შინაარსზე გადასვლა

ჯუნოს ჯილდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუნოს ჯილდო

ჯუნოს ჯილდოს ლოგო
ჯილდოგაიცემა ცნობილი მიღწევებისთვის მუსიკალურ ინდუსტიაში
წარადგენსჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების კანადის აკადემია
ქვეყანაკანადა
პირველად გადაეცა1970

ჯუნოს ჯილდო (Juno Award) — მუსიკალური პრემია, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა კანადელ მუსიკოსებსა და ჯგუფებს მუსიკის ყველა სფეროში მათი შემოქმედებითი თუ ტექნიკური მიღწევების აღსანიშნავად. კანადის დიდების მუსიკალური დარბაზის ახალი წევრების არჩევაც ამ დაჯილდოების ცერემონიალზე ხდება.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების კანადის აკადემიის წევრების, ან ექსპერტთა ჯგუფის მიერ, ჯილდოს კატეგორიის მიხედვით. თითქმის ყველა მთავარ ზოგად კატეგორიაში, როგორებიცაა წლის შემსრულებელი ან წლის ალბომი, ნომინაციებს განსაზღვრავს საკვალიფიკაცო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელი; კატეგორიებში სპეციფიკური ჟანრების მიხედვით განისაზღვრება ექსპერტთა ჯგუფის მიერ.[1]

  1. ინფორმაცია ჯუნოს ჯილდოზე. Junoawards.ca. ციტირების თარიღი: 2011-08-30.