Reprise Records

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Reprise Records
Reprise Records.svg
დაარსდა 1960
დააარსა ფრენკ სინატრა
დინ მარტინი
დისტრიბუტორ(ებ)ი Warner Bros. Records (აშშ)
WEA (აშშ-ის ფარგლებ გარეთ)
ჟანრი როკ-მუსიკა
პოპ-მუსიკა
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
საიტი www.repriserec.com

Reprise Records — 1960 წელს ფრენკ სინატრას მიერ დაარსებული ხმისჩამწერი ლეიბლი. ფრენკ სინატრა ცდილობდა ასეთი გზით გაეფართოვებინა თავისუფალი ხელოვნების საზღვრები საკუთარი თავისთვის და მისი მეგობრებისთვის — დინ მარტინისთვის და სემი დეივის უმცროსისათვის[1].

კომპანიის შექმნიდან მალევე სინატრამ დატოვა Capitol Records/EMI და ახალ ლეიბლზე გამოუშვა ალბომი Ring-A-Ding-Ding. მალე აქვე გადმოვიდნენ მარტინი, დეივისი, სცენის იუმორისტი დედ ფოქსი, ბინგ კროსბი, როზმარი კლუნი, ესკიველი და სხვა შემსრულებლები, რომლებთანაც სინატრას ჰქონდა მეგობრული ურთიერთობები. სინატრა სტუდიაში ჩაწერებს აკეთებდა 1988 წლამდე და დიდი წარმატებები ჰქონდა საკუთარი ძირითადი ჰიტების ხელახალ გამოცემებში. აქ ძირითად პრინციპად მუდამ რჩებოდა შემსრულებლებისთვის შემოქმედების მთლიანი თავისუფლების უზრუნველყოფა და — რომელიმე ეტაპზე — საკუთარ ნაწარმოებებზე ყველანაირი უფლება.

1963 წლის დასაწყისში Reprise გადავიდა Warner Bros. Records-ის მფლობელობაში, რის შემდეგაც ბევრმა შემსრულებელმა დაკარგა თავისი კონტრაქტი. ახალმა ხელმძღვანელებმა დაიწყეს ახალი ვარსკვლავების ძიება და 1964 წელს მოიწვიეს The Kinks, რომელსაც მოჰყვა ჯიმი ჰენდრიქსი, Captain Beefheart, ჯონი მიჩელი და სხვები. 1970-იანი წლების ბოლოს სინატრამ გამოხატა სურვილი დარჩენილიყო ლეიბლზე ერთადერთ ჩაწერილ არტისტად, მაგრამ ნილ იანგმა წასვლაზე უარი განაცხადა და დღემდე აქ რჩება (თუმცა, ჩაწერილია Geffen-ზეც). დღეისათვის, მის გარდა კონტრაქტები Reprise-სთან აქვთ ჯგუფებს და შემსრულებლებს: Oasis, Avenged Sevenfold, The Used, Mastodon, ერიკ კლეპტონი, Green Day, Fleetwood Mac, My Chemical Romance, Disturbed, Art of Dying, სერჟ თანქიანი და ბევრი სხვა.

2012 წლის ნოემბერში ლეიბლი ოფიციალურად დაიკეტა. მასზე გამოცემული ალბომების ნაწილი ამოიღეს ინტერნეტიდან და მაღაზიების თაროებიდან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reprise Records-ის ისტორია. www.bsnpubs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-23. წაკითხვის თარიღი: 2010-06-01.