ნელი ფურტადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნელი ფურტადო

ნელი კიმ ფურტადო (Nelly Furtado; დ. 2 დეკემბერი, 1978) — პორტუგალიური წარმოშობის კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, ჩანაწერების პროდიუსერი და ინსტრუმენტალისტი.

ფურტადო ხალხისთვის ცნობილი 2000 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომ Whoa, Nelly!-ით და გრემის მფლობელი სიმღერით I'm Like a Bird გახდა. შვილის გაჩენის და კომერციულად ნაკლებად წარმატებული ალბომის Folklore (2003) გამოშვების შემდეგ, ის სალიდერო პოზიციებს 2006 წელს ალბომის Loose გამოშვებით უბრუნდება, რასაც თან სდევს ჰიტი სინგლები Promiscuous ,Maneater, Say It Right, და All Good Things (Come to an End).

ნელი ფურტადო ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით სხვადასხვა ინსტრუმენტების, ჟანრების, ენების და ვოკალური სტილების გამოყენებით. ეს მრავალფეროვნება მისი სხვადასხვა კულტურებით დაინტერესებით და მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნებიდან გამომდინარეობს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნელი ფურტადო დაიბადა ვიქტორიაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში აზორესიდან (პორტუგალია) იმიგრირებული მარია მანუელა და ანტონიო ხოსე ფურტადოს ოჯახში. მას სახელი საბჭოთა ტანმოვარჯიშის, ნელი კიმის, პატივსაცემად დაარქვეს. ნელი კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა და პირველად ოთხი წლის ასაკში დედასთან ერთად ეკლესიაში იმღერა პორტუგალიის დღეზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის რელიგიურ მრწამსში ბოლომდე გარკვეული არაა, მას მაინც სჯერა ღმერთის, ათი მცნების და შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის. ინსტრუმენტებზე დაკვრა ცხრა წლისამ დაიწყო, ადრეულ წლებში ტრომბონზე დაუკელეკეზე დაკვრა ისწავლა, ხოლო მოგვიანებით გიტარასა და კლავიშს დაეუფლა. თორმეტი წლისამ სიმღერების დაწერა დაიწყო, და თინეიჯერობის დროს პორტუგალიურ სამარშო ბენდში გამოდიოდა.

პირველი მუსიკოსები, ვისთანაც ნელის შეხება ჰქონდა ანდერგრაუნდ რეპერები და დიჯეები იყვნენ. ზაფხულში, მეთერთმეტე კლასის ბოლოს ტორონტოში ვიზიტისას, ფურტადო ტალის ნიუკირკს შეხვდა, რომელიც ჰიპ ჰოპ ჯგუფ Crazy Cheese-ის წევრი იყო. მან თავისი ვოკალი დაურთო ჯგუფის 1996 წლის ალბომში, Join the Ranks, შესულ ტრეკს Waitin' 4 the Streets.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: