ჯეიმზ ბონდის ფილმების სია
ჯეიმზ ბონდი (ინგლ. James Bond) — ფილმების სერია MI6-ის აგენტ ჯეიმზ ბონდის (კოდური ნომრით 007) შესახებ. იგი პირველად გამოჩნდა რომანების სერიაში, რომელიც იენ ფლემინგის მიერ დაიწერა. პირველი ფილმები ეფუძნებოდა ფლემინგის ორიგინალური ნაწარმოებებსა და მოთხრობებს, მოგვიანებით კი დაიწერა ორიგინალური სცენარები. კინოს ისტორიაში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი სრულმეტრაჟიანი ფილმების სერია. მისი წარმოება მიმდინარეობდა 1962 წლიდან (1989 და 1995 წლებს შორის ერთგვარი პაუზა ჩამოვარდა).[1] ამ პერიოდშ კომპანიამ Eon Productions შექმნა 22 ფილმი. თითოეული გამოდიოდა დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში. მათი გადაღება მიმდინარეობდა სტუდიაში Pinewood. დღეისათვის ფილმების ამ სერიის საერთო შემოსავალმა 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ის ჰარი პოტერის ფილმების სერიის შემდეგ ყველა დროის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიენ ფილმად ითვლება.[2] ექვსმა მსახიობმა სხვადასხვა დროს შექმნა ბონდის თავისებური სახე, თუმცა შონ კონერის მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა განსაზღვრეს ფილმების სერიის საერთო სტილი და განწყობა, ხოლო როჯერ მურმა ბონდის შესახებ ყველაზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.
ალბერტ რ. ბროკოლი და ჰარი ზალცმანი ფილმებს 1975 წლამდე აწარმოებდნენ. 1975 წლიდან ბროკოლი ძირითად პროდიუსერად იქცა. 1995 წლიდან ფილმებზე პროდიუსერებად მუშაობენ მისი შვილი, ბარბარა ბროკოლი და გერი, მაიკლ ჯ. უილსონი. ბროკოლის (და 1975 წლამდე - ზალცმანის) საოჯახო კომპანიამ Danjaq უფლება ფილმებზე მოიპოვა Eon-ის დახმარებით და 1970-იანი წლებიდან United Artists-თან ერთად ფილმზე უფლებების თანამფლობელობა ჩამოაყალიბა. ფილმების „დოქტორი ნოუ“ (1962) - „მხოლოდ თქვენი თვალებისათვის“ (1981) პერიოდში ყველა ნამუშევარი ვრცელდებოდა ფილმების UA-ს მიერ. 1981 წელს Metro-Goldwyn-Mayer-მა შეიძინა UA და ჩამოყალიბდა MGM/UA Entertainment Co., რომელიც ფილმებს დისტრიბუციას 1995 წლამდე უწევდა. 1997-2002 წლებში, როდესაც UA-მ, როგორც მოქმედმა სტუდიამ, არსებობა შეწყვიტა, დისტრიბუციაზე მხოლოდ MGM ზრუნავდა. 2006 წლიდან დღემდე დისტრიბუციაზე მუშაობენ MGM და Columbia Pictures (2005 წელს MGM დაექვემდებარა კომპანიას Sony Pictures Entertainment). 2010 წლის ნოემბერში MGM-მა გამოაცხადა, რომ გაკოტრებულია. მას შემდეგ სერიის Danjaq-თან ერთად წარმოების უფლება Columbia-ს გადაეცა.
გარდა Eon-ის ფილმების სერიისა, არსებობს ტელე ან კინო ფილმები ჯეიმზ ბონდის შესახებ - სატირული ფილმი „კაზინო როიალი“ (1967), შონ კონერის მონაწილეობით გადაღებული ფილმის „სფერული ელვა“ გადამუშავებული ვერსია „აღარასოდეს თქვა არასოდეს“ (1983) და ამერიკული სატელევიზიო ანთოლოგიური სერიალი „Climax!“-ის ეპიზოდი „კაზინო როიალი“ (1954).
ფილმების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნომერი | სახელწოდება | ორიგინალური სახელწოდება | წელი | ბონდის როლში | რეჟისორი | ბიუჯეტი (მარკეტინგის ჩათვლით) | შემოსავალი (აშშ) | შემოსავალი (მსოფლიო) |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | „დოქტორი ნოუ“ | Dr. No | 1962 | შონ კონერი | ტერენს იანგი | $1 100 000 | $16 067 035 | $59 567 035 |
2 | „რუსეთიდან სიყვარულით“ | From Russia with Love | 1963 | $2 000 000 | $24 796 765 | $78 896 765 | ||
3 | „გოლდფინგერი“ | Goldfinger | 1964 | გაი ჰემილტონი | $3 000 000 | $51 081 062 | $124 881 062 | |
4 | „სფერული ელვა“ | Thunderball | 1965 | ტერენს იანგი | $6 800 000 | $63 595 658 | $141 195 658 | |
5 | „შენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ“ | You Only Live Twice | 1967 | ლუის ჯილბერტი | $10 300 000 | $43 084 787 | $111 584 787 | |
6 | „მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში“ | On Her Majesty’s Secret Service | 1969 | ჯორჯ ლეზენბი | პიტერ ჰანტი | $7 000 000 | $22 774 493 | $81 974 493 |
7 | „ალმასები სამუდამოდ“ | Diamonds Are Forever | 1971 | შონ კონერი | გაი ჰემილტონი | $7 200 000 | $43 819 547 | $116 019 547 |
8 | „იცოცხლე და სიკვდილი აცადე“ | Live and Let Die | 1973 | როჯერ მური | $7 000 000 | $35 377 836 | $126 377 836 | |
9 | „მამაკაცი ოქროს პისტოლეტით“ | The Man with the Golden Gun | 1974 | $7 000 000 | $20 972 000 | $97 572 000 | ||
10 | „ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი“ | The Spy Who Loved Me | 1977 | ლუის ჯილბერტი | $14 000 000 | $46 838 673 | $185 438 673 | |
11 | „მუნრეიკერი“ | Moonraker | 1979 | $34 000 000 | $70 308 099 | $210 308 099 | ||
12 | „მხოლოდ თქვენი თვალებისათვის“ | For Your Eyes Only | 1981 | ჯონ გლენი | $28 000 000 | $54 812 802 | $195 312 802 | |
13 | „რვაფეხა“ | Octopussy | 1983 | $27 500 000 | $67 893 619 | $187 493 619 | ||
14 | „ხედი მკვლელობაზე“ | A View to a Kill | 1985 | $30 000 000 | $50 327 960 | $152 427 960 | ||
15 | „ნაპერწკლები თვალებიდან“ | The Living Daylights | 1987 | ტიმოტი დალტონი | $40 000 000 | $51 185 897 | $191 285 897 | |
16 | „მკვლელობის ლიცენზია“ | Licence to Kill | 1989 | $36 000 000 | $34 667 015 | $156 167 015 | ||
17 | „ოქროსთვალი“ | GoldenEye | 1995 | პირს ბროსნანი | მარტინ კემპბელი | $60 000 000 | $106 429 941 | $352 194 034 |
18 | „ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება“ | Tomorrow Never Dies | 1997 | როჯერ სპოტისვუდი | $110 000 000 | $125 304 276 | $333 011 068 | |
19 | „მსოფლიოც არ არის საკმარისი“ | The World Is Not Enough | 1999 | მაიკლ ეპტედი | $135 000 000 | $126 943 684 | 2$361 832 400 | |
20 | „მოკვდი სხვა დღეს“ | Die Another Day | 2002 | ლი ტამაჰორი | $142 000 000 | $160 942 139 | $431 971 116 | |
21 | „კაზინო როიალი“ | Casino Royale | 2006 | დენიელ კრეიგი | მარტინ კემპბელი | $150 000 000 | $167 445 960 | $599 045 960 |
22 | „უმნიშვნელო ნუგეში“ | Quantum of Solace | 2008 | მარკ ფორსტერი | $200 000 000 | $168 368 427 | $586 090 727 | |
23 | „სკაიფოლი“ | Skyfall | 2012 | სემ მენდესი | $150-200 000 000 | $297 025 010 | $1 108 561 013 | |
24 | „სპექტრი“ | Spectre | 2015 | სემ მენდესი | $245-250 000 000 | $ 196 704 955 | $880 674 609 | |
25 | „სიკვდილის დრო არ არის“ | No Time to Die | 2020 | კერი ფუკუნაგა | $250-301 000 000 | $160,772,007 | $771.200.000 |
არაოფიციალური ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაზინო როიალი — 1967 — დევიდ ნაივენის მონაწილეობით
- აღარასოდეს თქვა არასოდეს — 1983 — შონ კონერის მონაწილეობით
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- სტუდია Pinewood
- ბონდის ენციკლოპედია
- ბონდის ფილმებისა და DVD გამოცემების მიმოხილვა
- ჯორჯ ლეიზენბის 2008 წლის ინტერვიუ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „James Bond film suspended“. London: The Telegraph. 20 April 2010. ციტირების თარიღი: 21 September 2011.
- ↑ „Harry Potter becomes highest-grossing film franchise“. London: The Guardian. 11 September 2007. ციტირების თარიღი: 28 September 2011.
|