პალუ
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
პალუ | ||
Maliu Ntuvu | ||
ქვეყანა | ინდონეზია | |
შიდა დაყოფა | Mantikulore[1] , West Palu[1] , South Palu[1] , East Palu[1] , North Palu[1] , Tatanga[1] , Tawaeli[1] და Ulujadi[1] | |
კოორდინატები | 0°53′42″ ს. გ. 119°51′34″ ა. გ. / 0.89500° ს. გ. 119.85944° ა. გ. | |
დაარსდა | 27 სექტემბერი, 1978 | |
ფართობი | 395.06 კმ² | |
მოსახლეობა | 359 350 (2015)[2] | |
სასაათო სარტყელი | UTC+8 | |
ოფიციალური საიტი | http://www.palukota.go.id/ | |
| ||
პალუ (ოფიციალურად ცნობილი, როგორც ქალაქი პალუ, ინდ: Kota Palu) ― ცენტრალური სულავესის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. პალუ კუნძულ სულავესის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან დონგალის სარეგენტო ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― პარიგი-მუტონგის სარეგენტო, ხოლო სამხრეთიდან ― სიგის სარეგენტო. ქალაქის ფართობი 395.06 კმ²-ია. 2020 წლის ინდონეზიის აღწერის მიხედვით, პალუს მოსახლეობა 373 218 ადამიანს შეადგენს. პალუ კუნძულზე მესამე ადგილზეა მაკასარისა და მანადოს შემდეგ მოსახლეობის მიხედვით. 2021 წელს ქალაქის მოსახლეობა 377 030 ადამიანს გაუტოლდა.[3] პალუ ცენტრალური სულავესის საფინანსო, სამთავრობო და საგანმანათლებლო ცენტრია. ქალაქი პროვინციის მთავარი პორტია. აქვე მდებარეობს უდიდესი აეროპორტი და ყველაზე მეტი საჯარო უნივერსიტეტი პროვინციის მასშტაბით.
პალუ პალუს ყურეში მდებარეობს. თავდაპირველად მცირე სასოფლო-სამეურნეო ქალაქი იყო, სანამ ახლადშექმნილი ცენტრალური სულავესის პროვინციის დედაქალაქი გახდებოდა (1953). ქალაქი პალუ-კოროს ნასხლეტში მდებარეობს და ხშირი მიწისძვრების წერტილს წარმოადგენს. ყველაზე დიდი მიწისძვრა 2018 წელს მოხდა, რომლის სიმძლავრეც 7.5 ბალს შეადგენდა. ინდონეზიის კატასტროფების მენეჯმენტის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, 2018 წელს მიწისძვრამ „მსოფლიოში უდიდესი მასშტაბის ბუნებრივი გრუნტის გათხელება“ გამოიწვია.[4] ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა. ადგილობრივი მთავრობის გეგმით, იმავე ადგილას აღდგენის ნაცვლად ქალაქის უფრო უსაფრთხო ადგილას გადატანა სჯობს.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი შედარებით ახალგაზრდაა. დაარსდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო ქალაქი და უფრო დიდ ქალაქ დონგალაზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, რომელიც 35 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[6] პალუს შექმნის ინიციატორები ულაიოს მთის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები იყვნენ. ქალაქი სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, სახელწოდება topalu'e-დან მომდინარეობს, რას „დამუშავებულ მიწას“ ნიშნავს. სხვა ვერსიით, ქალაქის სახელი volo-დან მომდინარეობს, როგორც ადგილობრივ ბამბუკის სახეობას ჰქვია.[7]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პალუ ამავე სახელწოდების აუზში მდებარეობს, პალუს ყურის მახლობლად. ქალაქი პალუ-კოროს ნასხლეტშია გადაჭიმული. აუზი ძირითადად თიხის, ლამისა და ქვიშის ალუვიონისგან შედგება, რომელიც მდინარე პალუს ჩამოაქვს ზემო ხეობიდან. ქალაქის ირგვლივ ალუვიური დანალექები არ არის ახალგაზრდა. ძირითადი შრე ცარცული პერიოდით თარიღდება. დეპოზიტების შრეების ქვემოთ მესამეული გრანიტი და გრანოდიორიტია. დანალექები 25-125 მეტრისაა და ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება. ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის დანალექები უფრო სქელია, ვიდრე სამხრეთი ნაწილისა, რადგანაც იგი მდინარის ესტუართან უფრო ახლოსაა.[8]
პალუ-კოროს ნასხლეტი პალუს ყურის გასწვრივ 300 კმ-ზეა გადაჭიმული, ქალაქს შუაზე კვეთს და ჩრდილოეთ სულავესის სუბდუქციურ ზონასთანაა დაკავშირებული. ქალაქის ქვემოთ არსებული სუსტი დანალექების სიმრავლე იყო გრუნტის მასიური გათხელებისა და მეწყერების მიზეზი 2018 წლის სულავესის მიწისძვრის დროს.[8][9]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, პალუ ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული, თუმცა შედარებით მშრალია გარშემორტყმული მთის შედეგად გამოწვეული წვიმის ჩრდილის გამო.
ჰავის მონაცემები — პალუ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 38 | 37 | 37 | 37 | 35 | 37 | 37 | 37 | 38 | 37 | 37 | 38 | 38 |
საშუალო მაღალი °C | 30.3 | 30.5 | 30.7 | 30.8 | 31.1 | 30.2 | 29.4 | 30.8 | 30.9 | 32.1 | 31.3 | 30.8 | 30.7 |
საშუალო დღიური °C | 26.6 | 26.7 | 26.9 | 26.9 | 27.4 | 26.6 | 25.7 | 26.8 | 26.7 | 27.7 | 27.2 | 27.0 | 26.9 |
საშუალო დაბალი °C | 22.9 | 23.0 | 23.1 | 23.1 | 23.8 | 23.1 | 22.0 | 22.8 | 22.5 | 23.3 | 23.1 | 23.2 | 23.0 |
რეკორდულად დაბალი °C | 22 | 21 | 18 | 20 | 21 | 21 | 21 | 20 | 20 | 17 | 21 | 21 | 17 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 101 | 88 | 90 | 102 | 130 | 157 | 158 | 147 | 164 | 109 | 110 | 76 | 1 432 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 7 | 8 | 9 | 9 | 10 | 12 | 11 | 9 | 8 | 7 | 9 | 7 | 106 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 75 | 76.5 | 75.5 | 76 | 75.5 | 76.5 | 77 | 74 | 74.5 | 73 | 73 | 74.5 | 75 |
წყარო 1: weatherbase[10] | |||||||||||||
წყარო 2: climate-data[11] |
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის ინდონეზიის აღწერის მიხედვით პალუ 4 რაიონად (kecamatan) იყოფოდა. 2011 წელს რეორგანიზაციის შემდეგ რაიონების რიცხვი რვამდე გაიზარდა.
ინდონეზიის სხვა ქალაქების მსგავსად, პალუს ადგილობრივი მმართველობა მეორე დონის ადმინისტრაციული დანაყოფია და მას მერი და ვიცე-მერი უძღვებიან. ქალაქს ჰყავს პარლამენტი, რომელსაც სარეგენტოს პარლამენტის შესაბამისი უფლებამოსილება აქვს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მერი და ვიცე-მერი არიან, ხოლო საკანონმდებლო ვალდებულებებს პარლამენტი ახორციელებს. მერს, ვიცე-მერსა და პარლამენტს ქალაქის მაცხოვრებლები ირჩევენ. რაიონების ხელმძღვანელებს პირდაპირ ნიშნავს ქალაქის მერი პალუს სამდივნოს რეკომენდაციით.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პალუ ცენტრალური სულავესის 1-ელ საარჩევნო რაიონში შედის, რომელიც მხოლოდ ქალაქს მოიცავს და პროვინციული პარლამენტის 45 ადგილიდან პალუს წარმომადგენლები 6 ადგილს იკავებენ. ქალაქი ოთხ საარჩევნო რაიონად იყოფა. პალუს პარლამენტში 35 ადგილია. როგორც ცენტრალური სულავესის დედაქალაქში, პალუში გუბერნატორის ოფისი და პროვინციული პარლამენტია განლაგებული.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წელს პალუს მთლიანი რეგიონული პროდუქტი 24 175.89 ტრილიონ რუპიას გაუტოლდა. 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 5.79%-ს გუდრიდა, ხოლო 2020 წელს -4.54% იყო. ეკონომიკური ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი Covid-19-ის პანდემიისა და შემდგომი შეზღუდვების დაწესებით იყო გამოწვეული.[12] 2021 წელს პალუს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავ დადებითი გახდა და 5.97%-ს გაუტოლდა.[13]
პალუს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია. 2020 წელს ქალაქის მთლიან რეგიონულ პროდუქტში სექტორების წილი შემდეგნაირად ნაწილდება: მშენებლობა (19.41%), ადმინისტრაციული საქმიანობა და სოციალური უსაფრთხოება (14.74%), ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი (10.2%),[12] ვაჭრობა (9.7%), განათლებასა (7.9%) და წარმოება (6.57%).[12]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kahin, George McTurnan (1952). Nationalism and Revolution in Indonesia. Ithaca, N.Y.: Cornell University Press. ISBN 0-8014-9108-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ The Master Book of Indonesian Territory Data 2015
- ↑ Badan Pusat Statistik, Jakarta, 2022.
- ↑ BNPB Ungkap Tiga Bencana Indonesia Sebagai Fenomena Langka. CNN Indonesia. ციტირების თარიღი: 19 July 2022
- ↑ Dipindahkan, Ini Tiga Alternatif Lokasi Kota Palu Baru id-ID (2018-10-16). ციტირების თარიღი: 2022-06-08
- ↑ Mamar, Sulaiman (1984–1985). Sejarah sosial daerah Sulawesi Tengah (wajah kota Donggala dan Palu). Departemen Pendidikan dan Kebudayaan, Direktorat Sejarah dan Nilai Tradisional, Proyek Inventarisasi dan Dokumentasi Sejarah Nasional. OCLC 15864232.
- ↑ Kota Palu Dan Misteri Topalu'e yang Berarti Tanah Terangkat id-ID (2018-10-02). ციტირების თარიღი: 2022-05-07
- ↑ 8.0 8.1 Investigasi_Awal_LongsorLikuifaksi_Geotechnical_Extreme_Events_Reconnaissance_Akibat_Gempa_Palu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-11. ციტირების თარიღი: 2022-11-11.
- ↑ Jalil, Abdul; Fathani, Teuku Faisal; Satyarno, Iman; Wilopo, Wahyu (2021-08-24). „Liquefaction in Palu: the cause of massive mudflows“. Geoenvironmental Disasters. 8 (1): 21. doi:10.1186/s40677-021-00194-y. ISSN 2197-8670. S2CID 237272220.
- ↑ PALU, INDONESIA. weatherbase.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 15 July 2017
- ↑ CLIMATE TABLE // HISTORICAL WEATHER DATA. climate-data.org. ციტირების თარიღი: 15 July 2017
- ↑ 12.0 12.1 12.2 Statistik Daerah Kota Palu 2021. ციტირების თარიღი: 2022-04-15
- ↑ Kota Palu Dalam Angka 2022. ციტირების თარიღი: 2022-06-13