგორ უნდა გაეყიდა ამ ჟანრის მუსიკა. ბუბლეი იძულებული გახდა, ჩასულიყო ლოს-ანჯელესში თავის აგენტთან ერთად, რათა ფოსტერი კონტრაქტის გაფორმებაზე დაეყოლიებინათ. საბოლოოდ, ფოსტერი დათანხმდა ბუბლეისთან თანამშრომლობაზე, იმ პირობით, თუ მაიკლი შეძლებდა დაეფარა $500 000 — წარმოების ხარჯი, რაც მან მოახერხა. ფოსტერმა ბუბლეის ალბომზე მუშაობა ისე დაამთავრა, რომ არ ჰქონია Warner Brothers-გან მხარდაჭერის გარანტია. მას შემდეგ, რაც დევიდ ფოსტერი დათანხმდა ბუბლეის სადებიუტო ალბომზე მუშაობაზე, ბრიუს ალენმა, რომელსაც მაიკლი წლების განმავლობაში სთხოვდა, ყოფილიყო მისი მენეჯერი, აგრეთვე ხელი მოაწერა მაიკლთან თანამშრომლობაზე.[35][36]

ამ პერიოდში ბუბლეიმ რამდენიმე კინო-როლი შეასრულა: 2000 წელს - კარაოკეზე მომღერალი ფილმში „დუეტები“, გვინეთ პელტროუსა და ჰიუ ლუისთან ერთად, ხოლო 2001 წელს - ენდრიუ ვან სლის ფილმში „მთლიანად ქერა“.[30]

2003-2004: Michael Bublé

2003 წლის 11 თებერვალს Reprise Records-მა და 143 Records-მა გამოუშვეს მაიკლის სადებიუტო ალბომი — მაიკლ ბუბლეი. აქ შედიოდა სხვადასხვა ეპოქის სიმღერები, როგორებიცაა: „Fever“, „The Way You Look Tonight“, „Moondance“, „For Once in My Life“ და „You'll Never Find Another Love Like Mine“. ასევე, ალბომში შედის ბი ჯიზის ცნობილი სიმღერა — „How Can You Mend a Broken Heart?“, რომლის ბუბლეისეული ვერსის ბეკ-ვოკალში ბი ჯიზის ერთ-ერთი წევრი, ბარი გიბი მღერის. ალბომი მოხვდა კანადის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის ათ საუკეთესო ალბომს შორის, ხოლო ავსტრალიაში გახდა საუკეთესო. ის გავიდა 33-ე ადგილზე ავსტრალიური ARIA-ს 2003 წლის საუკეთესო ალბომებს შორის.[37] ის ასევე მოხვდა ბილბორდ 200-ის საუკეთესო 50 ალბომში. სამი სიმღერა ალბომიდან (Kissing a Fool, How Can You Mend a Broken Heart?, Sway) მოხვდა Hot Adult Contemporary Tracks-ის ჩარტის საუკეთესო 30-ეულში.

2003 წლის 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს, ბუბლეიმ მონაწილეობა მიიღო ამერიკული ტელეარხ — ენ-ბი-სის გადაცემა „თუდეი“-ში.[38] ხოლო, სიმღერა — „Fever“-ის პოპულალარიზაციის კამპანია ვალენტინობამდე დაიწყო, რომელშიც მარკეტინგისთვის გამოყენებული იყო უცნაური ფრაზა — „შენ წარმოთქვამ — ბუ-ბლეის“. ალბომმა ამერიკაში დიდ წარმატებას მიაღწია. ამის შემდეგ, ბუბლეიმ მსოფლიო ტურნე დაიწყო თვისი ალბომის პოპულარიზაციისთვის. ტურნე მოიცავდა: სინგაპურს, სამხრეთ კორეას, ფილიპინებს, გაერთიანებულ სამეფოს, კანადას, სამხრეთ ამერიკას და საბოლოოდ დასრულდა კვლავ აშშ-ში.

2003 წლის ნოემბერში ბუბლეიმ გამოსცა საშობაო EP — „Let it Snow“, რომელიც შეიცავდა ბუბლეის ხუთ გამოუცემელ სიმღერას. EP-მა ბილბორდ 200-ში 56-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სიმღერა — „Let it Snow“ მოხვდა ავსტრალიური სიმღერების ჩარტის საუკეთესო 40-ეულში. საკონცერტო ალბომი — „Come Fly with Me“ გამოვიდა 2004 წლის დასაწყისში. Come Fly with Me-ის CD-მა დაიკავა 99 ადგილი ავსტრალიური ARIA ალბომების 2004 წლის ჩარტში.[37] ალბომის DVD ნაწილი მოიცავდა ბუბლეის კონცერტებს და მისი მსოფლიო ტურნეს განმავლობაში სცენის მიღმა გადაღებულ კადრებს. CD-ში შედიოდა 3 ახალი სტუდიური სიმღერა, 2 ცოცხლად შესრულებული ახალი სიმღერა და 3 კონცერტზე ჩაწერილი სიმღერა ალბომიდან — „Michael Bublé“. ალბომი გავიდა 55-ე ადგილზე ბილბორდ 200-ში. 2004 წლის საშობაო გამოცემაში მისი სადებიუტო ალბომი შედგებოდა ორი დისკისგან — „Michael Bublé“ და „Let It Snow“ EP.[39]

ბუბლეიმ მოიგო „წლის ახალი შემსრულებლის“ ჯილდო 2004 წლის ჯუნოს დაჯილდოებაზე, ხოლო მისი ალბომი წარდგენილი იყო „წლის ალბომის“ ნომინაციაზე, თუმცა დამარცხდა სემ რობერტსთან.

ბუბლეიმ მონაწილეობა მიიღო 2003 წლის კანადურ ფილმში „თოვლში მოსიარულე“. ასევე, 2003 წელს მან შეასრულა ეპიზოდური როლი საპნის ოპერაში — „ჩვენი სიცოცხლის დღეები“,[38] ხოლო 2004 წელს ტელე-სერიალ ლას-ვეგასში, სადაც მან საკუთარი თავი განასახიერა.[30]

სიმღერები ბუბლეის სადებიუტო ალბომიდან („For Once in My Life“, „Kissing a Fool“) გახდნენ 2003 წელს გადაღებული ფილმის „ჯანდაბას სიყვარული“-ს საუნდტრეკები. საუნდტრეკად, ასევე, გამოყენებული იყო ფილმის სახელის მქონე სიმღერა, რომელიც ბუბლეიმ დუეტში შეასრულა ჰოლი პალმერთან ერთად. ალბომ „Michael Bublé“-ს წარმატების შემდეგ DRG Records–მა, EP–ის სახით, დაგვიანებულად გამოსცა ჯაზ–საუნდტრეკები ფილმისა — მთლიანად ქერა, სადაც ბუბლეი თავად თამაშობს ღამის კლუბის მფლობელის როლს.[40] CD გამოვიდა 2003 წელს და შევიდა ფილმში ბუბლეის მიერ შესრულებული შვიდივე სიმღერა. EP–ის სახელი ფილმის მიხედვით შეირჩა და ეწოდა — მთლიანად ბუბლეი.[41]

ბუბლეის მიერ შესრულებული ვერსია სიმღერისა „Come Fly with Me“ გამოყენებულ იქნა 2003 წლის ფილმში — „Looney Tunes: საქმეში დაბრუნება“.

2005-2006: It's Time

მუსიკალური ნაწყვეტი:

Feeling Good

Feeling Good
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ბუბლეის მეორე სტუდიური ალბომი — „It's Time“ 2005 წლის 15 თებერვალს კვლავ 143-მა და Reprise Records-მა გამოუშვეს. წინა ალბომის მსგავსად „It's Time“-ც სხვადასხვა ეპოქის სიმღერებს შეიცავდა, მათ შორის: „You Don't Know Me“, „Feeling Good“, „Can't Buy Me Love“, „Save the Last Dance for Me“, „Song for You“ და „Quando, Quando, Quando“ (დუეტი ნელი ფურტადოსთან ერთად). ალბომში ასევე შედიოდა სიმღერა — „Home“, რომლის თანა–ავტორი იყო ბუბლეი თავის მუსიკალურ დირექტორ, ალექს ჩენგთან და დევიდ ფოსტერის ქალიშვილ, ემი ფოსტერ–გაილსსთან ერთად.

ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა კანადის, იტალიის, იაპონიის და ბილბორდის ჯაზის ჩარტებში, მეორე ადგილზე გავიდა ავსტრალიაში, ხოლო მეშვიდეზე — ბილბორდ 200–ში. ამას გარდა, ის მოხვდა დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ავსტრიის და შვედეთის ათ საუკეთესო ალბომს შორის. ალბომმა 104 კვირა გაატარა ბილბორდ 200–ის ჯაზის ჩარტში, ამასთან 78 კვირა იმყოფებოდა პირველ ადგილზე. „It's Time“ ბილბორდის საუკეთესო ჯაზ–ალბომებს შორის იყო როგორც 2005, ისე 2006 წლებში. ალბომის პირველმა სიმღერამ — „Feeling Good“ მოიპოვა მცირეოდენი კომერციული წარმატება. თუმცაღა, მეორე სიმღერამ ალბომიდან, „Home“, დაიკავა პირველი ადგილი Hot Adult Contemporary Tracks–ში და 72-ე ბილბორდის ცხელ ასეულში.[42] ხოლო ალბომის მესამე სიმღერა, „Save the Last Dance for Me“, მეხუთე ადგილზე გავიდა Billboard Adult Contemporary Tracks chart–ში და 99–ზე ბილბორდის ცხელ ასეულში.[42]

2005 წელს ბუბლეიმ მონაწილეობა მიიღო Starbucks-ის ფრაპუჩინოს კომერციულ აქციაში, სადაც შეასრულა თავისი — „Come Fly with Me“, რომელიც ბონუს სიმღერად შევიდა Starbucks-ის მიერ გამოშვებულ „It's Time“-ის გამოცემაში.[43]

ბუბლეიმ 2006 წელს გაიმარჯვა ჯუნოს დაჯილდოების ოთხ ნომინაციაში: წლის პოპ-ალბომი — It's Time, წლის სიმღერა — Home, წლის ალბომი — It's Time და წლის შემსრულებელი. ასევე, წარდგენილი იყო გულშემატკივართა რჩეულის ნომინაციაზე, სადაც დამარცხდა კანადურ პოპ-ბენდ Simple Plan-თან.[44]

2006 (It's Time-თვის) და 2007 (Caught in the Act-თვის) წელს ბუბლეი ორჯერ იყო ნომინირებული გრემზე საუკეთესო კლასიკური-პოპის ალბომის კატეგორიაში. თუმცა, ორივე შემთხვევაში ტონი ბენეტთან დამარცხდა. 2007 წელს ბუბლეი ჯუნოზე მხოლოდ ერთ, გულშემატკივართა რჩეულის, კატეგორიაში იყო წარდგენილი, მაგრამ დამარცხდა ნელი ფურტადოსთან.[45]

2007-2008: Call Me Irresponsible

2007 წლის 1 მაისს 143 Records-მა და Reprise Records-მა ბუბლეის მესამე სტუდიური ალბომი, „Call Me Irresponsible“, გამოსცეს. ეს ალბომიც, მსგავსად წინა ორისა, მოიცავდა სხვადასხვა ეპოქის სიმღერებს, როგორებიცაა: „Always on My Mind“, „Dream“, „I've Got the World on a String“ და „Comin' Home Baby“ (დუეტი Boyz II Men-თან ერთად). აშშ-ში გამოსვლიდან პირველ კვირაში ალბომმა ბილბორდ 200-ის მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მომდენო კვირას პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. ასეთ წარმატებას მანამდე სულ რამდენიმე შემსრულებელს ჰქონდა მიღწეული, როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი და Sugarland.[46] მარტო აშშ-ში ალბომის 2 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა. Call Me Irresponsible-მა მთელ მსოფლიოშიც დიდ წარმატებას მიაღწია: ავსტრალიაში გამოსვლისთანავე დაიკავა ჩარტების პირველი პოზიცია და გახდა 2007 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი; დიდ ბრიტანეთში ალბომის როგორც სტანდარტულმა, ისე სპეციალური გამოცემამ მოხსნა გაყიდვის რეკორდები (სტანდარტული: 300 000, სპეციალური: 462 000). ამას გარდა, ალბომმა ევროპაში მიიღო ორმაგი პლატინა 2 მილიონი გაყიდული დისკით. მსოფლიო მასშტაბით Call Me Irresponsible-ის 5 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა.

ალბომის პირველი სიმღერა იყო „Everything“. Everything ბიგ-ბენდის სტილის სხვა სიმღერებისგან განსხვავებით, ახალგაზრდებზე იყო გათვლილი. ის გახდა ბუბლეის ერთ-ერთი უდიდესი ჰიტი, 46-ე ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში, პირველი — Hot Adult Contemporary Tracks chart-ში, ხოლო მე-10 კანადის სიმღერათა ჩარტში. „Me and Mrs. Jones“ ალბომის მეორე სიმღერა უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო-რგოლი უკვე გადაღებული იყო. შემდეგი სიმღერა, რომელიც 2007 წლის ნოემბერში გამოვიდა, იყო — „Lost“. მან 97-ე ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში, ის მე-15 პოზიციაზე გავიდა იტალიის, ხოლო მე-19-ზე ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. „It Had Better Be Tonight (Meglio Stasera)“ წარმოადგენდა იტალიური სიმღერის რემიქსს ცნობილ დიჯეი, ედი ამადორთან ერთად. ალბომის ბოლო სიმღერა, „Comin' Home Baby“, 2008 წლის აპრილში გამოვიდა.[47]

2009-2010: Crazy Love

ბუბლეი 2009 წელს, ვანკუვერში

ბუბლეის მესამე DVD (Caught in the Act-სა და Come Fly with Me-ის შემდეგ), Michael Bublé Meets Madison Square Garden, 2009 წლის 16 იანვარს გამოვიდა. მისი ტრეილერი თავიდან ბუბლეის ოფიციალურ საიტზე დაიდო. ალბომი შეიცავდა ყველა იმ მნიშვნელოვალ ღონისძიებას, რომელშიც მაიკლს ჰქონდა მონაწილეობა მიღეობა.

სტანდარტულ CD ვერსიაში შედის 10 ცოცხლადშესრულებული სიმღერა და აქვს ნარინჯისფერი გარეკანი. ონლაინ გამოცემა მოიცავს ორ დამატებით სიმღერას („Sway“ და „That's Life“) და აქვს შესაბამისი ლურჯი გარეკანი.

2009 წლს ბუბლეიმ, ცნობილ ნევრო-ბიოლოგ და მწერალ, დენიელ ლევიტინთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია CTV-ს სატელევიზიო ფილმში, „ჩემი მუსიკალური ტვინი“, რომელიც დაფუძნებული იყო ლევიტინის წიგნზე, „This Is Your Brain On Music“.

ბუბლეის მეოთხე სტუდიური ალბომი — „Crazy Love“ 143-მა და Reprise Records-მა 2009 წლის 13 ოქტომბერს გამოუშვეს.[48] თუმცა, მისი პრეზენტაცია 9 ოქტომბერს ოპრა უინფრისთან შედგა, სადაც ბუბლეიმ ალბომის პირველი სიმღერა, „Haven't Met You Yet“ შეასრულა. ასევე, Crazy Love-ის პოპულარიზაცია მოხდა ჯორჯ სტრუმბულოპულოსთან ინტერვიუში 17 ოქტომბერს[49] და გლენ ბეკის გადაცემაში 22 დეკემბერს.[50]

ალბომში შედიოდა 12 სიმღერა (და ერთი დამატებითი ტრეკი), აქედან ორი მათგანი, „Haven't Met You Yet“ და „Hold On“ ახალი, ბუბლეის თანა–ავტორობით დაწერილი სიმღერა იყო.[51] მისი პირველი სიმღერა, „Haven't Met You Yet“, 2009 წლის 31 აგვისტოს გამოვიდა.[52] ის პირველ ადგილზე გავიდა კანადის Billboard Adult Contemporary Tracks chart–ში.[53] ამ ალბომის სიღერების უმეტესობა კონცერტებზე იყო ჩაწერილი.[54] Crazy Love-ის ერთ-ერთ სიმღერას, „Cry Me a River-ს“, ბუბლეიმ თვითონ გაუკეთა შესავალი ჯეიმზ ბონდის საუნდტრეკის სტილში, რათა ის უფრო სინემატიკური და დიდებული გამხდარიყო.[55]

Crazy Love გავიდა პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში და გახდა ბუბლეის მეოთხე ალბომი, რომელმაც ბილბორდის ჯაზის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.[56] მან, ასევე, პირველი ადგილი დაიკავა ავსტრალიურ და კანადურ ჩარტებში და გახდა ბუბლეის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი. ალბომის პოპულარიზაციისთვის ბუბლეიმ გამართა კონცერტების ტურნე, Crazy Love Tour. ტურნეს მანძილზე ბუბლეი სტუმრობდა ხუთი კონტინენტის 21 ქვეყანას და ჯამში ამ კონცერტებს მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო. 2010 წლის 24 სექტემბერს დუბლინის ავივას სტადიონზე გამართულ კონცერტს დაესწრო ყველაზე მეტი გულშემატკივარი, 51 700 ადგილიან არენაზე ასი ათასი მაყურებელი მივიდა, თუმცა მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ საჭირო გახდა მეორე დღეს, 25 სექტემბერს, მეორე კონცერტი გამართულიყო. ერთ დღეში ამ კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა.

2009 წელს ბუბლეიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანული X Factor-ის მეექვსე სეზონში. მესამე საკონკურსო კვირას ის მონაწილეთა მენტორი იყო, ხოლო ფინალში მან დუეტი შეასრულა სტეისი სოლომონთან ერთად.

2010 წლის 30 ივნისს მაიკლ სტუმრად იყო მიწვეული მუსიკალურ-იუმორისტულ გადაცემაში, შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში. მან იმღერა „Haven't Met You Yet“, ასევე Baby (You've Got What It Takes) შერონ ჯოუნზთან ერთად და ითამაშა სკეტჩი ჯონ ჰემთან ერთად, „ჰემის და ბუბლეის რესტორანი“.

ბუბლეი მერედით ვიეირასთან ერთად გროუსის მთაზე ჩაწერილი გადაცემაში

2010 წელს ბუბლეიმ მონაწილეობა მიიღო ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიალში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე.[57]

12 თებერვალს, გახსნის ცერემონიალის დღეს ბუბლეი მიწვეული იყო NBC-ის გადაცემა „Today“-ში, რომელიც გროუსის მთაზე ჩაიწერა. მის მიერ Cry Me a River-თვის დაწერილი შესავალი BBC-მ აირჩია ოლიმპიადის მელოდიად.[58]

2010 წლის იანვარში, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე, თანა-წამყვან სოფი ფოლკინერთან ერთად, ბუბლეი მონაწილეობას იღებდა სპეციალურ სატელევიზიო გადაცემაში, მაიკლ ბუბლეის კანადა, რომელიც ავსტრალიურ არხებზე გადიოდა.[59]

ბუბლეი, სხვა ცნობილ კანადელებთან ერთად, ასევე მონაწილეობდა დახურვის ცერემონიალზე მოწყბილ წარმოდგენაში, სადაც მან ცნობილი სიმღერა, „Maple Leaf Forever“ ცხენოსანი პოლიციელის ფორმაში გამწყობილმა შეასრულა სიმღერა, თუმცა ბოლოში ტანსაცმელი შემოიხია და დარჩა თეთრ სმოკინგსა და შარვალში.[60]

ოლიმპიადის მიმდინარეობისას მაიკლი გამოჩნდა ცნობილ იუმორისტულ შოუ, Colbert Report-შიც.[61]

2010 წლის 18 აპრილს ბუბლეიმ მოიგო ჯუნო შემდეგ ნომინაციებში: გულშემატკივრების რჩეული, წლის საუკეთესო ალბომი („Crazy Love“), წლის საუკეთესო სიმღერა („Haven't Met You Yet“) და წლის საუკეთესო პოპ-ალბომი („Crazy Love“).[44] აგრეთვე, წარდგენილი იყო წლის საუკეთესო შემსრულებელისა და წლის საუკეთესო კომპოზოტორის ნომინაციებშიც. Crazy Love-ის პროდიუსერებმა, დევიდ ფოსტერმა და ბობ როკმა კი მიიღეს წლის საუკეთესო პროდიუსერის ჯილდო.[44][62]

ბუბლეიმ 2010 წლის 15 ოქტომბერს ევროპაში, ხოლო 25 ოქტომბერს აშშ–ში თავიდან გამოსცა „Crazy Love“. ახალ გამოცემას ეწოდებოდა „Crazy Love: Hollywood Edition“[63] და მოიცავდა რამდენიმე დამატებით სიმღერას, მათ შორის ბუბლეის თანა-ავტორობით დაწერილ სინგლ, Hollywood-ს.[64] Hollywood პირველად 2010 წლის 7 სექტემბერს გავრცელდა რადიოში, ასევე ციფრული სინგლის სახით iTunes–ში. ბუბლეიმ ეს სიმღერა თავის ყველაზე მასშტაბურ კონცერტზეც შეასრულა დუბლინში, 100 000 მაყურებლის წინაშე.[63]

იმავე წელს ბრიტანულმა ITV–მ გადაიღო სპეციალური გადაცემა, სახელწოდებით, „ეს მაიკლ ბუბლეია“. ფილმში შედიოდა ნაწყვეტები დუბლინური კონცერტიდან.

2011–2012: Christmas

2011 წლის ოქტომბერში ბუბლეიმ თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, Christmas, გამოსცა. ის პირველად, 21 ოქტომბერს ირლანდიაში გამოსცეს,[65] ხოლო შემდეგ დიდ ბრიტანეთსა[66] (24 ოქტომბერს) და აშშ–ში(25 ოქტომბერს). ბილბორდ 200–ში ყოფნის პირველივე კვირის ბოლოს ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა და ამ პოზიციაზე 5 კვირა დაჰყო.[67] Christmas–მა მოიგო ჯუნო და წარდგენილია 2013 წლის გრემის დაჯილდოებაზე.[68]. ალბომმა 2011 წლის ბოლოს მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანულ,[69] ირლანდიურ[70] და ავსტრალიურ[71] ალბომების ჩარტში, ხოლო 2012 წლის დასასრულს ასევე მეორე ადგილი ბილბორდ 200–ში[72] და პირველი ამერიკის ჯაზის ალბომების ჩარტში.[72]

2011 წლის 23 თებერვალს ბუბლეი მთხრობელად იყო მიწვეული BBC Radio 2-ის გადაცემაში — სიმღერის ისტორია: My Way.[73]

2013-15:To Be Loved

ბუბლეის მეექვსე სტუდიური ალბომი, „To Be Loved“, გამოიცა 2013 წლის 15 აპრილს (22 აპრილს კანადაში, 23–ში აშშ–ში). მისი ერთ–ერთ სინგლი, „It's A Beautiful Day“ გამოვიდა 2013 წლის 25 თებერვალს.[74] ალბომში ასევე შესულია დუეტი რიზ უიზერსპუნთან ერთად. „To Be Loved“ გახდა მომღერლის მეოთხე ალბომი, რომელსაც ბილბორდ 200–ის პირველი ადგილი ეკავა.[75] ამა წლის 30 ივნისს გამოვიდა ITV-ის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით - „მაიკლ ბუბლეის თავისუფალი დღე“. 18 დეკემბერს ტელეკომპანია NBC-ის ეთერში გავიდა ბუბლეის, რიგით მესამე, ყოველწლიური საშობაო გადაცემა, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მერაია ქერი და მერი ჯეი ბლაიჯი.[76]

2015-დღემდე: ახალი ალბომი

2015 წელს ბუბლეიმ დაადასტურა, რომ იგი მუშაობს ახალ ალბომზე.[77] 8 დეკემბერს, თავისი ყოველწლიური საშობაო გადაცემის სარეკლამოდ, ბუბლეიმ გამოუშვა ახალი საშობაო სიმღერა - The More You Give (The More You'll Have).

პირადი ცხოვრება

ბუბლეი 2012 წელს. კელნი, გერმანია.

ბუბლეი დანიშნული იყო ცნობილ მსახიობ, მომღერალ და მოცეკვავე დები ტიმუსზე, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა. ორივე მონაწილეობდა მიუზიკლებში „Red Rock Diner“ 1996 წელს[78] და „Dean Regan's Forever Swing“ 1998 წელს.[79][80] ბუბლეიმ დები ტიმუსს მიუძღვნა ალბომები „It's Time“ და „Michael Bublé“, ასევე თავისი დაწერილი სიმღერა „Home“,[81][82] რომლის კლიპშიც დები ტიმუსია გადაღებული. მაიკლის და დების თანცხოვრება დასრულდა 2005 წლის ნოემბერში. ამ გარემოებამ მაიკლს შთააგონა, რომ დაეწერა სიმღერა — "Lost".[83]

2005 წელს, ავსტრალიის ტელევიზიის დაჯილდოებაზე ბუბლეი შეხვდა ბრიტანელ მსახიობ ემილი ბლანტს.[84] მათ კვლავ ნახეს ერთმანეთი რამდენიმე თვის შემდეგ, მაიკლის კონცერტზე ლოს-ანჯელესში და დაიწყეს ურთიერთობა. სიმღერა „Everything“ მაიკლმა ემილის მიუძღვნა.[85] ემილიმ ასევე შეასრულა ბეკ-ვოკალი ალბომზე „Call Me Irresponsible“. მაიკლმა 2008 წლის 11 ივლისის ინტერვიუში დაადასტურა ემილისთან დაშორება.[86]

2009 წლის ნოემბერში, არგენტინაში[87] ბუბლეი დაინიშნა არგენტინელ მსახიობზე და მოდელზე, ლუიზიანა ლოპილატოზე.[87][88] თავისი სიმღერა „Haven't Met You Yet“ მან ლუიზიანას მიუძღვნა,[89] ის ასევე გადაღებულია ამ სიმღერის კლიპში. წყვილმა იქორწინა ბუენოს-აირესში 2011 წლის 31 მარტს.[87] The couple married on 31 March 2011 in Buenos Aires.[90]

2005 წლიდან მოყოლებული ბუბლეის აქვს ორმაგი, იტალიურ-კანადური მოქალაქეობა.[91][92][93]

მაიკლი ბავშვობიდან გულშემატკივრობს ყინულის ჰოკეის.[14][94][95] 2008 წლიდან იგი არის კლუბ „ვანკუვერ კენაკსის“ ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი. ის ასევე არის „ვანკუვერ ჯაიენტის“ თანა-მფლობელი.[96]

2009 წლის 12 თებერვალს ბუბლეიმ დადო პირობა, რომ 50000 ავსტრალიური დოლარით დაეხმარებოდა შავი შაბათის ხანძრით დაზარალებულებს.[97]

დისკოგრაფია

ტურნეები

ჯილდოები და ნომინაციები

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2006 მაიკლ ბუბლეი მოზარდების საყვარელი შემსრულებელი ნომინირებული
2010 მაიკლ ბუბლეი მოზარდების საყვარელი შემსრულებელი მოგებული

BRIT-ის დაჯილდოება

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2008 მაიკლ ბუბლეი საერთაშორისო მამაკაცი სოლო-შემსრულებელი ნომინირებული
2010 მაიკლ ბუბლეი საერთაშორისო მამაკაცი სოლო-შემსრულებელი ნომინირებული
2013 მაიკლ ბუბლეი საერთაშორისო მამაკაცი სოლო-შემსრულებელი ნომინირებული

გრემის დაჯილდოება

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2006 It's Time საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალის ალბომი ნომინირებული
2007 Caught in the Act საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალის ალბომი ნომინირებული
2008 „Everything“ საუკეთესო მამაკაცის პოპ-ვოკალის შესრულება ნომინირებული
„Call me Irresponsible“ საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალის ალბომი მოგებული
2010 Michael Bublé Meets Madison Square Garden საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალის ალბომი მოგებული
2011 „Haven't Met You Yet“ საუკეთესო მამაკაცის პოპ-ვოკალის შესრულება ნომინირებული
Crazy Love საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალის ალბომი მოგებული
2013 Christmas საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალის ალბომი ნომინირებული
2014 To Be Loved საუკეთესო ტრადიციული პოპ-ვოკალის ალბომი მოგებული

სხვა ჯილდოები

წელი ჯილდო კადეგორია შედეგი
2001 ჯინი[31] საუკეთესო მიღწევა მუსიკაში – ორიგინალური სიმღერა – "I've Never Been in Love Before" ნომ.
2001 ჯინი[31] საუკეთესო მიღწევა მუსიკაში – ორიგინალური სიმღერა– "Dumb ol' Heart" ნომ.
2004 ჯუნო[44] საუკეთესო ახალი შემსრულებელი მოიგო
2004 ჯუნო[44] წლის საუკეთესო ალბომი – Michael Bublé ნომ.
2005 World Music-ის ჯილდო[98] მსოფლიოს საუკეთესოდ გაყიდვადი შემსრულებელი/კანადა მოიგო
2005 World Music-ის ჯილდო[98] მსოფლიოს საუკეთესოდ გაყიდვადი პოპ შემსრულებელი ნომ.
2006 ჯუნო[44] წლის საუკეთესო პოპ-ალბომი – It's Time მოიგო
2006 ჯუნო[44] წლის საუკეთესო სიმღერა – "Home" მოიგო
2006 ჯუნო[44] წლის საუკეთესო ალბომი – It's Time მოიგო
2006 ჯუნო[44] წლის საუკეთესო შემსრულებელი მოიგო
2006 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული ნომ.
2006 ექოს ჯილდო[99] წლის საუკეთესო ჯაზ-პროდუქცია – It's Time მოიგო
2006 ექოს ჯილდო წლის საუკეთესო ახალბედა – It's Time ნომ.
2006 MuchMusic-ის ჯილდო MuchMusic-ის ჯილდო – „Save the Last Dance for Me“ მოიგო
2006 MuchMusic-ის ჯილდო MuchMusic-ის ჯილდო – "Home" ნომ.
2007 ეროვნული ჯაზის ჯილდო წლის საუკეთესო მამაკაცი ვოკალისტი მოიგო
2007 MuchMusic-ის ჯილდო MuchMusic-ის ჯილდო– "Everything" მოიგო
2007 ჯემინი[31] Best Performance or Host in a Variety Program or Series – "How About You?" (with Lou Pomanti) ნომ.
2007 ხალხის არჩევანის ჯილდო საუკეთესო გადამუშავება – "Save the Last Dance for Me" ნომ.
2007 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული ნომ.
2008 ექოს ჯილდო წლის საუკეთესო საერთაშორისო პოპ/როკ მამაკაცი შემსრულებელი – Call Me Irresponsible ნომ.
2008 ჯუნო[44] წლის საუკეთესო შემსრულებელი ნომ.
2008 ჯუნო[44] წლის საუკეთესო ალბომი – Call Me Irresponsible ნომ.
2008 ჯუნო[44] წლის საუკეთესო ალბომი – Call Me Irresponsible ნომ.
2008 ჯუნო[44] წლის საუკეთესო სიმღერა – "Everything" ნომ.
2008 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული მოიგო
2008 კანადური სმუთ-ჯაზის ჯილდო[100] საუკეთესო მამაკაცი შემსრულებელი მოიგო
2008 კანადური სმუთ-ჯაზის ჯილდო[100] საუკეთესო ორიგინალური კომპოზიცია – "Everything" მოიგო
2009 ჯუნო[101] წლის საუკეთესო სიმღერა– "Lost" ნომ.
2010 მეტეორის ჯილდო[102] საერთაშორისო მამაკაცი სოლო-შემსრულებელი მოიგო
2010 ჯუნო[44] წლის საუკეთესო პოპ-ალბომი – Crazy Love მოიგო
2010 ჯუნო[44] წლის საუკეთესო სიმღერა – „Haven't Met You Yet“ მოიგო
2010 ჯუნო[44] წლის საუკეთესო ალბომი – Crazy Love მოიგო
2010 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული მოიგო
2010 ჯუნო[44] წლის საუკეთესო შემსრულებელი ნომ
2010 ჯუნო[44] წლის საუკეთესო კომპოზოტორი ნომ.
2011 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული ნომ
2012 ჯუნო[44] წლის საუკეთესო ალბომი – "Christmas" მოიგო
2012 ჯუნო[44] წლის საუკეთესო შემსრულებელი ნომ.
2012 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული ნომ.
2013 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული ნომ.
2014 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული ნომ.
2015 ჯუნო[44] გულშემატკივრების რჩეული მოიგო

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Winehouse, West big winners at Grammys as Feist shut out“, CBC News, 6 June 2009. წაკითხვის თარიღი: 20 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 February 2008. 
  2. The Canadian Press. “Neil Young and Michael Buble among Grammy winners“, CTV News, 31 January 2010. 
  3. Concert excitement Buble-ing over. The Star. წაკითხვის თარიღი: 16 March 2011.
  4. Jason Lynch and Stacey Wilson. (30 April 2007) Pop Crooner Michael Bublé. People. Vol. 67,No. 17.
  5. http://www.youtube.com/watch?v=l74YFYeFzDU
  6. Michael Bublé (Steckbrief) MichaelBuble.de (Official German site)
  7. 8.0 8.1 Oprah interview video, "Measuring Michael Buble's success". Oprah.com. 9 October 2009.
  8. Fekadu, Mesfin. Q&A: Michael Buble talks new CD, love and religion. SFGate.com. 21 October 2009.
  9. 10.0 10.1 Canadian Press. (10 March 2003) Michael Buble delivers the old-fashioned goods. CTV News. ციტატა: „Five years old and I listened to that thing through July“
  10. MUSIC: Meeting Michael Buble New Straits Times 16 July 2009
  11. Hiltbrand, David. Croon prince: Canada's young Michael Buble is an heir to Sinatra Knight Ridder/Tribune. NCTimes.com. 24 March 2004.
  12. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 Posner, Michael. “Michael Bublé wants to take over the world“, The Globe and Mail, 22 September 2007. წაკითხვის თარიღი: 6 June 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 January 2008. 
  13. 14.0 14.1 14.2 Bream, Jon. (28 March 2010) He didn’t cut it as a hockey player, so Michael Bublé became a pop star. Minneapolis Star Tribune. ციტატა: „He has sold more than 25 million albums worldwide.“ წაკითხვის თარიღი: 1 April 2010.
  14. Armstrong, Denis. No time like now for Buble. Ottawa Sun, Jam.canoe.ca.
  15. 16.0 16.1 Pap, Elliott. New Giants co-owner Buble ‘eats, drinks’ hockey Vancouver Sun. 8 December 2008.
  16. Gold, Kerry. Michael Bublé's Olympic gig CTV Olympics. 1 February 2010.
  17. Canadian Press.Singer Michael Buble named minority owner of Vancouver Giants SportingNews.com 11 December 2008.
  18. Nightline Playlist: Michael Bublé ABC News 11 October 2007.
  19. 20.0 20.1 Bierly, Mandi. Six Things You Should Know About Michael Bublé Entertainment Weekly. Posted 4 May 2007. Published in issue No. 933; 11 May 2007.
  20. Bubling along nicely icLiverpool. 2 July 2004.
  21. Smooth Operator. sixtyminutes.ninemsn.com.au. 8 October 2009.
  22. 23.0 23.1 Da Carrufo ad Ancona per consegnare il quadro a Michael Bublè. Il Tempo.it (Italian) (30 November 2005).
  23. Michael Bublé: "Questo mio swing non vi annoierà mai. L'Unione Sarda (Italian) (19 ottobre 2009).
  24. Andrea Morandi. “MICHAEL BUBLE' , La voce che sembra Sinatra 'Per me è tutto un sogno'“, ricerca.repubblica.it (Italian), 24 October 2007, გვ. 11. 
  25. Nunez, Mike. Q&A: Michael Buble Metromix Brevard. 10 March 2010.
  26. Abram, Malcolm X. Michael Buble turns on charm Ohio.com. 17 March 2010.
  27. IMDb Biography/trivia
  28. http://podcasts.magic.co.uk/magic/interviews/michael_buble_podcast_02.mp3
  29. 30.0 30.1 30.2 IMDb Filmography
  30. 31.0 31.1 31.2 31.3 IMDb Awards for Michael Bublé
  31. Greenwich 2000 Limited. Michael Buble at The O2 arena. Wwp.millennium-dome.com. წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.
  32. Michael Bublé Biography. AskMen.com. წაკითხვის თარიღი: 9 June 2009.
  33. Jeff Bateman. Encyclopedia of Music in Canada: David Foster. Thecanadianencyclopedia.com. წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.
  34. http://www.michaelbuble.jazzyutopia.com/videos/wfive.html
  35. http://www.michaelbuble.jazzyutopia.com/videos/wfive2.html
  36. 37.0 37.1 ARIA Charts – End Of Year Charts – Top 100 Albums 2003. Australian Recording Industry Association (2003). წაკითხვის თარიღი: 10 June 2009.
  37. 38.0 38.1 The Canadian Press. “Michael Buble delivers the old-fashioned goods“, CTV News, 10 March 2003. წაკითხვის თარიღი: 16 March 2009. 
  38. Let It Snow EP. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 6 June 2009.
  39. Totally Buble: Totally Blonde Soundtrack. Amazon.com (UK). წაკითხვის თარიღი: 6 June 2009.
  40. Allmusic. Discography – Michael Bublé. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2006-03-17.
  41. 42.0 42.1 Artist Chart History – Michael Bublé. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 March 2006. წაკითხვის თარიღი: 6 June 2009.
  42. Howard, Theresa. “Products are now being placed in other products' ads“, USA Today, 11 September 2005. 
  43. 44.00 44.01 44.02 44.03 44.04 44.05 44.06 44.07 44.08 44.09 44.10 44.11 44.12 44.13 44.14 44.15 44.16 44.17 44.18 44.19 44.20 44.21 44.22 44.23 44.24 44.25 44.26 44.27 44.28 Juno Awards Artist Summary. Juno Archives. Juno: Canada's Official Music Awards – official site. წაკითხვის თარიღი: 20 June 2008. (search results for Michael Bublé: Juno Awards Artist Summary)
  44. The 2007 JUNO Nominations & Winners“, Canwest News Service, 1 April 2007. წაკითხვის თარიღი: 6 June 2009. 
  45. Hasty, Katie. “Buble Sidesteps Bone Thugs To Claim No. 1“, Billboard, 16 May 2007. წაკითხვის თარიღი: 6 June 2009. 
  46. Album – Comin' Home Baby. 3 Music Store. წაკითხვის თარიღი: 6 June 2009.
  47. Herrera, Monica. “Michael Buble To Unleash 'Crazy Love' In October“, Billboard, 27 August 2009. წაკითხვის თარიღი: 31 August 2009. 
  48. THE HOUR S6: EPISODE 11 - STEVE YZERMAN & MICHAEL BUBLÉ“. წაკითხვის თარიღი: 24 September 2014. 
  49. Michael Buble Official Site. Michaelbuble.com. წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.
  50. Michael Buble Official Site. Michaelbuble.com. წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.
  51. Latest activity 5 minutes ago. Haven't Met You Yet: Michael Bublé: MP3 Downloads. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.
  52. Trust, Gary. (20 January 2010) Chart Beat Wednesday: Tim McGraw, Michael Buble, Owl City. Billboard.
  53. Cook, Shannon. “Michael Bublé's take on love goes to the top“, CNN, 15 October 2009. 
  54. Mervis, Scott. “Crooner Michael Buble considers himself an interpreter“, Pittsburgh Post-Gazette, 14 March 2010. 
  55. Bierly, Mandi. (14 October 2009) Michael Buble on 'Crazy Love,' '30 Rock,' and his shower song. Entertainment Weekly.
  56. Lederman, Marsha. “Schwarzenegger, Buble to carry torch“, 9 February 2010. 
  57. TODAY joins Olympics action in Vancouver (4 February 2010). წაკითხვის თარიღი: 8 February 2010.
  58. CTC News. (8 January 2010) Michael Bublé shows Australia best of Canada.. Canadian Tourism Commission.
  59. Winter Olympics Closing Ceremony Diary (Live Blog). The Wall Street Journal (28 February 2010). წაკითხვის თარიღი: 1 March 2010.
  60. Olympics Wrap-Up – Michael Buble – The Colbert Report – 3/1/10 – Video Clip | Comedy Central. Colbertnation.com (1 March 2010). წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.
  61. 2010 JUNO Awards nominees are announced! 3 March 2010.
  62. 63.0 63.1 Michael Buble Goes Hollywood and Sold- Out Tour Continues. michaelbuble.com (6 September 2010). წაკითხვის თარიღი: 8 September 2010.
  63. Sold- Out Canadian Tour Wraps with a Donation to the B.C. Children's Hospital | Michael Buble Official Site. Michaelbuble.com (23 August 2010). წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.
  64. Michael Bublé Weekend At Brown Thomas. Dailyupdate.ie (October 21, 2011). წაკითხვის თარიღი: December 2, 2012.
  65. hmv. hmv. წაკითხვის თარიღი: December 2, 2012.
  66. Caulfield, Keith. (December 28, 2011) Michael Buble Remains No. 1, Adele's '21' Has Best Sales Week Yet. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: December 28, 2011.
  67. Caulfield, Keith. (November 30, 2011) Michael Buble Bests Nickelback, Rihanna on Billboard 200. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: November 30, 2011.
  68. The Top 20 biggest selling albums of 2011 revealed!. The Official Charts (January 2, 2012).
  69. Best of 2011. Irish Recorded Music Association. წაკითხვის თარიღი: January 11, 2012.
  70. Adele’s "21" crowned ARIA’s highest selling album of 2011 LMFAO takes single honours with "Party Rock Anthem". წაკითხვის თარიღი: January 1, 2012.
  71. 72.0 72.1 Billboard 200 Albums - 2012 Year End Charts. Billboard. წაკითხვის თარიღი: December 14, 2012.
  72. BBC page for the programme.
  73. http://www.michaelbuble.com/news/2013/02/20/michael-bubl%C3%A9-new-single-new-album
  74. [1]. "Michael Buble Scores Fourth No. 1 Album on Billboard 200 Chart" Billboard.com. Retrieved on 05-02-2013.
  75. TV Picks: 'Michael Bublé's 3rd Annual Christmas Special'“, The Seattle Times, 18 December 2013. წაკითხვის თარიღი: 9 September 2014. 
  76. Michael Bublé.
  77. Hayes, David. “The Making of Pop Sensation Michael Bublé“, Saturday Night Magazine, April 2005. 
  78. In the mood for jazz joy“, North Shore News, 16 November 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 November 2005. 
  79. Armstrong, Denis. “Swinging to great heights“, Ottawa Sun, 1 February 2001. 
  80. Adams, Cameron. “Cameron Adams discovers singer Michael Bublé really enjoys bad reviews“, Herald Sun, Newstext.com.au subscription required, 28 April 2005, გვ. 3. 
  81. MacQueen, Ken. “Break Out the Bublé“, Maclean's, 4 February 2005. 
  82. Perusse, Bernard. “Michael Buble does it his way“, Edmonton Journal, 30 April 2007. 
  83. Michael Buble gets irresponsible“, The Daily Telegraph, 10 May 2007. 
  84. Daly, Susan. (6 March 2009) Emily Blunt: Naughty but nice. The Irish Independent.
  85. Kristen Mascia. (11 July 2008) Emily Blunt and Michael Bublé Split. People. წაკითხვის თარიღი: 11 July 2008.
  86. 87.0 87.1 87.2 NewsCore. Michael Buble to wed Argentinian soap star Luisana Loreley Lopilato de la Torre News.com.au 11 January 2010.
  87. Cottrill, Jeffrey. (11 January 2010) He's no longer lost: Canadian singer Michael Bublé engaged to Argentine actor-singer. Divorce Magazine.com.
  88. Horton, Shelly. “Call him irresistible“, The Age, 2 November 2009. 
  89. Jackson, Bart. “Michael Bublé marries Argentine sweetheart in Buenos Aires“, The Vancouver Sun, 31 March 2011. წაკითხვის თარიღი: 31 March 2011. 
  90. Italian Citizenship for Michael Bublé“, Italian Almanac.org, 26 November 2005. 
  91. Singer Bublé Tours Italy as New Citizen“, The Florentine, 1 December 2005. წაკითხვის თარიღი: 6 June 2009. 
  92. Michael Buble's House. Virtual Globetrotting (19 February 2011). Retrieved 5 May 2012.
  93. Francis, Eric.Reynolds' last run in city? Calgary Sun 23 November 2009.
  94. Johnson, Glenn. Michael Bublé: If you want me to sing, give me a puck The Vancouver Sun. 17 November 2009.
  95. Vancouver Giants Team Owners. Retrieved 1 May 2010
  96. Australia's Hollywood stars dig deep for fire relief“, ABS-CBN News, 13 February 2009. წაკითხვის თარიღი: 31 August 2009. 
  97. 98.0 98.1 World Music Awards 2005. Popstarsplus.com. წაკითხვის თარიღი: 7 December 2010.
  98. Jazz-Produktion des Jahres national/international German. ECHO 2006: 12.03.2006, Estrel Convention Center Berlin. ECHO 2006 Deutscher Musikpreis – die offizielle Homepage (12 March 2006). წაკითხვის თარიღი: 26 June 2008.
  99. 100.0 100.1 Buble comes out on top at Canadian jazz awards“, CBC News, 8 March 2008. წაკითხვის თარიღი: 3 January 2009. 
  100. The nominees for the 2009 JUNO Awards are...“, National Post, 3 February 2009. წაკითხვის თარიღი: 29 March 2009. 
  101. Meteor Music Awards : Winners (Fully Updated). GoldenPlec.com (19 February 2010).