ლუიზ დიანა ორლეანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიზ დიანა ორლეანელი
Louise Diane d'Orléans, Princess of Conti depicted as the goddess Iris by Gobert.jpg
კონტის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 21 იანვარი, 1732
მმართ. დასასრული: 26 სექტემბერი, 1736
წინამორბედი: ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი
მემკვიდრე: მარია ფორტუნატა დ’ესტე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 ივნისი, 1716
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 26 სექტემბერი, 1736, (20 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი ფრანსუა I, კონტის პრინცი
შვილები: ლუი ფრანსუა II, კონტის პრინცი
დინასტია: ორლეანები
მამა: ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუიზ დიანა ორლეანელი (ფრანგ. Louise Diane d'Orléans; დ. 27 ივნისი, 1716 — გ. 26 სექტემბერი, 1736) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ასული. ლუი XIII-ის შვილთაშვილი როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. კონტის პრინცესა 1732-36 წლებში როგორც ლუი ფრანსუა I-ის მეუღლე. კონტის უკანასკნელი პრინცის ლუი ფრანსუა II-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზ დიანა დაიბადა 1716 წლის 27 ივნისს პარიზში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ქალიშვილი. მამამისი საფრანგეთის მეფე ლუი XV-რეგენტი და მეფე ლუი XIII-ის შვილიშვილი იყო, ხოლო დედამისი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი ასული გახლდათ.

ქორწინებამდე ლუიზ დიანა ცნობილი იყო მადმუაზელ დე შარტრის სახელით. ეს წოდება მანამდე მის უფროს დას, მარი ადელაიდას ჰქონდა, რომელიც ამ დროისათვის უკვე მონაზვნად იყო აღკვეცილი. აქამდე კი ეს წოდება ლუიზ დიანას მამიდას, ახლა უკვე ლოთარინგიის ჰერცოგინია ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელს ჰქონდა. იგი თავის უმცროს დასთან, ელიზაბეტთან ერთად იზრდებოდა და იღებდა განათლებას, მოგვიანებით კი მათ მათი კიდევ ერთი და, ლუიზ ელიზაბეტიც შეემატა, რომელიც შემდგომში ესპანეთის მეფე ლუის I-ს შერთეს ცოლად.

მისმა ბავშვობამ მამამისის რეგენტობის პერიოდში გაიარა, რა დროსაც ორლეანელთა ოჯახს უდიდესი ძალაუფლება ეპყრა ხელთ. ლუიზ დიანა ღრმა ბავშვობიდანვე უყურებდა დედ-მამის რომანებს. დედამისი ხშირად თვრებოდა და ქმარს ეჩხუბებოდა, ფილიპი კი მას მარი ტერეზ დე პარაბერთან ღალატობდა.

როგორც სამეფო კარის მემატიანე წერდა, ორლეანის ჰერცოგის ასულებს შორის, ლუიზ დიანა ყველაზე კარგად აღზრდილი და მომხიბვლელი იყო. 1723 წელს გარდაიცვალა მამამისი, რითაც ორლეანელებმა თავიანთი ძალაუფლება დაკარგეს. ამ დროს ორლეანის ახალი ჰერცოგი ლუიზ დიანას ძმა, ლუი IV ხდება, რომელიც 1724 წელს დედამისმა გერმანელ პრინცესაზე, ლანდგრაფინია იოჰანა ბადენ-ბადენელზე დააქორწინა.

კონტის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1731 წლის დეკემბერში ლუიზ დიანას ძმის შვილმა, პრინცმა ლუი ფილიპემ ცოლად შეირთო კონტის პრინცესა ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი. ეს ქორწინება ორგანიზებული იყო ლუიზ დიანას დედის, ფრანსუაზ მარისა და ლუიზ ანრიეტის დედის, ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონის მიერ.

ამას მალევე მოჰყვა კიდევ ერთი დინასტიური ქორწინება კონტელ ბურბონებსა და ორლეანელ ბურბონებს შორის. 1732 წლის 19 იანვარს ვერსალის სასახლეში კარდინალმა დე როანმა ლუიზ დიანა დააქორწინა კონტის პრინც ლუი ფრანსუა I-ზე (ლუიზ ანრიეტის ძმა). ამ დროს ლუიზ დიანა სულ თხუთმეტი წლის იყო.

ქორწინების შემდეგ ლუიზ დიანა კონტის ახალი პრინცესა გახდა. მისმა ქმარმა ეს წოდება მამამისის, ლუი არმან II-ის გარდაცვალების შემდეგ მიიღო 1727 წელს. 1734 წელს ლუიზ დიანამ პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც ლუი ფრანსუა დაარქვეს, რასაც 1736 წელს მეორე ბავშვი მოჰყვა. ბავშვი ძალიან სუსტი იყო და რამდენიმე საათში გარდაიცვალა, თუმცა მთავარი ისაა, რომ მასზე გართულებულ მშობიარობას გადაჰყვა 20 წლის ლუიზ დიანაც.

იგი დაკრძალეს 1736 წლის 30 სექტემბერს პარიზში. მის დაკრძალვას დაესწრო თვით საფრანგეთის დედოფალი მარია ლეშჩინსკა და კონტის ქვრივი პრინცესა მარი ანა დე ბურბონი. ამის შემდეგ ლუი ფრანსუა I-ს ცოლი აღარ შეურთავს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუი ფრანსუა II (1734-1814), კონტის უკანასკნელი პრინცი, ცოლად შეირთო მარია ფორტუნატა დ'ესტე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. სქესი და სახელი უცნობია (1736), გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში, მასზე მშობიარობას გადაჰყვა ლუიზ დიანა;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Édouard de Barthélemy: Les filles du régent. La duchesse de Berry, l’abbesse de Chelles, la Princesse de Modène, la Reine d’Espagne, la Princesse de Conti, Mademoiselle de Beaujolais. Firmin-Didot, Paris 1874, S. 377–383
  • Guy Raoul Jean Eugène Charles Emmanuel de Savoie-Carignan: Six great princesses. Holden & Hardingham, London 1913, S. 310–318
  • Hugh Noel Williams: Unruly Daughters. A Romance of the House of Orléans. G. P. Putnam's sons, New York 1913, S. 360–362