ლუი ფრანსუა II (კონტის პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი ფრანსუა II
1774 portrait painting of Louis François Joseph de Bourbon, Prince of Conti by Auguste de Châtillon.jpg
კონტის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 2 აგვისტო, 1776
მმართ. დასასრული: 13 მარტი, 1814
წინამორბედი: ლუი ფრანსუა I
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 სექტემბერი, 1734
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 13 მარტი, 1814, (79 წლის)
გარდ. ადგილი: ბარსელონა, ესპანეთი
მეუღლე: მარია ფორტუნატა დ’ესტე
(ქ. 1759 - გარდ. 1803)
სრული სახელი: ლუი ფრანსუა ჟოზეფ დე ბურბონ-კონდე
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი ფრანსუა I, კონტის პრინცი
დედა: ლუიზ დიანა ორლეანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Louis François Joseph de Bourbon, Prince of Conti at the baptism of the Duke of Berry in August 1785.png

ლუი ფრანსუა II დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. Louis François II de Bourbon-Conti; დ. 1 სექტემბერი, 1734 — გ. 13 მარტი, 1814) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი. კონტის პრინც ლუი ფრანსუა I-ისა და ლუიზ დიანა ორლეანელის ერთადერთი ვაჟი. კონტის უკანასკნელი პრინცი 1776-1814 წლებში. გარდაიცვალა უშვილო, რის გამოც კონტის შტო შეწყდა და კონტის პრინცის თანამდებობაც გაუქმდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ფრანსუა დაიბადა 1734 წლის 1 სექტემბერს პარიზში. იგი იყო კონტის პრინც ლუი ფრანსუა I-ისა და მისი მეუღლის, ლუიზ დიანა ორლეანელის ერთადერთი ვაჟი. 1736 წელს დედამისი მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მან მკვდარი ბავშვი გააჩინა, ამის შემდეგ კი მამამისს მეორე ცოლი აღარ შეურთავს. 1776 წელს გარდაიცვალა მამამისიც, კონტის ახალი პრინცი კი ლუი ფრანსუა II ხდება.

1759 წელს იგი ცოლად ირთავს მოდენის ჰერცოგის ასულ მარია ფორტუნატა დ'ესტეს, რომლის დაც, მარია ფელიჩიტა ცოლად პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონს ჰყავდა. ლუი ფრანსუასა და მარია ფორტუნატას მრავალწლიანი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, თუმცა მათ შვილი არასდროს ჰყოლიათ.

1789 წელს საფრანგეთში სისხლისმღვრელი რევოლუცია დაიწყო, რა დროსაც არამხოლოდ დაბალი ფენის, არამედ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც კი დაიღუპნენ. ასეთი მძიმე ვითარების გამო ფრანგი არისტოკრატების უმეტესობამ საზღვარგარეთ გაქცევით უშველა თავს. ასე მოიქცა ლუი ფრანსუაც, რომელმაც ცოლთან ერთად თავი ესპანეთის მეფე კარლ IV-ს შეაფარა. კარლმა გულთბილად მიიღო ფრანგი არისტოკრატები და ისინი ბარსელონაში დააბინავა. კონტის პრინცმა და პრინცესამ თავიანთი უკანასკნელი წლები ბარსელონაში, დევნილობაში გაატარეს და ვერ შესძლეს მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნებულიყვნენ. მარია ფორტუნატა 1803 წელს გარდაიცვალა, რასაც 1814 წელს ლუი ფრანსუას გარდაცვალებაც მოჰყვა. მისი გარდაცვალებით სამუდამოდ შეწყდა ბურბონთა დინასტიის კონტის შტო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pierre Terver: Le Dernier Prince de Conti à L’Isle-Adam. Société historique de Pontoise, Pontoise 1987.
  • Les Trésors des princes de Bourbon-Conti. Somogy éditions d'art, Paris 2000, ISBN 2-85056-398-6.