ირლანდიის ჩანაწერების ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Irish Recorded Music Association)

ირლანდიის ჩანაწერების ასოციაცია (Irish Recorded Music Association (IRMA)) — ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ირლანდიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ინტერესებს.[1] ასოციაციის მონაწილეები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ირლანდიული კომპანიები. ყველა მონაწილეს შეაქვს ყოველწლიური შესატანი და დღეისათვის IRMA-ს ჰყავს 51 მონაწილე.

IRMA შეიქმნა, რათა წინ წაწიოს და დაიცვას ირლანდიული ხმისჩამწერი ინდუსტრიის ინტერესები და მონაპოვარი. ასოციაციას აქვს შემდეგი ჩარტები: Top 75 Albums, Top 50 Singles, Top 10 Classical Albums, Top 10 Classical Albums, Top 20 Multi-Artist Compilation Albums, Top 30 Videos, Top 20 DVDs, Top 10 Music DVDS.

2005 წლის 12 აპრილს ასოციაციამ სასამართლოში უჩივლა საიტ „filesharers“-ს, რომელმაც ინტერნეტში არაკანონიერად გამოაქვეყნა მუსიკა. 2005 წლის 15 ნოემბერს IRMA-მ «filesharers»-ს წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლის მეორე ფაზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. IRMA - About Us. irma.ie.